"დალას სტარსში" ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა
სამი მატჩით გაგრძელდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ერთ-ერთ შეხვედრაში "ანაჰაიმ დაქსი" "დალას სტარზს" მასპინძლობდა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია.

ეს შეხვედრა რამდენიმე მოვლენით იყო გამორჩეული. მაგალითად, "დალასის" კარს იცავდა 21 წლის მეკარე ჯეკ კემპბელი. ეს მისი პირველი სტარტი იყო მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში. კემპბელმა საერთო ჯამში 41 დარტყმა მოიგერია, მაგრამ ამან მის გუნდს ვერ უშველა.

ანგარიში 43 წლის ფინელმა ტეემუ სელიანემ გახსნა, რომელიც ზედიზედ სამი მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, თუმცა პირველი პერიოდის დასრულებამდე "სტარზმა" სამი შაიბის გატანა მოასწრო და 3:1 დაწინაურდა.

"ანაჰაიმის" დამრიგებელმა ბრიუს ბუდრომ მეკარის შეცვლა გადაწყვიტა და იონას ჰილერი დებიუტანტი ფრედერიკ ანდერსენით შეცვალა. ამ ნაბიჯმა გაამართლა - ანდერსენმა მეორე და მესამე მეოთხედებში 24-დან 24 დარტყმა მოიგერია და სადებიუტო მატჩში "შათაუტი" შეასრულა.

"დაქსმა" მეორე პერიოდში კორი პერის დუბლით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ემერსონ ეტემმა რიცხობრივ უმცირესობაში მეორედ გაიყვანა წინ მასპინძლები. მესამე 20-წუთეულში "იხვებმა" კიდევ ორჯერ აიღეს კემპბელის კარი და 6:3 მოიგეს.

ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების წყალობით, "ანაჰაიმმა" დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა (14 ქულა რვა მატჩის შემდეგ), "დალასი" კი ამავე კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა (6 ქულა რვა მატჩში).

ჯეკ კემპბელი "დალასის" რიგებში 2011 წლიდან ირიცხება. მან 2010 წელს, აშშ-ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, 2011 წელს კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ანაჰაიმი-დალასი 6:3

1:3, 3:0, 2:0

გოლები: 1:0 სელიანე-3 (გეტცლაფი-4, ვატანენი-2), 1:1 გარბუტი-1 (ფიდლერი-2), 1:2 დილონი-2 (ნიჩუშკინი-1, ჰორკოფი-1), 1:3 ჰორკოფი-1 (ე. კოული-2, ჯეიმი ბენი-8), 2:3 პერი-4 (გეტცლაფი-5, ვინიკი-3), 3:3 პერი-5 (ფაულერი-2, გეტცლაფი-6), 4:3 ეტემი-1 (კოლიანო-3, ალენი-3), 5:3 გეტცლაფი-3 (პერი-4, პალმიერი-1), 6:3 მ. პერო-3 (ეტემი-1, ფაულერი-3).

კოლამბუსი-ვანკუვერი 3:1

1:0, 0:1, 2:0

გოლები: 1:0 გაბორიკი-3 (ანისიმოვი-2, ვიშნიევსკი-4), 1:1 ჰ. სედინი-2 (გარისონი-7, კესლერი-1), 2:1 უმბერგერი-1 (რ. იოჰანსონი-3, პრაუტი-1), 3:1 რ. იოჰანსონი-2 (უმბერგერი-3).

ვინიპეგი-ნეშვილი 1:3

0:0, 0:3, 1:0

გოლები: 0:1 ნისტრიომი-2, 0:2 ჰორნკვისტი-3, 0:3 კულენი-2 (კ. სმიტი-5, კ. უილსონი-4), 1:3 ე. კეინი-5 (ო. იოკინენი-3, სეტოგუჩი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ანაჰაიმმა" ახალი ისტორია შექმნა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "იხვების" ისტორია
ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓙᓰᓚ-ᓨᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
სოჭი 2014: კანადა ოლიმპიური ჩემპიონია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კარი ლეჰტონენი საუკეთესოა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დაფასებული ლეგენდა
ᓢᓔᓔᓛᓣ ᓡᓔᓚᓘᓐᓜᓔ ᓓᓐᓤᓐᓡᓔბᓣᓚᓘ "ᓘᓮᓕᓘᓐ"
NHL. ᓞ
NHL. ᓠ