"მილანის" თავკაცი, სავარაუდოდ, ანდრეა პოლის შეუცვლის პოზიციას და დროებით მას დაცვის ფლანგზე გაამწესებს

"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ძირითადი შემადგენლობის ორივე ფლანგის მცველი ჰყავს დაშავებული...

დიახ, ინაციო აბატეს და მატია დე შილიოს ტრავმები აქვთ და ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაუბრუნდებიან მოედანს. ერთი ცხადია, სერია A-ს მესამე ტურს ორივე მათგანი გამოტოვებს და მწვრთნელსაც მათი შემცვლელების შერჩევა მოუწევს.

ერთს კიდევ ეშველებოდა და აი, ორივეს შეცვლა მეტად რთული ამბავია, მით უმეტეს, ექსპერტთა მოსაზრებით, "როსონერის" ყველაზე მეტად სწორედ უკანა ხაზში უჭირს.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრი ანდრეა პოლის შეუცვლის პოზიციას და დროებით მას დაცვის ფლანგზე გაამწესებს. პოლი ნომინალური ნახევარმცველია და მართალია, შეტევების ჩაშლა მისი უშუალო მოვალეობაა, დაცვაში აქამდე არასდროს უთამაშია.

ამ თემაზე კომენტარი თავად პოლიმ გააკეთა და პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ალეგრი მისი დაცვაში გამწესების ვარიანტს განიხილავს:

"აბატემ და დე შილიომ ერთად მიიღეს ტრავმები და ალეგრის ექსპერიმენტების ჩატარება მოუწევს. დასამალი არაა, რომ ჩემი დაცვაში დაწევის ვარიანტი განიხილება და დიდია შანსი, უახლოეს უქმეებზე ახალ ამპლუაში მიხილოთ. მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შევასრულო და გუნდს იქ გამოვადგე, სადაც დავჭირდები".

ბოლოს დავძინოთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მესამე ტურში "მილანი" "ტორინოს" ესტუმრება. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, დაცვის მარჯვენა ფრთაზე ანდრეა პოლი გაირჯება, მარცხენა ფლანგს კი ურბი ემანუელსონი გაამაგრებს.

ცენტრში, სავარაუდოდ, ფილიპ მექსეს და კრისტიან საპატას ვიხილავთ. ამ ყველაფერმა კი "როსონერის" გამოცდილი მცველი კრისტიან ძაკარდო აღაშფოთა, რაც არაა გასაკვირი...

ალეგრი ძაკარდოს საერთოდ არ სწყალობს, ასეთ რთულ ვითარებაშიც კი - კრისტიანმა დაიჩივლა, "მილანში" არ მენდობიან და ზამთარში გუნდი უნდა შევიცვალოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"სკუადრა აძურამ" სან მარინოსთან წაივარჯიშა
იძულებითი ცვლილებები "სკუადრა აძურაში"
მილანი-ატლეტიკო. გამოხმაურება: მილანური ოპტიმიზმი
დიდი მკერდი, დევნა და ბლომად ფული - "მილანი" იაპონურ საბურავებს არეკლამებს [VIDEO]
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
ანდრეა პოლი "მილანში" გადადის
ომი და მშვიდობა "სან სიროზე": გერმანიისთვის იტალია აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება [VIDEO]