10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" დაიწყო ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს
10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" დაიწყო ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობს.

სასტარტო პაექრობებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ სტუ-ს პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სამტრედიელებმა - მხოლოდ ორი ბურთით წააგეს. შესვენების შემდეგ სტუდენტებმა იძალეს და გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება (41:34) ჩაიწერეს.

შარშანდელი პირველობის ვერცხლისპრიზიორი ბათუმი შესვენებამდე თბილისის "პეგასს" სამი ბურთით უგებდა - 15:12. მეორე ტაიმში უპირატესობა 10 ბურთამდე აიყვანა - 41:31.

ზღვისპირელთაგან საუკეთესო იყო ნიკოლოზ ჯორბენაძე, რომელმაც 16-ჯერ აიღო მეტოქის კარი და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით ემზადებიან, არაფერი დაუთმეს თბილისის "იმედს", თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 30:35.

ქუთაისელებმა თელაველებს აჯობეს - 30:26.

11 ოქტომბერს, მეორე ტურში ითამაშებენ: თელავი - ბათუმი, სამტრედია - იმედი, პეგასი - ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები - სტუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სტუ-ს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ეს გუნდი 2014 წლის მაისში გავაუქმეთ
საერთაშორისო სტუდენტური ლიგა: როცა კარგი დასაწყისი საქმის ნახევარი არ არის
საერთაშორისო სტუდენტური ლიგა: ჯერ ვეტერანები, მერე სტუდენტები
სტუ მგუ-სთან სტუდენტურ ლიგაზე სტუმრადაც დამარცხდა
ხელბურთელთა ჩემპიონატი: სტუ და "ბათუმი" დაწინაურდნენ