რას ფიქრობენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები
ოლიმპიადის აპოლიტიკურობის ცნება რამდენიმე დღის წინ რუსეთმა დაარღვია, როცა აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის "გმირად" შერაცხილი პილოტი ივან ნეჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ შეარჩია. საქართველოში ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და სამართლიანადაც - საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა და ოლიმპიადის ბოიკოტს ითხოვს.

ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.

გია ბუღაძე (მხატვარი):

"მე რომ სპორტსმენი ვიყო, იქ ნამდვილად არ წავიდოდი - უბრალოდ, კაცური ღირსების გამო. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ გვეუბნება: როდესაც მომინდება, თავზე გადაგივლი და შენს ღირსებას გავთელავო!

განა არ შეიძლებოდა, რომ ამოდენა ქვეყანაში მეჩირაღდნედ სხვა ვინმე მოეძებნათ? - არა, მაინცდამაინც აგვისტოს ომის მონაწილე შეარჩიეს - თანაც, "გმირი".

რუსეთის ბუნებაა ასეთი - თავს რომ დაუხრი, უფრო მეტად გადაგივლის; მოეფერები? - უფრო მეტად გაგთელავს და გულზე გაგხეთქავს - ეს არის მათი პოლიტიკა და ჩვენც უნდა დავუწვეთ და თავი ვაცემინოთ?! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ საქართველო სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ღირსეულ ხალხად არ მივაჩნივართ! ეტყობა, უნდათ, ბოლომდე გადაგვყლაპონ და გაგვსრისონ, როგორც ერი.

მათთვის ჩვენ ვართ სათამაშო, პამპულა, მხდალი ნაცია, რომელსაც ყველაფერს გაუბედავ. ვიცი, რომ გამოხტებიან ჩვენი რუსოფილები და იტყვიან: რა მნიშვნელობა აქვს, მეჩირაღდნე ვინ იქნებაო? - კი ბატონო, დაუწექით რუსეთს და საბოლოოდ ყველანაირ ღირსებას წაგართმევენ".

დიმა ჯაიანი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი):

"თუ დასავლეთის ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ და ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, მაშინ ქართველი სპორტსმენებიც არ უნდა წავიდნენ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა და საერთოდ, "ქართული ოცნება" ამგვარ პროვოკაციებს არ აჰყვება, რადგან უაზრობაა, რუსეთს ყელში ეცე და ძალით დაუპირისპირდე".

გენო კალანდია (პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი):

"ალბათ, რუსეთი - XIX-XX საუკუნეებში ჩარჩა - როცა ბერლინის კედელი ინგრევა და მსოფლიო წინ მიდის, რა დროს მავთულხლართებია? უბრალოდ, სირცხვილია ის, რაც ხდება, რასაც ისინი აკეთებენ.

გამოგიტყდებით, რომ პუშკინის, ტოლსტოისა და დოსტოევსკის რუსეთი მიყვარს, მაგრამ იმას რომ ვუყურებ, რაც დღეს ხდება, გული მტკივა!

ეს - საშინელებაა, აუტანელია. თანაც, ვფიქრობ, სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება მოგვცემს რამეს? - არა მგონია, ამან დიდი წინსვლა მოგვიტანოს. ომი ნამდვილად არ მიკვირს, აფხაზეთიდან ვარ, თანაც, ომის ვეტერანი, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს უბედურებაა.

მარი ონეზაშვილი

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ელენე გედევანიშვილი: რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს

გიორგი ასანიძე: ახლა ვერ გიპასუხებთ, წავიდოდი თუ არა სოჭში, საგზური რომ მქონოდა

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
თანადგომით გავიმარჯვებთ! - სოხუმის "დინამო" გვერდში მდგომს ეძებს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა