"ბარსელონა" ბოლო პერიოდში საშინელ ფორმაში მყოფ "რაიო ვალეკანოს" ხვდება, "რეალი" კი "ხეტაფეს" მასპინძლობს
ლა ლიგის მე-5 ტურში "ბარსელონა" ბოლო პერიოდში საშინელ ფორმაში მყოფ "რაიო ვალეკანოს" ხვდება, "რეალი" კი "ხეტაფეს" მასპინძლობს.

ესპანური ფეხბურთის ორივე გრანდი წყვილის აშკარად გამოკვეთილი ფავორიტია, ამიტომ, ამ ტურის ცენტრალურ შეხვედრად კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება მივიჩნიეთ...

ემერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

კი, გასაკვირია, რომ ცენტრალურად მე-16 და მე-19 ადგილზე მყოფი გუნდების მატჩი მიგვაჩნია, მაგრამ "ვალენსიას" და "სევილიას" ასეთი მძიმე მდგომარეობა მათ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

მიროსლავ ჯუკიჩის გუნდმა ჩემპიონატი მოგებით კი დაიწყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული "ღამურებმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგეს, მათ შორის ევროპალიგაზე "სუონსისთან" (0:3). ამ ყველაფრის გამო, "ვალენსიას" ყოფილი მცველი სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა და პრესაში უკვე მის შესაძლო გადაყენებაზეც დაიწყეს საუბარი.

5 ოფიციალური მატჩი: 1 მოგება, 4 წაგება, ბურთების სხვაობა: 5-12 - "ვალენსიას" დონის გუნდისთვის ნამდვილად კატასტროფული შედეგია.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია "სევილია", რომელსაც ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია და ორი ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ანდალუსიელებმა ხასიათი ევროპალიგაზე გამოიკეთეს, სადაც "ეშტორილს" 2:1 სძლიეს და ამ ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს.

წინა ტურში "სევილია" "კამპ ნოუდან" ქულის წაღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ უიღბლობის და არბიტრის შეცდომების გამო, ბარსელონა წაგებულმა დატოვა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება წინა სეზონის უკანასკნელ ტურში გაიმართა და ის შეხვედრა "სევილიამ" 4:3 მოიგო, რის გამოც, "ღამურები" მე-5 ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ.

საერთოდ, ბოლო 10 სეზონის განმავლობაში "ვალენსიამ" ხვალინდელ მეტოქესთან 12 მატჩი წააგო და აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ამაზე მეტი შეხვედრა ვალენსიელებს არავისთან წაუგიათ, მათ შორის არც "ბარსელონასთან" და არც "რეალთან"...

უნაი ემერი მეტოქეს ძალიან კარგად კი იცნობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ "სევილიას" პრიმერაში გასვლაზე უკვე ძალიან დიდი ხანია, კერძოდ, ბოლო 18 მატჩია, არ მოუგია (6 ფრე და 12 მარცხი). ჯუკიჩის შესაძლო გაგდებაზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ იგივე ემუქრება ბასკსაც, რადგან ზღვარი ხოსე მარია დელ ნიდოს მოთმინებასაც აქვს.

მოკლედ, "მესტალიაზე" მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახის მომსწრენი უნდა გავხდეთ, სადაც მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მწვრთნელის თავიც გაგორდეს.

რონალდოს საყვარელი მეტოქე

კრიშტიანო რონალდო თავის საყვარელ მეტოქეს ხვდება - ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი პორტუგალიელმა სწორედ "ხეტაფეს" გაუტანა, კერძოდ 11.

რონალდომ სამშაბათს ჰეთთრიქი შეასრულა და ის კარგ ხასიათზეა, ისევე როგორც მთელი "სამეფო კლუბი", რომელმაც "გალათასარაი" მიწასთან გაასწორა (6:1) და მართლაც შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

"ხეტაფესთან" "რეალს" "ბერნაბეუზე" გამართული ბოლო ხუთი მატჩი აქვს მოგებული, თანაც ამ შეხვედრებში მადრიდელები თანაქალაქელთა კარში მინიმუმ ოთხ გოლს იტანდნენ.

კარლო ანჩელოტის კვლავ არ ეყოლება მარსელო და ფაბიო კოენტრაო. მართალია, ამ უკანასკნელმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ სათამაშოდ მზად არ უნდა იყოს. ამის გამო, მარცხენა მცველის პოზიციაზე ისევ ახალგაზრდა ნაჩო უნდა ვიხილოთ.

"ბარსა" მადრიდში

საშინელ ფორმაში მყოფი "რაიო ვალეკანო", რომელმაც მიჯრით სამი თამაში წააგო და ამ შეხვედრებში 12 გოლი გაუშვა, "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ამ გუნდებს შორის მადრიდში გამართული ბოლო ორი მატჩი კატალონიელებმა გამანადგურებელი ანგარიშებით მოიგეს. წინა სეზონში "ბარსამ" 5:0 იმარჯვა, იმის წინ კი "რაიოს" ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა - 7:0. თუ გუნდების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ სტუმრებმა კვლავ დიდი ანგარიშით მოიგონ.

პაკო ხემესს დისკვალიფიცირებული ლასინა ბანგურა არ ეყოლება. ასევე, საეჭვოა ტრავმირებული ნერი კასტილიოს თამაში, სამაგიეროდ გადაწყვეტილია, რომ გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარებიან ხუან კარლოსი და კატალონიური გუნდის აღზრდილი, ერთ დროს უნიჭიერეს ფეხბურთელად მიჩნეული იაგო ფალკე.

კატალონიური-ბასკური დაპირისპირება

ტურის უკანასკნელი მატჩი კი კატალონიის დედაქალაქში გაიმართება, სადაც სტუმრად ბილბაოს "ატლეტიკი" ჩავა.

ორივე გუნდმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო - ერნესტო ვალვერდეს კრებულმა მხოლოდ მადრიდის "რეალთან" წააგო, წინა ტურში კი ახალ "სან მამესზე" პირველი მატჩი ჩაატარა და "სელტას" 3:2 მოუგო; ხავიერ აგირეს "ესპანიოლს" კი ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და ჯერ კიდევ დაუმარცხებელია.

ბასკებს კატალონიაში თამაში ძალიან უჭირთ - "ესპანიოლთან" გასვლაზე ბილბაოელებმა ბოლოს 1998 წელს იმარჯვეს. მაშინ, შეხვედრის ერთადერთი გოლი ხულენ გეგერომ გაიტანა, რომელმაც საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. იქიდან მოყოლებული, "მონჟუიკსა" და "კორნელია ელ პრატზე" გამართული 15 მატჩიდან "ბილბაომ" 10 წააგო და მხოლოდ 5 დაასრულა ფრედ.

ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური

ოსასუნა-ელჩე 2:1

21 სექტემბერი

სოსიედადი-მალაგა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იფრანი - ველიგტონი

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +13 =5 -6 (44:32)

ალმერია-ლევანტე 20:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ელ ჟარი, რუბენ გარსია, ლელი (სამივე "ლევანტე")

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +4 =3 -7 (20:22)

ვალეკანო-ბარსელონა 22:00

დისკვალიფიკაცია: ბანგურა (ვალ)

ტრავმა: იაგო ფალკე, ნ. კასტილიო, ხოსე კარლოსი - აფელაი, კუენკა, პუიოლი, ალბა

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +3 =4 -11 (15:48)

ვალიადოლიდი-ატლეტიკო 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +8 =4 -16 (28:57)

22 სექტემბერი

ვალენსია-სევილია 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პიატი - პეროტი, ფასიო, პარეხა, კარიკო, ჩერიშევი, რეიესი, სისინიო

სავარაუდო შემადგენლობა:

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, მატიო - ხავი ფუეგო, მიჩელი - პაბონი, ბანეგა, კანალესი - პაკო ალკასერი

სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, კალა, ფ. ნავარო, ა. მორენო - მბია, კრისტოფორო - მარინი, რაკიტიჩი, ვიტოლო - გამეირო

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +18 =5 -16 (50:44)

ბეტისი-გრანადა 14:00

დისკვალიფიკაცია: იგალო (გრან)

ტრავმა: ედერ ვილარჩაო - პიტი, ბრაჰიმი

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +4 =0 -3 (14:11)

სელტა-ვილიარეალი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრონ-დელი, ლორკა, ბერმეხო - ფარინოსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +8 =4 -4 (22:19)

რეალი-ხეტაფე 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფ. კოენტრაო, მარსელო, ჩაბი ალონსო, ვარანი

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +11 =2 -5 (34:19)

23 სექტემბერი

ესპანიოლი-ბილბაო 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიქტორ ალვარესი - კიკე სოლა, ეკისა

ურთიერთშეხვედრები

სულ 40 თამაში: +16 =14 -10 (61:47)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 6 - მესი (ბარსელონა); 4 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), როდრი (ალმერია); 3 - ისკო (რეალი), ჯოვანო დოს სანტოსი (ვილიარეალი), რაულ გარსია (ატლეტიკო), ელდერ პოშტიგა (ვალენსია), ელ ჰამდაუი (მალაგა), შარლესი (სელტა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
"ლეგანესის" მწვრთნელი მესიზე: ეგ არამზადა 10-დან 11-ს გაგიტანს და გაგექცევა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: უკომპრომისო ტური
ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა
"ვალენსიას" არგენტინელი გაწვრთნის?
ემერი "ბაიერნის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
ერნესტო ვალვერდე: პრემიერლიგა? ავსტრალია მირჩევნია
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"ეს ბარბაროსობაა!" - აგირე მუნდიალის 6 ქვეყანაში ჩატარების შესახებ
ვალვერდეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
ხუან ანტონიო პიცი "ვალენსიას" ახალი თავკაცია
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
ჩისკო და სხვები საბრალდებო სკამზე - ესპანეთში ისტორიული პროცესი იწყება
"ალავესმა" მწვრთნელი ვერაფრით იშოვა
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]
[VIDEO] "ასტონ ვილას" ფანტასტიკური სერია - ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება...
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
1914 წლის შედეგი გაიმეორეს - "ასტონ ვილა" 10 მატჩია ვერავინ აჩერებს
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება