რით გამოირჩევა ლუის გუსტავო სხვებისგან?
კვირის დღევანდელ სტატისტიკურ მიმოხილვაში მუნირ ელ ჰამდაუის და ჟოს ჰეთ თრიქზე, ლუის გუსტავოს ზედიზედ ორ გაძევებაზე, "ალ აჰლის" წარმატებასა და ლიეჟის "სტანდარდის" მშრალ სერიაზე ვისაუბრებთ...

512 - წუთის განმავლობაში არ უშვებდა გოლს ლიეჟის "სტანდარდი", სანამ კვირას, "ოსტენდესთან" შეხვედრის მე-12 წუთზე, ლორან დეპუატრმა ეიჯი კავაშიმას კარი არ აიღო. "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონატის პირველ 6 შეხვედრაში შეძლეს კარის მშრალად შენახვა და საკუთარ კარში პირველი ბურთი მხოლოდ მეშვიდე მატჩში მიიღეს. მიუხედავად ამ გაშვებული გოლისა, "სტანდარდმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 4:2 მოუგო და ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის გმირი გახდა 19 წლის მიჩი ბაჩუაი, რომელმაც პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

16 - მატჩიანი წაუგებელი სერია კაიროს დერბიში - "ალ აჰლიმ" ყველაზე საძულველი მეტოქე, "ზამალეკი" კიდევ ერთხელ დაამარცხა და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა. ეგვიპტის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მხრიდან გოლები ვალიდ სოლიმანმა, აჰმედ აბდელ ზაჰერმა, მოჰამედ აბუტრიკამ და აჰმედ ფათჰიმ გაიტანეს, მათმა გუნდმა კი 4:2 მოიგო. ნახევარფინალში ასევე გავიდა "ესპერანსი", რომელიც ტურნირის ამ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ აღმოჩნდა. ტუნისელების გარდა, მსგავსი მიღწევით მხოლოდ ერთ გუნდს, სწორედ "ალ აჰლის" შეუძლია, რომ იამაყოს - XX საუკუნის აფრიკის საუკეთესო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში 2005-08 წლებში ითამაშა.

6 - წუთი დასჭირდა ჟოს იმისთვის, რომ ამ კვირის ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქი შეესრულებინა, მისმა "ატლეტიკო მინეირომ" კი "კორიტიბას" 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს საშინაო ჩემპიონატში გოლი 11 თვის (!) განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი - უკანასკნელად "ბრაზილეირაოში" ჟომ "ფლუმენენსეს" კარი დალაშქრა, ეს მატჩი კი 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა. ბუნებრივია, რომ ეს გოლები 26 წლის ფორვარდისთვის წლევანდელ სერია A-ში პირველი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაჰქონდა, ჟოზე აუგს მაინც ვერავინ იტყვის. გასაგები მიზეზების გამო სერია A-ს სტარტზე ფორვარდი ლიბერტადორესის თასზე იყო გადართული, სადაც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მიიღო, შემდეგ კი კონფედერაციათა თასზე ითამაშა და ორი გოლი ამ ტურნირზეც გაიტანა. "კორიტიბასთან" მატჩამდე კი "ატლეტიკოს" ფორვარდმა ბრაზილიის ნაკრების ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა (ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან) და თავი ორივე შეხვედრაში გამოიჩინა - ავსტრალიასთან დუბლი შეასრულა, პორტუგალიას კი ერთი გოლი გაუტანა.

3 - გოლი გაიტანა მუნირ ელ ჰამდაუიმ "მალაგას" და "რაიო ვალეკანოს" შეხვედრაში და ბოლო 10 წლის განმავლობაში გახდა ანდალუსიური კლუბის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. ბოლოს "მალაგას" რიგებში ერთ შეხვედრაში სამი გოლი 2003 წელს სალვა ბალესტამ გაიტანა, როდესაც მისმა გუნდმა "ბარსელონას" უმასპინძლა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა - 5:1.

საბოლოოდ, "მალაგამ" "რაიოს" 5:0 მოუგო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ანდალუსიელები 8 ქულით ჩამორჩებიან ლიგის თანალიდერ მადრიდის "ატლეტიკოს", რომელმაც სეზონის პირველ ოთხ შეხვედრაში იმარჯვა. ასეთი წარმატებული სტარტი "როხიბლანკოს" ბოლოს 1995/96 წლების სეზონში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ იმ სეზონში "ატლეტიკომ" უკანასკნელად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, რასაც ესპანეთის თასიც მიაყოლა.

2 - წითელი ბარათი პირველ სამ შეხვედრაში - ლუის გუსტავოს "ვოლფსბურგში" არც ისე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა, არადა, "მგლების" რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ბრაზილიელმა გოლი გაიტანა, თუმცა მომდევნო მატჩში უკვე წითელი ბარათი მიიღო. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული 26 წლის ნახევარმცველი კიდევ ერთხელ გააძევეს - ამჯერად ლევერკუზენის "ბაიერთან", რომელთანაც მისმა გუნდმა 1:3 წააგო. საინტერესოა, რომ ლუის გუსტავოს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, სადაც 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, წითელი ბარათი ერთხელაც არ მიუღია.

მანუელ ნოიერმა კი ბუნდესლიგაში მე-100 მშრალი მატჩი ჩაატარა, მისმა "ბაიერნმა" კი "ჰანოვერს" 2:0 მოუგო. "რეკორდმაისტერის" 27 წლის მეკარე ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერია, რომელმაც მსგავს ნიშნულს მიაღწია.

"ბაიერნი" ორი ქულით ჩამორჩება დორტმუნდის "ბორუსიას". იურგენ კლოპის გუნდმა საწყის ხუთ ტურში იმარჯვა და ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: რეკორდები ბრაზილიისკენ მიმავალ გზაზე

[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ბრაზილია-პორტუგალია 3:1- ნეიმარის სოლო-გასროლა [VIDEO]
საფრანგეთი-ბრაზილია 1:3 - გასეირნება "სტად დე პრენსზე" [VIDEO]
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
ბრაზილიელთა დამაჯერებელი სტარტი
გერმანიის თასი. ფინალი: კლოპის ნაღვლიანი დასასრული [VIDEO]
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ VS ᓙᓝᓚᓣᓛᓑᓘᓐ - ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓬᓐᓠᓛᓝᓣᓓᓒᓔᓜᓔᓚᓘ...
რონალდინიოს ტიტული უნდა
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ᓙᓐᓛᓔᓠᓣᓜᓘ-ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐ 1:4 - ᓜᓔᓘᓛᓐᓠᓘᓡ ᓛᓔᓝᓠᓔ ᓓᓣᓑᓚᓘ [VIDEO]
ᓐᓠᓡᓔᓜ ᓕᓔᓜᓒᓔᓠᓘᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ ᓡᓐᓢᓠᓐᓜᓡᓤᓔᓠᓝ ᓡᓘᓐ
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
გერმანიის თასის ფინალი: იურგენ კლოპის ნაღვლიანი დამშვიდობება "დორტმუნდთან"
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია