30 სექტემბერს საკალათბურთო სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სუპერლიგამ "ბეკოსთან" ერთად განახორციელა
30 სექტემბერს საკალათბურთო სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სუპერლიგისა და კომპანია "ბეკოს" ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.

ეროვნული ჩემპიონატის წამყვანმა მოთამაშეებმა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 100-ზე მეტ მონაწილეს ღია ვარჯიში ჩაუტარეს და თითოეულს ფიბა-ს ლიცენზირებული ბურთები გადასცეს.

"ბეკო" სლოვენიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორია და სწორედ ამ კომპანიამ ჩამოიტანა საქართველოში საკალათბურთო ბურთები, რომლებიც 100-ზე მეტ ბავშვს დაურიგდა.

სპორტის სასახლეში მასტერ-კლასი "დინამოს" უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ და "შსს აკადემიას" წევრმა რეზო როგავამ ჩაატარეს.

სანამ ღონისძიების უშუალოდ სპორტული მხარე დაიწყებოდა, სასახლეში შეკრებილ 100-ზე მეტ მოზარდს სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და "ბეკოს" მარკეტინგის მენეჯერმა ირინა გრძელიძემ სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც ყველა მონაწილეს ბურთები დაურიგდა.

ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრმა ბესო ლეჟავამ და კანდიდატმა რეზო როგავამ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარეს. კალათბურთელები ბავშვებს ჯერ მათთვის საინტერესო თემებზე გაესაუბრნენ, რის შემდეგაც მცირე საკალათბურთო ვარჯიში ჩაუტარეს.

ახალგაზრდა კალათბურთელები ინტერესით ესაუბრნენ ნაკრების წევრებს და მათ საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუსვეს. ჩატარებული ვარჯიშების შემდეგ ყველამ ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მოზარდებმა კი ახალნაჩუქარ ბურთებზე ნაკრების წევრებს ავტოგრაფები დაატოვებინეს.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი):

"საკალათბურთო სეზონი 5 ოქტომბერს, დუდუ დადიანის მემორიალით იწყება, მანამდე კი კომპანია "ბეკოსთან" გავმართეთ აქცია, სადაც საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე ბავშვებისთვის დარიგდა ბურთები, რომლებიც ფიბა-ს სამახსოვრო საჩუქარია. დიდი მადლობა კომპანია "ბეკოს" თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

სუპერლიგის ხელმძღვანელობა კმაყოფილია კომპანია "ბეკოსთან" ერთად ჩატარებული ერთობლივი აქციით და მზადაა, ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც კალათბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს, პოტენციურ პარტნიორებთან ერთად მომავალშიც განახორციელოს".

ირინა გრძელიძე (კომპანია "ბეკოს" მარკეტინგის მენეჯერი):

"მოხარული ვარ, რომ ერთობლივად გავმართეთ აქცია და 100-ზე მეტი ბავშვისთვის ბურთები დავარიგეთ. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, რადგან კალათბურთი ძალიან წარმატებული სპორტის სახეობაა და ჩვენი კომპანია სამომავლოდ მარკეტინგში აქცენტს სწორედ კალათბურთზე გააკეთებს".

ბესიკ ლეჟავა:

"ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. პატარა კალათბურთელების მიმართ საჭიროა ყურადღების გამოჩენა და მათთვის ხელის შეწყობა. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და ნიჭიერ მოთამაშეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარე".

რევაზ როგავა:

"სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი ბავშვია კალათბურთით დაკავებული და სპორტის ამ სახეობის მიმართ ასეთი დიდი ინტერესია. ბავშვებს ბევრი კითხვა ჰქონდათ კალათბურთთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ეროვნული ნაკრების მიმართ. ისინი სხვადასხვა დეტალით, მათ შორის, მოთამაშეების საყვარელი მოძრაობებითაც კი დაინტერესდნენ.

ძალიან კარგია, რომ კომპანია "ბეკო" ქართულ კალათბურთში აქტიურად ჩაერთო".

წყარო: gbf.ge

ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"ჯა-კომ" ნომინანტები გამოარჩია
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
სუპერლიგა. VI ტური: "ბათუმმა" "ქუთაისი" დაამარცხა და გალიდერდა
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: "სოხუმი" წინ გაიჭრა, "ბათუმი" გაუთანაბრდა
სლოვაკეთი-საქართველო 63:94 - სისხლი, გატეხილი ცხვირი, ჩხუბი, პროვოკაცია...
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ჯანო, წამო "რომაში"
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი: "ბათუმმა" "სოხუმს" მოუგო და "დინამოს" შეუწყვილდა
"დინამოსთან" "მგზავრებს" ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს
რეზო როგავამ რუმინეთში 19 ქულით დაიწყო
სუპერლიგა 2016/17. XIV ტური: "დინამომ" საახალწლოდ ჩემპიონი დაამარცხა