შედეგიანი გადაცემების მიხედვით, ცინცაძე ევრობასკეტის მონაწილე 24 გუნდის კალათბურთელთა შორის მეორეა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელთაგან რამდენიმე ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას უკლუბოდ იყო, მათ შორის, პლეიმეიქერი გიორგი ცინცაძე, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ციკლი ჰქონდა.

თავად განსაჯეთ: საშუალოდ 14.4 ქულასა და 6.8 პასს აგროვებდა. შედეგიანი გადაცემების მიხედვით, "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) ევრობასკეტის მონაწილე 24 გუნდის კალათბურთელთა შორის მეორეა და ნაკლებად სავარაუდოა, შეჯიბრების დასრულებამდე ვინმემ გადაასწროს.

პასებში პირველია გერმანელი შაფარციკი, საშუალოდ 6.8.

ცინცაძე შარშან უკრაინულ "ბუდიველნიკში" გამოდიოდა, თუმცა ახალი სეზონისთვის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა აღარ დაუძახა. არადა, გიორგი გუნდის ლიდერი იყო და დიდი როლი ითამაშა "ბუდიველნიკის" გაჩემპიონებაში. წლეულს ეს კლუბი ევროლიგაში თამაშობს და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ცინცაძე დიდად დაეხმარებოდა, მაგრამ...

როგორც თავად გიორგიმ გვითხრა, ახლოსაა "დონეცკში" გადასვლასთან. შესაბამისად, ქართველ გამთამაშებელს წლეულს კიდევ მიეცემა "ბუდიველნიკის" მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება.

"დონეცკელი ვეფხვები" უკრაინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში პირველობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ და წლეულს ძველი პოზიციების დაბრუნებას აპირებენ. უკრაინის ჩემპიონატის ახალი წესების თანახმად, თუ რომელიმე გუნდი "ვითიბი ლიგაზე" თამაშს გადაწყვეტს, ევროთასებზე გამოსვლის უფლება აღარ აქვს. "დონეცკი" სწორედ "ვითიბიზე" იასპარეზებს, რაც ცინცაძისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ "ბუ" დონეცკურ კლუბში 2009-10 წლებშიც თამაშობდა: "ვეფხვებში" დეკემბერში ჩაირიცხა და იანვარში გუნდს დაემშვიდობა. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც ბიუჯეტის სეკვესტრის მომიზეზებით ყველა ლეგიონერი დაითხოვეს.

ევროჩელენჯის გათამაშებაში "დონეცკის" მაისურით ცინცაძე საშუალოდ 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
უკეთეს გუნდში გადავა დიდი იმედი მაქ იმსახურებს ძალიან დინჯი და კლასნი გამთამაშებელია რაც დაამტკიცა ამ ევროპაზე დიდი იმედი მაქ ბევრად უკეთეს გუნდში გადავა
vaxvax
სად იყურებიან ევროპელები."ბუ"-მ ევრობასკეტზე ძალიან კარგი კუთხით წარმოაჩინა თავი,მაგრამ ქართველები მუდამ უპატრონოები არიან.ეს ბიჭი არ გააფუჭონ "ჭ'კლასის გუნდებში და ლიგებში ნარბენი.
ზურა
უკეთესი გუნდი შეიძლებოდა. გიო აშკარად უფრო ძლიერ გუნდში თამაშს იმსახურებს.
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია