ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: I ოლიმპიური თამაშები. შამონი (საფრანგეთი)

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: I ოლიმპიური თამაშები. შამონი (საფრანგეთი)

25 იანვარი-5 თებერვალი. 1924 წ.
შამონი

უძველესი სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელსაც ზამთრის პირველი ოლიმპიადის მასპინძლობა ანდეს.

შამონის ველი მონბლანისა და ეგიუი რუჟის მასივებს შორისაა განლაგებული. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამთო-სათხილამურო ტრასა ალპებში - ლეგენდარული "თეთრი ველი" - ნებისმიერი მოთხილამურის ოცნება.

22-კილომეტრიანი ტრასა მყინვარებს შორის გადის. შამონიში იღებს სათავეს მონბლანის ქვეშ გამავალი გვირაბი. მოსახლეობა - 2 ათასი ადამიანი.

ბარონ დე კუბერტენის დიპლომატიური მისია

რეალურად, სპორტის ზამთრის სახეობები პირველ თეთრ ოლიმპიადამდე ადრე იყო წარმოდგენილი ოლიმპიურ თამაშებზე. 1924 წლისთვის ჰოკეისა და ფიგურულ სრიალს უკვე ჰქონდა ოლიმპიური კურთხევა, რადგან ისინი შეიყვანეს ლონდონისა (1908) და ანტვერპენის (1920) ზაფხულის თამაშების პროგრამაში. გამორიცხული არ არის, რომ 1924 წელს მათთვის ადგილი მოენახათ პარიზის ოლიმპიადაზეც, მაგრამ საქმეში ისტორია ჩაერია.

ისტორიკოსები წინააღმდეგობაში მოდიან იურისპრუდენციასთან, როცა ამბობენ, რომ ზამთრის პირველი ოლიმპიადა 1924 წელს შამონიში გაიმართა. საქმე ისაა, რომ იმას, რაც 89 წლის წინ ფრანგულ ალპებში ხდებოდა, სულ სხვა სახელი ერქვა. "პარიზის VIII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ზამთრის სპორტის კვირეული" - ასეთი გრძელი სახელწოდება ჰქონდა ტურნირს, რომელმაც 1924 წლის იანვარ-თებერვალში 16 ქვეყნის 258 სპორტსმენი შეკრიბა.

თუმცა, როგორც მაშინდელი დოკუმენტები გვამცნობს, ეს შეკრება შეიძლება არც შემდგარიყო. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა.

წინააღმდეგობა

ჯერ ერთი, თავად შამონი ბოლო მომენტამდე არ იყო გარკვეული - უმასპიძლებდა თუ არა ასეთი საეჭვო სტატუსის მქონე სპორტულ შეჯიბრებას. აი, ნაწყვეტი პიერ დე კუბერტენის წერილიდან, რომლის ადრესატი იყო ანრი დე ბალე-ლიატურუ (მოგვიანებით სოკ-ის მესამე პრეზიდენტი):

"ისინი (იგულისხმება შამონის მერია) ამბობენ, რომ შამონი მზად არის სპორტსმენების მისაღებად, მაგრამ მათი ნაძალადევი ღიმილი და არამყარი არგუმენტები მაფიქრებინებს, რომ ტყუიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, გვატყუებენ".

კიდევ ერთი სერიოზული სირთულე იყო წინააღმდეგობა სკანდინავიური ქვეყნებისგან, რომლებიც სპორტის ზამთრის სახეობებს პირად კუთვნილებად მიიჩნევდნენ. ისინი XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ატარებდნენ საკუთარ "ჩრდილოეთის თამაშებს" და მიაჩნდათ, რომ სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ იყო.

ასევე არ იყვნენ სოკ-ის მხარეს საციგურაო სახეობების საერთაშორისო კავშირი და საერთაშორისო ათლეტური ფედერაცია, თუმცა ოპონენტების მოტივები სხვადასხვაგვარი იყო. შვედები, ნორვეგიელები და ფინელები მიიჩნევდნენ, რომ მათ საყვარელ სპორტულ დისციპლინებს არაფერი ესაქმებოდათ ოლიმპიადებზე. რა საჭიროა ზამთრის თამაშების ორგანიზება, თუ ძველ საბერძნეთში არავინ ეჯიბრებოდა ერთმანეთს ციგურებითა თუ თხილამურებით. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ზამთრის სახეობებს ოლიმპიური უწოდონ?

თავის მხრივ, სპორტული კავშირების ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ ზამთრის ოლიმპიადები უფრო სამთო-სათხილამურო კურორტების რეკლამა იყო, ვიდრე სპორტული შეჯიბრებები.

იყვნენ ასევე ალპიური ქვეყნები, სადაც კულტივირებდა სამთო თხილამურები და ბობსლეი და მათაც არ ჰქონდათ საკუთარი "გასართობის" ოლიმპიადაზე დელეგირების დიდი სურვილი.

დე კუბერტენის დიპლომატია

საბოლოოდ, თეთრი ოლიმპიადის დამკვიდრებისთვის უდიდესი ენერგია დახარჯა დე კუბერტენმა. 1921-22 წლებში დიადმა ფრანგმა ბრწყინვალე დიპლომატიური ნიჭი გამოავლინა. მან ჯერ მიაღწია იმას, რომ შექმნა კომისია ზამთრის თამაშების ორგანიზებისთვის, რომელშიც შევიდნენ წარმომადგენლები შვედეთიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან და კანადიდან. შემდეგ კომისიის არაერთსულოვანი განწყობის მიუხედავად, მიაღწია 1924 წლის კვირეულის ორგანიზებას.

ამის მიზეზად მან ზაფხულის მომავალი ოლიმპიადის პროპაგანდა დაასახელა. კუბერტენის მტკიცებით, ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი საჩვენებელი ტურნირი სპორტის არაოფიციალურ სახეობებში. იმისთვის, რომ პროგრამა სრულყოფილი გამოსულიყო, პარიზის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს ჰოკეი და ფიგურული სრიალი.

კვირეული

ხანგრძლივი ყოყმანისა და გაუთავებელი უთანხმოების შემდეგ შამონიში შეიკრიბნენ სპორტსმენები 16 ქვეყნიდან. გერმანია, როგორც პირველი მსოფლიო ომის გამჩაღებელი, კვირეულზე არ მიიწვიეს, თუმცა მისმა სამხედრო მოკავშირეებმა – ავსტრიამ და უნგრეთმა გაგზავნეს საფრანგეთში თავიანთი გუნდები (ავსტრიამ სამი მედალი მოიპოვა).

საბჭოთა კავშირიც იმ დროს იზოლაციაში იყო, თუმცა ეს ქვეყანა მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას კვირეულში, რადგან მთავრობა ოლიმპიადას "ბურჟუაზიულ თამაშებს" უწოდებდა.

ზამთრის კვირეული გახსნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გასტონ ვიდალმა. როგორც მოხერხებულმა და ეშმაკმა პოლიტიკოსმა, მან ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ შეჯიბრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართებოდა. მართალია, ცენტრალურ სტადიონზე ოლიმპიური დროშა არ აღუმართავთ, მაგრამ ის დაჯილდოების ყველა ცერემონიის ატრიბუტი იყო.

სწორედ ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი არგუმენტი იმისთვის, რომ 1926 წელს ლისაბონში, სოკ-ის სესიაზე შამონის თამაშები ზამთრის პირველ ოლიმპიადად ეღიარებინათ.

კვირეულმა დაგეგმილი სცენარით ჩაიარა. პროგრამაში შეტანილი იყო ბობსლეი, სათხილამურო სპორტი, ციგურებით სირბილი, ფიგურული სრიალი და ჰოკეი. ქალები (სულ 13 სპორტსმენი) მხოლოდ ფიგურულ სრიალში გამოდიოდნენ.

ნორვეგიელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში: მოთხილამურეებისა და ციგურებით მორბენლების წარმატებული გამოსვლის წყალობით, მათ თითქმის იმდენი მედალი მოიპოვეს, რამდენიც მე-3-მე-12 ადგილებზე გასულმა ყველა ქვეყანამ ერთად.

თამაშების ორგანიზატორებისთვის თამაშების შედეგები კოშმარული აღმოჩნდა. კუბერტენი ამტკიცებდა, რომ მოთხილამურეთა და მოციგურავეთა შეჯიბრებები 30 ათას მაყურებელზე მეტს შეკრებდა, მაგრამ ბილეთებისთვის ფული (იმ დროისთვის მოგების ერთადერთი წყარო) ჯამში მხოლოდ 10 044-მა ადამიანმა გაიმეტა - ეს ნამდვილი კატასტროფა იყო ფინანსისტებისთვის.

მიუხედავად ამისა, შამონიში სოკ-მა მთავარი შეძლო: საზოგადოებრივმა აზრმა პოზიტიურად აღიქვა ზამთრის თამაშების იდეა. 1926 წელს ლისაბონში გადაწყდა სენტ-მორიცში ზამთრის II თამაშების ჩატარება, ხოლო ზამთრის სპორტის კვირეულს დაარქვეს ზამთრის I ოლიმპიადა – ასეთი იყო ბარონ პიერ დე კუბერტენის დიპლომატიური მისიის შედეგი.

ჰოკეის ტურნირი

ჰოკეის მატჩები პირველად იმართებოდა ახალი წესებით – სამი 20-წუთიანი პერიოდი. კანადისა და აშშ-ის ნაკრებებმა დაამტკიცეს თავიანთი წამყვანი პოზიციები და გაანადგურეს ყველა ევროპელი კონკურენტი.

ტურნირის 16 მატჩში 255 შაიბა გავიდა - თითქმის 16 შეხვედრაში. ეს რეკორდი დღემდე ძალაშია. კანადის ნაკრები, რომელიც წარმოდგენილი იყო კლუბ "ტორონტო გრანიტესით", კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - 5 მატჩში 110 შაიბა შეაგდო. ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა კანადისა და შვეიცარიის მატჩში - 33:0.

უკვე პირველ პერიოდში "გრანიტესის" ჰოკეისტებმა 18 შაიბა გაიტანეს. ფინალში კანადამ მთავარი კონკურენტი აშშ 6:1 დაამარცხა. ბომბარდირი გახდა ჩემპიონების ფორვარდი გარი უოტსონი, რომელმაც 5 მატჩში 30 შაიბა გაიტანა.

ფაქტები

- პირველ ოლიმპიადაში მონაწილეობდა 258 ათლეტი (11 ქალი და 247 მამაკაცი) 16 ქვეყნიდან. სპორტის შვიდ სახეობაში გათამაშდა მედლების 14 კომპლექტი.

- შამონიში პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჩარლზ ჯოტორუ, რომელმაც ციგურებით სირბილში 500-მეტრიანი დისტანცია მოიგო.

- ოლიმპიადის გმირები გახდნენ ნორვეგიელი ტურლეიფ ჰაუგი, რომელმაც სამი ოქრო მოიპოვა - ორი სათხილამურო რბოლებში და ერთი - ორჭიდში და ფინელი მოციგურავე კლას ტუნბერგი, ვინც ხუთი მედალი აიღო - სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

- ჰაუგმა თავდაპირველად მესამე ადგილი დაიკავა ტრამპლინიდან ხტომაში, მაგრამ 50 წლის შემდეგ ნორვეგიელმა იაკობ ვააგმა კინოარქივის შესწავლისას ქულების დათვლაში შეცდომა აღმოაჩინა და საბოლოოდ, ჰაუგის ქალიშვილმა მამის ბრინჯაოს მედალი ამერიკელ ანდრეს ჰაუგენს გადასცა.

- ერთადერთხელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშდა მედლები საციგურაო მრავალჭიდში, რომლის გამარჯვებული გახდა ფინელი კლას ტუნბერგი.

- შვედი გილის გრაფსტრიომი გახდა ერთადერთი მოციგურავე, რომელმაც გაიმარჯვა როგორც ზაფხულის თამაშებზე (1920 წელი, ანტვერპენი), ასევე ზამთრის ოლიმპიადაზე.

ბობსლეი

ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. შვეიცარია I (ედვარდ შერერი/ალფრედ ნევე/ალფრედ შლაპი/ჰაინრიხ შლაპი) - 5:45.54; 2. ბრიტანეთი II (რ.ჰ.ბრუმე/ტ.ფ.არნოლდი/ჰ.ფ.უ.რიჩარდსონი/როდნი ე. სოერი) - 5:48.83; 3. ბელგია (ჩარლზ მალდერი/რენე მორტიე/პოლ ვან დერ ბროკი/ჰ.პ. უილიამსი) - 6:02.29...

ციგურებით სირბილი

500 მ. მამაკაცები. 1. ჩარლზ ჯოტორუ (აშშ) - 44.0; 2. ოსკარ ოლსენი (ნორვეგია) - 44.20; 3. კლას ტუნბერგი (ფინ) - 44.80...

1 500 მ. მამაკაცები. 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი) - 2:20.80; 2. როალდ ლარსენი (ნორვეგია) - 2:22.00; 3. სიგურდ მოენი (ნორვეგია) - 2:25.60...

5 000 მ. მამაკაცები. 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი) - 8:39.0; 2. იულიუს სკუტნაბი (ფინეთი) - 8:48.00; 3. როალდ ლარსენი (ნორვეგია) - 8:50.20...

10 000 მ. მამაკაცები. 1. იულიუს სკუტნაბი (ფინეთი) - 18:04.8; 2. კლას ტუნბერგი (ფინეთი) - 18:07.8; 3. როალდ ლარსენი (ნორვეგია) - 18:12.2...

კომბინაცია (4 სახეობა). 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი) - 5.5; 2. როალდ ლარსენი (ნორვეგია) - 9.5; 3. იულიუს სკუტნაბი (ფინეთი) - 11...

სათხილამურო ორჭიდი

ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. ტურლეიფ ჰაუგი (ნორვეგია) - 18.906; 2. ტორალფ სტრიომსტადი (ნორვეგია) - 18.219; 3. იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია) - 17.854...

თხილამურებით სირბილი

18 კმ. მამაკაცები. 1. ტურლეიფ ჰაუგი (ნორვეგია) - 1:14:31.4; 2. იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია) - 1:15:51.0; 3. ტაპანი ნიკუ (ფინეთი) - 1:16:26.0...

50 კმ. მამაკაცები. 1. ტურლეიფ ჰაუგი (ნორვეგია) - 3:44:32; 2. ტორალფ სტრიომსტადი (ნორვეგია) - 3:46:23; 3.იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია) - 3:47:46...

ტრამპლინიდან ხტომა

K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. იაკობ ტულინ ტამსი (ნორვეგია) - 18.96; 2. ნარვე ბონა (ნორვეგია) - 18.68; 3. ანდერს ჰაუგენი (აშშ) - 18.00...

ფიგურული სრიალი

მამაკაცები. 1. გილის გრაფსტრიომი (შვედეთი) - 367.89; 2. ვილი ბიოკლი (ავსტრია) - 359.82; 3. ჯორჯ გაუტჩი (შვეიცარია) - 319.07...

ქალები. 1. ჰერმა საბო-პლანკი (ავსტრია) - 299.17; 2. ბეატრის ლოგრანი (აშშ) - 279.85; 3. ეტელ მუკელტი (ბრიტანეთი) - 250.07...

სპორტული წყვილები. 1. ჰელენ ენგელმანი/ალფრედ ბერგერი (ავსტრია) - 10.64; 2. ლუდოვიკა იაკობსონი/ვალტერ იაკობსონი (ფინეთი) - 10.25; 3. ანდრე ბრიუნე/პიერ ბრიუნე (საფრანგეთი) - 09.89...

ჰოკეი

მამაკაცები. 1. კანადა (ჯონ კემერონი, ერნესტ კოლეტი, ელბერტ მაკკეფრი, ჰეროლდ მაკმანი, დანკენ მანრო, უილიამ-ბეტი რემზი, სირილ სლეიტერი, რეჯინალდ სმიტი, გერი უოტსონი, ჰენრი ჰანსონი); 2. აშშ (კლარენს ეიბლი, ჯასტინ მაკკარტი, ჰერბერტ დრური, ალფონს ლაკრუა, ჯონ ლენგლი, ჯონ ლაიონზი, უილიარდ რაისი, ირვინგ სმოლი, ფრენსის სინოტი); 3. ბრიტანეთი (უილიამ ანდერსონი, ლორნე კერ-ჰერისი, კოლინ კერატერსი, ერიკ კერატერსი, გი კლარსკონი, როს კატბერტი, ჯორჯ ჰოლმსი, ჰემილტონ ჯუკსი, ედვარდ პიტბლადო, ბლეინ სექსტონი)...

ყველა მედალი

ო ვ ბ ს

1. ნორვეგია 4 7 6 17

2. ფინეთი 4 3 2 9

3. ავსტრია 2 1 - 3

4. აშშ 1 2 1 4

5. შვედეთი 1 - - 1

6. კანადა 1 - - 1

7. შვეიცარია 1 - 1 2

8. ბრიტანეთი - 1 2 3

9. საფრანგეთი - - 1 1

10.ბელგია - - 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო

საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა

თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან

[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია

გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს

"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის

"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს

"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ

სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი

ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა

Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს

ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!

[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!

"მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" - როგორ გაჩნდა ცნობილი დევიზი

ქართველები არ ვართ პირველები - ოლიმპიადებზე ბოიკოტები ყოველთვის იყო