"საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას" საქართველოს ნაკრების წევრები - ზურაბ ხიზანიშვილი და ბუბა დაუშვილიც შეუერთდნენ
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, საფეხბურთო პროფკავშირი დაფუძნდა.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თუკი მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს გავითვალისწინებთ...

ბოსმანის საქმე

მოკლედ, ისტორიული ექსკურსი: 1990 წელს ბელგიურმა "ლიეჟმა" ფეხბურთელ ჟან-მარკ ბოსმანს დასრულებული ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა, ოღონდ - ხელფასის 75 პროცენტით შემცირების სანაცვლოდ.

ამ დროს ბოსმანს ფრანგული "დიუნკერკიდან" გაცილებით კარგი შეთავაზება ჰქონდა. "ლიეჟმა" ფეხბურთელის საფასურად მილიონდოლარიანი კომპენსაცია მოსთხოვა, რაზეც ფრანგებმა უარი განაცხადეს, ბოსმანი კი უმუშევარი დარჩა და უკიდურესად გაუჭირდა: ცხოვრობდა ავტოფარეხში და თავს ძლივს ირჩენდა, მერე მეუღლემაც მიატოვა...

თუმცა ის ბედს არ შეეგუა, სამართლიანობისთვის ბრძოლა დაიწყო და "ლიეჟს", კომპენსაციის სახით, 16 მილიონი ბელგიური ფრანკი მოსთხოვა.

1995 წლის 15 დეკემბერს ბელგიურმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროკავშირის კანონმდებლობით, კლუბს არ ჰქონდა უფლება, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ფეხბურთელისთვის თავისუფლება შეეზღუდა და მილიონიანი კომპენსაცია უკანონოდ გამოაცხადა.

სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია ევროპაში მოქმედი მაშინდელი სატრანსფერო სისტემა, ფეხბურთელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ასე იშვა "ბოსმანის საქმე", რომელმაც ფეოდალურ ყოფას შეჩვეულ კლუბებს შეახსენა, რომ XXI საუკუნის მიჯნაზე ადამიანის უფლებების დარღვევა დაუშვებელი იყო...

მალე დაფუძნდა ფეხბურთელთა და მწვრთნელთა პროფკავშირი, რომელიც კლუბებს კოლეგების დამონების უფლებას არ აძლევდა...

18 წლის შემდეგ...

პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც მოთამაშეთა უფლებების დაცვის აუცილებლობა ახსენა, "სამტრედიის" მაშინდელი კაპიტანი გია ჯიშკარიანი იყო. 1996 წელს მან სწორედ მსგავსი ტიპის ორგანიზაციის ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვა.

მაგრამ ჩვენი საფეხბურთო სამყაროს გათიშულობისა და არასოლიდარულობის გამო კლუბები მოთამაშეებსა და მწვრთნელებს კვლავ ფეოდალური წესებით ექცეოდნენ...

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საფეხბურთო პროფკავშირი ჩვენთანაც დაფუძნდა - ლევან ყიფიანის, მიხეილ ყაველაშვილისა და გოჩა ჯამარაულის "ჩვენი ფეხბურთი" ამ სატკივარითაც დაინტერესდა.

ხსენებული ორგანიზაცია სხვა მიმართულებებითაც მუშაობდა, 11 სექტემბერს გაცხადებული "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია" კი მხოლოდ კონკრეტული საქმიანობით დაკავდება. მისი დამფუძნებლების ჩამონათვალი სოლიდურია: ფიფას აგენტი და ადვოკატი ბესარიონ აბაშიძე, ადვოკატები - იმედა დვალიძე და ზვიად კორძაძე, ფეხბურთელები - ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ლექსო ინწკირველი, ზურაბ ხიზანიშვილი, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი.

11 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილიც შეუერთდა.

ანუ ევროპელთა გამოცდილება 18 წლის შემდეგ მაინც გავიზიარეთ. ამაზეა ნათქვამი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

კლუბებს ტრავმირებულთა მკურნალობაც არ სურთ

ბესარიონ აბაშიძე, "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელი:

- ეს არის საქართველოში დასაქმებული პროფესიონალი ფეხბურთელებისა და მოქმედი ადვოკატების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის უმთავრესი მიზანი ფეხბურთელის უფლებების დაცვაა.

ჩვენ გვაქვს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის, FIFPRO-ს მხარდაჭერა. გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ფეხბურთელს 14 წლის ასაკიდან.

- ორგანიზაციის ჩამოყალიბება რამ განაპირობა?

- სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთელების უფლებები ილახება მათი დამსაქმებელი კლუბებისა თუ სხვა პირთა მიერ, მაგრამ დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა კლუბები მოთამაშეებს კონტრაქტში არ უწერენ, რომ თავად კლუბები ვალდებულნი არიან, ფეხბურთელის ტრავმის შემთხვევაში ხარჯები საკუთარ თავზე აიღონ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მოთამაშეები სხვა პრობლემებსაც აწყდებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ფეხბურთელთა კანონიერი ინტერესების დაცვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე - კლუბებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობაში, სფფ-ში, ფიფა-უეფაში და ნებისმიერ სასამართლოსა თუ არბიტრაჟში.

ამავე დროს, გვსურს, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან და სფფ-სთან, რათა გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა დაიწყოს.

- რა სახსრებით იარსებებთ?

- ჯერ ჩვენი პირადი სახსრებით, რადგან გაწევრიანება ამ ეტაპზე უფასო იქნება. წლის ბოლოს კი დაფინანსების იმედი FIFPRO-დან გვაქვს.

- რაც შეეხება კონტრაქტის მინიმალურ მოთხოვნებს...

- აუცილებელია ფეხბურთში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრება. ამაში ფეხბურთის ფედერაციას, ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს ეკისრებათ დიდი როლი.

ფედერაცია კონტრაქტებს წაუკითხავად არეგისტრირებს. არადა, ფიფას აქვს გარკვეული სტანდარტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ჩვენ ფედერაციას სწორედ ამ სტანდარტების დამკვიდრებისკენ მოვუწოდებთ. სულ მცირე, კლუბმა მოთამაშის მკურნალობისა და სხვა ელემენტარული ხარჯი მაინც უნდა გასწიოს.

ამას გარდა, ფიფა ითხოვს, რომ კონტრაქტი, მინიმუმ, ერთწლიანი იყო. გადავხედოთ, რა ხდება ჩვენს ჩემპიონატში? ფეხბურთელთა უმრავლესობას ნახევარწლიანი ხელშეკრულება აქვს. გამოდის, რომ ფიფას მოთხოვნები საქართველოში უხეშად ირღვევა. მით უფრო, უხეშად ირღვევა ეს მოთხოვნები მაშინ, როცა კონტრაქტის დასრულებამდე კლუბი მოთამაშეს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას შანტაჟის გზით აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 200-ათასიანი ჯარიმით ემუქრება.

ამ სტანდარტის აღსრულება და კონტრაქტების შესაბამისობაში მოყვანა კლუბებს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მოსთხოვოს, თუ არა და, კონტრაქტი არ უნდა დაარეგისტრიროს.

გასაგებია, რომ არსებობს საფრთხე, ჩვენს წინააღმდეგ კლუბები გაერთიანდნენ, მაგრამ მოთამაშეთა გაწევრიანებას ამისთვის ვიწყებთ. ძალა ერთობაშია!

პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს

ზურაბ ხიზანიშვილი, "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელი:

- დაუშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა მოთამაშის უფლებები. ევროპაში არ ხდება ისეთი რამ, რაც მას "ზესტაფონსა" და ლვოვის "კარპატიში" დაემართა. ან ვის მოუვა თავში აზრად, ფეხბურთელი დააშანტაჟოს - 2 მილიონი მოიტანე და ტრანსფერს მოგცემო?!

ასეთი მცდელობა ინგლისში მქონდა, სადაც პროფკავშირის წევრი ვიყავი და საქმე იოლად მოვიგე. "პორტსმუთი" რომ გაკოტრდა, ფეხბურთელები კუთვნილ ხელფასებს ვერ იღებდნენ, მაგრამ სასამართლომ დავალიანების გასტუმრება გაკოტრებულ კლუბსაც მოსთხოვა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ანალოგიური ორგანიზაცია ქართულ ფეხბურთშიც დადებითი მოვლენა იქნება.

მურთაზ დაუშვილი, "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი:

- ხშირად ხდება, რომ კლუბი მოთამაშეს მკურნალობას არ უფინანსებს, რადგან გაუცნობიერებლობის გამო კაბალურ კონტრაქტებზე გვაწერინებენ ხელს. ასეა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე და მერე, როცა კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, აღმოაჩენს, რომ კონტრაქტი კლუბის სასარგებლოდ არის შედგენილი და ვერაფერს აკეთებს.

ამის გამო ძალიან ბევრი ფეხბურთელის კარიერას შეექმნა საფრთხე. ხშირად გაუგებრობას ის ქმნის, რომ არსებობს ორი კონტრაქტი და მერე რომლის მიხედვით გადაგიხდიან ფულს, ეს უკვე კლუბის წესიერებაზეა დამოკიდებული.

გული მწყდება, რომ "კარპატის" გამო ვერსად ვთამაშობ და ეროვნული ნაკრების ორი შეხვედრა გამოვტოვე. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება ძალიან გამიხარდა. ნეტავ, ცოტა ადრე მაინც შექმნილიყო, ასეთ პრობლემებს ხომ არ წავაწყდებოდი?!

ლექსო ინწკირველი, "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელი:

- საქართველოში არ მეგულება ფეხბურთელი, რომელსაც ცუდად შედგენილი კონტრაქტი არ ადარდებს. დარწმუნებული ვარ, ასოციაციაში ფეხბურთელთა დიდი ნაწილი გაწევრიანდება.

ამავე დროს, ჩვენი სურვილია, გარიგებულ მატჩებს რეალურად ვებრძოლოთ და არა - სიტყვებით, რაც ქართული ფეხბურთის სენად იქცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხარა
არაობიექტურ მსაჯებსაც უნდა ებრზოლოთ,მარტო გარიგებულ მატჩებს კი არა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ᓚიᓒᓘᓡ I ᓢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: XXVI ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘ ᓘᓬᓧᓔᓑᓐ!
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
კვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს
"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია
ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოც" დასაჯა და ქუთაისის "ტორპედოც"
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ქეცბაია წაუგებელი სერიისთვის და საბა ისევ გასატანად - ქართველების ორშაბათი
ქართველი ლეგიონერები წლის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან
ოქრიაშვილი 35 წლის ახალწვეულს მაისურს არ დაუთმობს - "აპოელი" გაძლიერდა
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...