ჭაბუკთა A ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა
ჭაბუკთა A ლიგაში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა, პრაქტიკულად, გარკვეულია.

A ჯგუფში ორი ლიდერია - თბილისის "აკადემია" და რუსთავის "ხარები". აკადემიელები დღემდე დაუმარცხებელნი არიან და დიდი შანსია, ტურნირი ისე დაასრულონ, არც წააგონ. "აკადემიას" სიძლიერე მორიგი ტურის მატჩშიც გამოჩნდა, როცა თბილისის "ყოჩები" დიდი ანგარიშით, 78:0 დაამარცხა.

აკადემიელებს 46 ქულა დაუგროვდათ. მათ რვა ქულით ჩამორჩება "ხარები", რომელიც, თავის მხრივ, 12 ქულით უსწრებს "არმიას" და ნაკლებად სავარაუდოა, ეს უპირატესობა გაანიავოს. რუსთაველებმა სტუმრად დაამარცხეს ჯგუფის აუტსაიდერი ჭიათურის "იმერეთი" - 48:0. "არმია" მე-14 ტურში ისვენებდა.

ჭაბუკთა A ლიგა

A ჯგუფი

XIV ტური

ყოჩები-აკადემია 0:78, ხულიგანა-ვეფხვები 32:0, იმერეთი-ხარები 0:48.

სატურნირო მდგომარეობა

1. აკადემია - 46 ქულა, 2. ხარები - 38, 3. არმია - 26, 4. ხულიგანა - 26, 5. ყოჩები - 19, 6. ვეფხვები - 4, 7. იმერეთი - 2.

XV ტური

ხარები-ყოჩები, ვეფხვები-იმერეთი

B ჯგუფში პლეი ოფის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ თბილისის "ჯიქებს" და ქუთაისის პირველ გუნდს.

მათ დავაში შესაძლოა თბილისის "ლოკომოტივიც" ჩაერიოს, რომელიც მეორეადგილოსან ქუთაისურ გუნდს ცხრა ქულით ჩამორჩება. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რკინიგზელებმა ქუთათურები უკან მოიტოვონ, რადგან იმერლები ჯერაც დაუმარცხებელნი არიან და "ლოკომოტივზე" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

ამასთან ერთად, რკინიგზელების წინსვლა გათამაშების ლიდერმა "ჯიქებმა" შეაჩერა, როცა მე-14 ტურში 24:18 დაამარცხა. ქუთაისის პირველმა გუნდმა კი ამ დროს სტუმრად მოუგო თბილისის "წიქარას" - 93:13.

B ჯგუფი

XIV ტური

წიქარა-ქუთაისი 1 13:93, ჯვაროსნები-ლელო 0:53, ლოკომოტივი-ჯიქები 18:24.

სატურნირო მდგომარეობა

1. ჯიქები - 50 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 47, 3. ლოკომოტივი - 38, 4. ლელო - 31, 5. არმაზი - 28, 6. ჯვაროსნები - 6, 7. ტაო - 5, 8. წიქარა - ს5.

XV ტური

ლელო-ლოკომოტივი, ქუთაისი 1-ჯვაროსნები, ტაო-არმაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა