ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია

ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია

25 სექტემბერს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მწვრთნელთა ცვლილებების შესახებ განაცხადა

25 სექტემბერს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მწვრთნელთა ცვლილებების შესახებ განაცხადა!

მას არ დაუმალავს უკმაყოფილება ბუდაპეშტში განცდილი მარცხის გამო, სადაც ჩვენმა სრულად დაკომპლექტებულმა ორმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვა - მას თავისუფალ ჭიდაობაში მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.

14 კაციდან ერთი მედალი საკმარისზე მეტი მიზეზია განგაშის ზარების შემოსაკრავად და კურტანიძემაც შემოჰკრა...

მისი თქმით, 15 ნოემბერს მწვრთნელებთან საბოლოო საუბარი ექნება, რის შემდეგაც პრეზიდიუმს განსახილველად წარუდგენენ ახალ სამწვრთნელო შტაბს.

ოღონდ ისიც დასძინა, რომ ის გუნდი უკვე ოლიმპიადამდე გააგრძელებს მუშაობას და თამაშებამდე რეფორმები აღარ მოხდება.

ამით მწვრთნელებიც დაცულად იგრძნობენ თავს და არ ექნებათ შიში, რომ პირველივე წაფორხილება გადადგომად დაუჯდებათ.

კურტანიძემ სხვა მოსალოდნელი სიახლეებიც გაამხილა - ჩამოჰყავთ გერმანელი ფიზმომზადების მწვრთნელები, რომლებიც უკვე დეკემბერში გასამართ საქართველოს ჩემპიონატს დაესწრებიან და პრაქტიკულადაც შეუდგებიან მუშაობას.

მან პრესკონფერენციის დასასრულს, კერძო საუბარში ისიც თქვა, რომ ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოეთში წასულ ერთ-ერთ ქართველ მწვრთნელთან, თუმცა ვინაობა არ დაგვისახელა.

კურტანიძემ ბუდაპეშტში ჩვენი ორი ნაკრების გამოსვლა სხვადასხვაგვარად შეაფასა - ლიდერებით დაკომპლექტებული "თავისუფლებისგან" თურმე ბევრად მეტს, 4-5 მედალს მოელოდა და მათით უკმაყოფილოა, ხოლო "ბერძენ-რომაელებში", სადაც "მომავლის გუნდს" აშენებენ, ძირითადად, დებიუტანტები ჰყავდათ წაყვანილი გამოცდილების მისაღებად და ამ მხრივ მისია შესრულებულია.

კურტანიძის თქმით, მათ დაგვანახვეს, რომ მომავალ ოლიმპიადაზე სტაბილური და ძლიერი გუნდი გვეყოლება.

აქვე დავამატებთ, რომ "თავისუფლების" შემთხვევაში უკმაყოფილება მიმართულია მწვრთნელების და არა სპორტსმენების მისამართით, რადგან, პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, დამრიგებლებმა არათუ ვერ შეასრულეს მითითებები, საწვრთნელ პროცესში შეცდომები დაუშვეს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოლიმპიადის წინაც - სალიცენზიო სეზონშიც და უშუალოდ თამაშებზეც უძლიერესი ნაკრები გვეყოლება ორივე სახეობაში.

ამაზე პასუხს ვაგებ მწვრთნელთა იმ გუნდთან ერთად, რომელიც სათავეში მოვა" - დაგვამშვიდა კურტანიძემ.

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრებზე საუბრისას პრეზიდენტი ცალკეული ფალავნებიდან ბევრზე არ შეჩერებულა, მხოლოდ რამდენიმეზე ისაუბრა:

"ილია გულბათაშვილმა და გიორგი ცირეკიძემ აჩვენეს, რომ კონკურენტუნარიანები არიან და მომავალში ნაკრებს დიდ ჩათვლას მისცემენ. დანარჩენებიდან რევაზ ლაშხზე შევჩერდები, რომელიც ერთადერთი გამოცდილი და ტიტულოვანი ფალავანი იყო ნაკრებში - მას წონის პრობლემა აწუხებდა და შეიცვლის კიდეც, მომავალში ახალ წონაში გადავა".

"ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში, თან - ძალიან ახალგაზრდა, თუმცა მათთანაც ბევრი სამუშაოა იმ დანაკლისის აღმოსაფხვრელად, რაც ახლა დააკლდათ. ესაა მობილიზება, ჟინი და სხვა თვისებები" - ასე დაახასიათა მან "თავისუფალთა" ნაკრები.

კურტანიძემ ისიც თქვა, რომ მომავალში თვითონაც ჩაერევა ნაკრების მზადებაში, თუ დაინახავს, რომ რაღაც არასწორად კეთდება.

ახლა შეგნებულად არ ვერეოდი საწვრთნელ პროცესში, ინფორმაციებს მწვრთნელებისა და მეგობრებისგან ვიღებდი, მაგრამ ასეთი მიდგომა არ ყოფილა მთლად სწორიო, დაამატა ნათქვამს. თან დასძინა, რომ აქვს საამისო გამოცდილება, რადგან ზურგს ხანგრძლივი სპორტული კარიერა უმაგრებს:

"უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დავეხმარები ნაკრებს მაღალ დონეზე მომზადებაში.

ამპარტავანი არ ვარ და ვიცი, როგორ უნდა მივიყვანო ნაკრები გამარჯვებამდე. ამ გამოცდილებას მწვრთნელებს აუცილებლად გავუზიარებ.

უკვე არაა იმის დრო, მოვლენებს ზევიდან ვუყურო, როგორც ხელმძღვანელმა. ჩარევა საჭიროდ მიმაჩნია, რადგან 33-წლიანი გამოცდილება მაქვს და არცთუ ურიგო. შენიშვნები ადრეც მქონდა, მაგრამ კატეგორიულად არ ვერეოდი, ახლა კი ასე აღარ იქნება.

ბევრი რამეა შესაცვლელი. სპორტსმენმა მაქსიმალური მობილიზება უნდა შეძლოს და მაქსიმალურად დაიხარჯოს. მსოფლიოზე სწორედ ეს მაქსიმალიზმი ვერ დავინახე".

დაგვეთანხმებით, ფიზმომზადების მწვრთნელთა ჩამოყვანა მნიშვნელოვანი თემაა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

ძალიანაც კარგი, ამ მარადიულ პრობლემას და ქართული სპორტის "აქილევსის ქუსლს" თუ რამე ეშველება, მაგრამ რატომ გერმანელები და არა, მაგალითად, ჩრდილოკავკასიელები, სადაც უძლიერესი სკოლა შექმნეს? ასევე, შეიძლებოდა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან მოწვევაც, ორივე ეს ვარიანტი კი ფინანსურადაც უფრო მომგებიანი იქნებოდა გერმანულზე.

თან გერმანელთა კვალიფიკაციითაც დავინტერესდით და იმითაც, რა იქნება მათი კონკრეტული დავალება, ჩაატარებენ თუ არა ისეთ კომპლექსურ გამოკვლევებს, რასაც პეტერ ზაიზენბახერი აკეთებდა ძიუდოისტთა ნაკრებში; იქნებიან თუ არა მოჭიდავეები მუდმივი დაკვირვების ქვეშ? ამაზე კურტანიძემ შემდეგი გვიპასუხა:

"გერმანელებთან საკლუბო დონეზე 12-წლიანი გამოცდილება მაკავშირებს და კარგად ვიცნობ ფიზმომზადების იქაურ სკოლას, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში.

გერმანელებს ამაში ბადალი არ ჰყავთ. ისინი ჩვენთან მხოლოდ კონსულტაციებით არ შემოიფარგლებიან - მინდა, აქტიურად ჩაერთონ ნაკრების მუშაობაში. ლაპარაკია ძალიან გამოცდილ ხალხზე, რომელთა ვინაობასაც რამდენიმე დღეში დავასახელებ. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან კარგად ვიცნობთ იმ ადამიანების მუშაობას".

პრესკონფერენციის დასასრულს კურტანიძეს ცალკე გავესაუბრეთ და დავინტერესდით, ფიზმომზადების გარდა, უცხოეთიდან მთავარ მწვრთნელთა მოწვევაც ხომ არ იგეგმება, თუნდაც, ქართველების სამშობლოში დაბრუნება.

პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ მართლაც აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთში დასაქმებულ ერთ ქართველთან, ოღონდ მას იქაურ ფედერაციასთან კონტრაქტი აკავშირებს 2016 წლის, ანუ ოლიმპიადის ბოლომდე და ბევრი რამე ამაზეც იქნება დამოკიდებულიო.

პრეზიდენტმა მეტი დაკონკრეტება არ ისურვა, თუმცა რატომღაც ვიეჭვე, რომ ეს აზიური ქვეყანა იქნებოდა. კურტანიძე დამეთანხმა, რომ ნამდვილად აზიაა, მეტად კი აღარ დაააკონკრეტა და არც მე ჩავეძიე.

უბრალოდ, დავძენ, რომ იმ აზიურ ქვეყანაში ინდოეთი ვიგულისხმე, თუმცა ვარაუდების დაწერას მეც მოვერიდები და გვარს არ დავასახელებ.

პრესკონფერენციას გორელი მოჭიდავეები - გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც (60) ესწრებოდნენ. პეტრიაშვილს რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან (რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ლეგენდარული ვუწოდოთ) წაგებაზე დავეკითხეთ, რამ გამოიწვია ის:

"იმ მომენტში ვიჩქარე. თან გამოცდილებითაც მაჯობა და მომატყუა, ბევრად გამოცდილია - ერთ მხარეზე წავედი ტრიალზე და მეორეზე რომ გადმოვედი, ილეთზე დამიჭირა".

ხინჩეგაშვილი აღიარებს, რომ ვერ იჭიდავა:

"კარგ ფორმაში ვერ ვიყავი, უკეთესადაც მიჭიდავია. მონღოლმა ტაქტიკურად მაჯობა. მასთან მონაგები მქონდა და მომზადებული იყო ჩემთან საჭიდაოდ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sofo

იქნებ იმაზე დაფიქრდეთ რომ ზაზა თურმანიძის გაშვება დიდი შეცდომა იყოოო,,, გამოასწორეეეეთ

• giorgi

ადეიშვილი ათეული წელი იყო და რა თქმა უნდა უნდა წავიდეს. სილაგაძე კი რამოდენიმე თვე იყო და საუკეთესო შედეგი ჰქონდა ისტორიაში. გუნდური პირველი ადგილი არასოდეს არ აუღიათ ოფიციალურ შეჯიბრებაზე. აი ტატიშვილის შედეგიანობისა კი არ მჯერა და რა ვქნა. მარტო სამწვრთნელო პრაქტიკა არ არის საკმარისი. უხეშობა და თავხედური ურთიერთობის მანერა ვერაფერი პიროვნული თვისებებია. გაუჭირდება გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნა და გუნდური სულისკვეთების მიღწევა. ავტორიტეტს ვერ იყიდი, ამას მოპოვება უნდა

• ramin bolkvadze

ზოგს სილაგაძე მოსწონს ზოგს კიდე ადეიშვილი მაგრამ ამ ეტაპზე ორივე უნდა წავიდეს

• palavani

შენა და თანმიმდევრული მაინც იყავი და საკუთარ თავს მაინც ნუ ეწინააღმდეგები. თუ გინდა რომ ნაკრები მწვრთნელს ჩააბარო ერთი ოლიმპიური ციკლით და მათ თავი მყარად და დაცულად იგრძნონ, საჭიროების შემთხვევაში ჩარევას რატომ სურვილობ? ან და ვის სჭირდება ეს? მთავარია პროფესიონალი შეარჩიე და აცალე. კლასიკების 96 და მძიმეზე რომ არაფერს არ იძახი და საერთო შეფასებით იფარგლები მთელ ნაკრებზე დებიუტანტები არიანო, რატომ არ იძახი რომ ეს ზემოთ დასახელებული წონები ბოდიში ჟარგონისთვის და დირკაა? ერთად ერთი იაკობ ქაჯაია(რომელიც არ ყოფილა მსოფლიოზე) არის ამომავალი ვარსკვლავი მძიმეში და მიხედე სათანადოდ ჯობია. გუბათაშვილზე რომ იძახი დებიუტანტიაო, კი ბატონო ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ არც ისეთი ახალგაზრდაა რომ მომავლის იმედებს ამყარებდეთ. 26 წლის ასაკში ხალხს 2 ოლიმპიადა აქვთ მოგებული. ერთი ყველაზე დიდ რჩევას მოგცემ. თუ გინდა დიდების ნაკრებს კარგი კონტიგენტი არ მოაკლდეს და ღირსეული შემცვლელები ჰყავდეს, ზაზა სილაგაძეს დაუტოვე ახალგაზრდული ნაკრები. დამიჯერე ეს ისევ საერთო საქმისთვის აჯობებს, ათჯერ მაინც შეგიმსუბუქებთ საქმეს. ეგეთი კომპეტენტური მიზანდასახული და თავის საქმეზე გაფანატებული მწვრთნელი არ გყავთ იცოდეთ და იქნებ დიდი ხანი არც გეყოლოთ. და საერთოდ, ეცადეთ მწვრთნელები იმის მიხედვით კი არ შეარჩიოთ ვინ უფრო პადხალიმი და ვაზელინ გადასმულია, არამედ პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულით და გუნდთან მუშაობის უნარით. და მიეცით სრული ჩაურევლობის გარანტია.

• გულშემატკივარი

ბატონი ლუკასნაირი აქტიური პრეზიდენტი იქნებ კრივის ფედერაციასაც ეღირსოს. კარგად ხანია მედალი საერთოდ არ ყოფილა და ყურს არავინ იბერტყავს, მხოლოდ ტყუილი სპარინგების მოწყობით არიან დაკავებულები და იქიდანაც წაგებულ მოკრივეებს უშვებენ შეჯიბრებზე. :(

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება

ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

ახალი მწვრთნელები ნაკრებში - ინტერვიუ დავით ქევხიშვილთან

მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

Ipn.ge: ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და მწვრთნელები დააკავეს

მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი

ლუკა კურტანიძემ ნაკრებების მწვრთნელები წარადგინა

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...