ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უბრალოდ საუკეთესო ფლოიდ მეივეზერი

უბრალოდ საუკეთესო ფლოიდ მეივეზერი

ფლოიდ მეივეზერმა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე გამოიმუშავა 42 მილიონი
წლის მთავარ საკრივო ორთაბრძოლაში 36 წლის ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა (44-0-0, 26KO) ქულებით დაამარცხა თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოკრივე - მექსიკელი საულ ალვარესი (42-0-1, 30KO). ბრძოლა ლას ვეგასის ლეგენდარულ MGM Grand-ში გაიმართა.

პრაქტიკულად, მთელი ამერიკა ემზადებოდა ამ შეხვედრის სანახავად, ტრიბუნებზე კი სპორტისა და კინოს უდიდესი ვარსკვლავები ვიხილეთ - მაიკლ ფელპსი, მეჯიქ ჯონსონი, უეინ გრეტცკი, ჯეკ ნიკოლსონი, დენზელ ვაშინგტონი... ხოლო თინეიჯერების კერპმა ჯასტინ ბიბერმა რინგზე გაიყვანა მეივეზერი.

უნდა აღინიშნოს, რომ აწონვაზე ალვარესი მეივეზერზე ფუნტნახევრით (152 150.5-ის წინააღმდეგ) მძიმე აღმოჩნდა და სპეციალისტები ამ ფაქტორს მექსიკელის მთავარ უპირატესობად ასახელებდნენ. და მაინც, ფავორიტად ერთხმად აღიარებდნენ მეივეზერს და თუ ალვარესი იმ დღეს კრივის ახალი ისტორიის შექმნას აპირებდა, ამისთვის მას ნამდვილი გმირობის ჩადენა მართებდა.

ბრძოლა

მექსიკელი თავიდანვე თავქუდმოგლეჯილი არ წავიდა წინ და საწყის რაუნდებში ფრთხილ, მაგრამ აგრესიულ დაზვერვას ატარებდა. ამასთან, ერთ ადგილზე მყარად იდგა და უკან ერთი ნაბიჯითაც არ იხევდა. მეივეზერისგან კი დებიუტში საერთოდ არავინ ელოდა განსაკუთრებულ აქტიურობას: ხანგრძლივი დაზვერვა და ტემპის თანდათან მომატება - ამერიკის ჩვეულებრივი სტილია.

მხოლოდ მესამე რაუნდის შუა ნაწილიდან გაუშინაურდა მეივეზერი რინგსა და მეტოქეს. მართალია, ალვარესის მწვანე ხელთათმანებს პერიოდულად ვხედავდით ფლოიდის სახესთან ახლოს, მაგრამ ეს ამერიკელს არანაირ ზიანს არ აყენებდა. მექსიკელი მოწინააღმდეგეს, ძირითადად, მხრებსა და ბიცეპსებში ახვედრებდა და იშვიათად, ნიკაპში.

მეხუთე რაუნდში ალვარესის "ორმაგი" მიზანს აცდა, მეივეზერის საპასუხო დარტყმა კი ზუსტად ცხვირში მოხვდა მექსიკელს. მეშვიდე რაუნდში მაყურებელმა იხილა დარტყმების მოულოდნელი გაცვლა, მაგრამ უფრო ზუსტი და აქცენტირებული შეტევები ამერიკელს ჰქონდა. ფლოიდის ტაქტიკა ასეთი იყო - ორი-სამი ზუსტი დარტყმა და უკან დახევა.

რაღაც მომენტში ალვარესი ბაგირებთან დადგა და მეტოქის ახლო ბრძოლაში შეტყუება სცადა, მაგრამ ვერც ამ დროს მიაღწია წარმატებას. ფლოიდის უპირატესობა სისწრაფესა და ტექნიკაში ბრძოლის ნებისმიერ მონაკვეთში იგრძნობოდა. ცხადი გახდა, რომ მექსიკელს დამარცხებისგან მხოლოდ ერთი შემთხვევითი ნოკაუტის მომტანი დარტყმა გადაარჩენდა და ისიც რისკზე წავიდა.

ბოლო სამწუთეულის განმავლობაში ალვარესი ჯიუტად ცდილობდა დამაგვირგვინებელი დარტყმის შესრულებას, მაგრამ მას ძალები ეცლებოდა, მეივეზერს კი გამოცდილება ეხმარებოდა, თავიდან აეცილებინა ნებისმიერი სერიოზული საფრთხე. ფლოიდმა დაადასტურა თავისი ძველი სტატუსი - მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე ყველა წონით კატეგორიაში კვლავაც დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე.

ორი მსაჯის გადაწყვეტილებით, მან დაამარცხა ალვარესი - 116:112, 117:111, მესამე არბიტრმა კი მოულოდნელად ფრე დააფიქსირა - 114:114.

ბრძოლის შემდეგ

ასე რომ, მეივეზერმა გააერთიანა პირველ საშუალო წონაში WBC-ისა და WBA-ს ტიტულები, ალვარესმა კი პირველი მარცხი იწვნია პროფესიულ რინგზე. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ფლოიდმა შეაქო მოწინააღმდეგე და მადლობა გადაუხადა თავის მამასა და მწვრთნელს, რომლის შეგირდი კვლავ გახდა გერეროსთან წინა ბრძოლის წინ.

"კანელო - ახალგაზრდა და ძლიერი ჩემპიონია. ქედს ვიხრი მის და მთელი მექსიკის წინაშე. ის ნამდვილი ჩემპიონია, რომელსაც დიდი გული აქვს. ალვარესი ახალგაზრდაა და ისევ დაბრუნდება. უკვე 17 წელია, რინგზე ვარ და კვლავაც ყველას ვჯობივარ.

მინდა მადლობა გადავუხადო მამაჩემს. მან მითხრა, რომ სასტარტო რაუნდებში შებოჭილი ვიყავი და ის მართალი იყო. ყურადღებით ვუსმენდი მას რაუნდებს შორის შესვენებისას. მამაჩემმა ბრძოლისთვის ბრწყინვალე გეგმა შეადგინა; მე, უბრალოდ, გავედი რინგზე და ჩემი სამუშაო შევასრულე", - განაცხადა ჩემპიონმა.

ალვარესმა კი აღიარა თავისი დამარცხება. მან აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა მეტოქის უპირატესობა იყო სისწრაფეში. "ჩემი ჯიუტი მცდელობის მიუხედავად, მე, უბრალოდ, ვერ ვეწეოდი მას. ის მოუხელთებელი იყო. არ ვიცოდით, როგორ გამოგვეჭირა რინგზე. ყველაფერი მარტივია. ფლოიდი ბრწყინვალე მოკრივეა", - თქვა მექსიკელმა.

ახლა მეივეზერი, რომელმაც ამ ბრძოლისთვის 41.5 მილიონი დოლარი მიიღო, ახალ მოწინააღმდეგეს აირჩევს მორიგი ბრძოლისთვის. სავარაუდო მეტოქეებს შორის ფიგურირებენ პუერტორიკოელი დენი გარსია და მექსიკელი კარლოს მოლინა, რომლებმაც იმავე საღამოს მოიპოვეს თავიანთ ბრძოლებში გამარჯვებები. ასევე, სახელდებიან ბრიტანელი ამირ ჰანი, ამერიკელები - დევონ ალექსანდერი და ტიმოტი ბრედლი, მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი...

თუმცა კრივის მოყვარულთა უმრავლესობისთვის კვლავაც ყველაზე სასურველი ვარიანტია რინგზე ფლოიდ მეივეზერისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს დაპირისპირების ხილვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფლოიდ მეივეზერმა მეტოქე დაასახელა

• ბ.ჩხაიძე

ხომ არ იცით შემთხვევით რომელ საათზე იქნება პირდაპირი ეთერი?

• Prince

საულ ალვარესი ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ მაგ ბრძოლისტვის მზად არ იყო ის მომავალი ლეგენდაა

• veteran-s

აბსოლუტურად გეთანხმები.სამცუხაროდ კრივი საქართველოში ერთ ადგილზეა გაყინული.ვეღარანაირ კონკურენციას ვერ ვუწევთ ნორმალურ მოკრივეებს.ამაში ლომის წილი მედიას და ჯურნალისტებსაც მიუძღვით,რომლებიც ნაკლებად ეწევიან კრივის პოპულარიზაციას ამ ვაჯკაცური სპორტში მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვით

• ვეტერანი

მეივეზერი საუკეთესო მოკრივეა.. რასაც ქვია მოკრივე და არა მოჩხუბარი.. ცუდია რომ საქართველოში კრივი არ არის პოპულარული და არც შუქდება ისეთი მოვლენა როგორიც მეივეზერის გამოსვლაა რინგზე. ეს იმ დროს როდესაც ჩვენი მეზობლები, რუსები, აზერბაიჯანელები და განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ახალგაზრდებში გააღვივონ ინტერესი და შეაყვარონ არამარტო კრივი არამედ სხვა სახეობებიც(ჭიდაობა, ბრძოლა წესების გარეშე).. ტვ. მედია აქტრიურად უნდა იყოს დაკავებული საქართველოში ამ ვაჟკაცური სპორტული სახეობის პოპულარიზაციით და შირად უნდა გადიოდეს გადაცემები დიდ სპორტსმენებზე რომლებიც ლეგენდად დარჩნენ ისტორიაში. ამას წინათ დაღესტნელი მოკრივის ინტერვიუს მოვუსმინე და ამბობდა რომ მის ქალაქში ყველა ახალგაზრდა კრივით და ჭიდაობით არის დაკავებული და უდიდესი კონკურენციაა.. მოკლედ წყლის ნაყვაა ჩემგან ამ თემაზე საუბარი მაგრამ მალე შედეგები უარესი რო გვექნება მერე გვიანი იქნება ჩვენთვის.. უკვე გვიანიც არის.. რუსეთის ერთმა გუნდმა(მმა-ში-ბრძოლა წესების გარეშე)რომელთა უმეტესობას სწორედ დაღესტნელები და ჩეჩნები წარმოადგენდნენ თბილისში სპორტის სასახლეში სამარცხვინოდ გაგვილახა ჩვენი საუკეთესო მოჩუბრები.. ჩვენებმა ერთი შხვედრაც ვერ მოიგეს.. და ეს იმიტომ რომ ძლიან ცოტა ვარჯიშობს და კონკურენცია საერთოდ არ არის.. ისე ცნობისთვის: მეივეზერმა ამ ორთაბრძოლაში 41 მილიონზე გაცილებით მეტი გამოიმუშავა.. 41.5 მილიონი ეს შოუტაიმის მიერ გაარანტირებული თანხა იყო რასაც პპვ-ს გაყიდვის რაოდენობის ფულიც დაემატება რაც კიდევ +10-15 მილიონია.. შეიძლება მეტიც..

• ბესო

დიდი მადლობა ამ მიმოხილვისთვის. მოხარული ვარ რო ესეთ დიდ მოვლენას კრივში, გვერდი არ აუარეთ. იმედია ბოლოს და ბოლოს შედგება ფლოიდის და პაკიაოს ორთაბრძოლა და ჩვენ ვიხილავთ თანამედროვეობის მეგა ჩხუბს

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ტაისონ ფიური ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა

კრივის ყველაზე მსხვილი ვარსკვლავი დათმობაზე მიდის და მაყურებლის გარეშე იჩხუბებს

ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]

ოფიციალურად: კანელო და გოლოვკინი მესამედ იბრძოლებენ

UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია

მექსიკური ნოკაუტი: ალვარესმა ხანი ერთი დარტყმით დასცა

ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან

ლა ლიგა. XXVI ტური: "ლევანტემ" ვალენსიაში "ეიბარი" დაამარცხა

საშუალო წონა საულ ალვარესისაა

კლიჩკოების ფიცი: ვლადიმერი წააგებს? ვიტალი რევანშს აიღებს

"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი

"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?

ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?

ᓕᓚᓐᓓᓘᓛᓘᓠ ᓙᓚᓘᓩᓙᓝ ᓢᓧᓣᓞᓡ ᓔᓚᓝᓓᓔᓑᓐ

Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა