ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IV ოლიმპიური თამაშები

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: IV ოლიმპიური თამაშები

6-16 თებერვალი. 1936, გარმიშ-პარტენკირხენი (გერმანია)
გარმიშ-პარტენკირხენი

ადმინისტრაციული ცენტრი გერმანიის სამხრეთით. სამთო კურორტი. საერთო ფართობი 206 კვადრატული კილომეტრი. გარმიშ-პარტენკირხენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც გარშემორტყმულია ბავარიის ალპების მთიანი მასივებით. ქალაქთან ახლოს მდებარეობს გერმანიის უმაღლესი წერტილი - მთა ცუგშპიტცე. ქალაქზე გადის მდინარე ლოიზაჰი.

გარმიშ-პარტენკირხენი დაარსდა 1935 წელს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, ორი ძველი დასახლების შერწყმით - გარმიში და პარტენკირხენი. გარმიში კურორტის დასავლეთი ნაწილია, პარტენკირხენი - აღმოსავლეთი, მათ კი რკინიგზის ხაზი ჰყოფს.

ჰიტლერის მიერ გაკონტროლებული ოლიმპიადა

ზამთრის IV ოლიმპიური თამაშების ისტორია 1931 წელს, ბარსელონაში დაიწყო. მაშინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე გადაწყდა, რომ 1936 წლის ზაფხულის თამაშები ბერლინში გაიმართებოდა. გერმანიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოიყენა მის ხელთ არსებული უფლება და იმავე წელს ზამთრის თამაშების მასპინძლობის სურვილიც გამოთქვა. ასე გახდა ბავარიული სავაჭრო ქალაქები - გარმიში და პარტენკირხენი ოლიმპიური დედაქალაქები.

თეთრი ოლიმპიადის სტარტამდე ცოტა ხნით ადრე, სპორტული საზოგადოება გამოვიდა მოთხოვნით - ოთხწლეულის მთავარი სტარტი ფაშისტური გერმანიიდან უფრო მშვიდ ადგილას გადაეტანათ. რამდენიმე სახელოვანმა სპორტსმენმა, მაგალითად, ლეიკ-პლესიდის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ანდრე ბრიუნემ, პიერ ბრიუნემ (საფრანგეთი), ჯონ შიმ (აშშ) უარი თქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, მაგრამ სოკ-მა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სპორტსმენებისა და ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა შეეკრიბა. მაგალითად, აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ თანხა არ ჰყოფნიდა გარმიშ-პარტენკირხენში ნაკრების გასამგზავრებლად, რის შემდეგაც ამერიკული კომიტეტის მისამართით მივიდა ანონიმური შემოწირულობა 50 ათასი დოლარის ოდენობით.

მესამე რაიხის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი პირადად ზრუნავდა იმისთვის, რომ თამაშებისთვის მომზადება ყოველგვარი პრობლემის გარეშე წასულიყო.

ისტორიული მომენტი: თამაშების სტარტისთვის გარმიშ-პარტენკირხენში ტუალეტების გვერდით გამოკრული იყო წარწერა: "ძაღლებსა და ებრაელებს ეკრძალებათ შესვლა".

სოკის პრეზიდენტმა, გრაფმა ანრი დე ბაიე-ლატურმა ჰიტლერთან შეხვედრისას განაცხადა:

"ბატონო კანცლერო, ასეთი წარწერები ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ტრადიციებს".

პასუხად ჰიტლერმა აღნიშნა:

"ბატონო პრეზიდენტო, როცა სტუმრად გიწვევენ, თქვენ ხომ არ ასწავლით მასპინძლებს, როგორ მოუარონ სახლს?"

ამაზე ბაიე-ლატურმა უპასუხა:

"მაპატიეთ, კანცლერო, მაგრამ ხუთრგოლიანი დროშა სტადიონზე უნდა გამოიფინოს. ეს უკვე აღარ არის გერმანია. ეს ოლიმპიაა და აქ ჩვენ ვართ მასპინძლები".

წარწერები მოაშორეს. სხვათა შორის, ჰოკეის ტურნირში გერმანიის ნაკრების რიგებში ერთი ებრაელი თამაშობდა - რუდი ბალი.

მონაწილე ქვეყნები

გერმანიაში ჩავიდა 28 ქვეყნის (ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჰოლანდია, იტალია, იაპონია, იუგოსლავია, კანადა, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, თურქეთი, უნგრეთი, აშშ) 646 სპორტსმენი (80 ქალი, 566 მამაკაცი). ზამთრის თამაშებში პირველად მიიღეს მონაწილეობა ავსტრალიამ, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, ესპანეთმა, ლიხტენშტაინმა და თურქეთმა.

ოლიმპიადის პროგრამაში იყო რამდენიმე სიახლე: თხილამურებით რბოლაში პირველად გათამაშდა მედლების კომპლექტი ესტაფეტაში. დებიუტი ჰქონდა ზამთრის თამაშებზე სამთო თხილამურებს - კომბინაციაში (სწრაფდაშვება და სლალომი) მამაკაცები და ქალები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

სამხედრო პატრულების რბოლა ზედიზედ მესამედ იყო წარმოდგენილი სადემონსტრაციო სახეობად. იგივე სტატუსი ჰქონდა აისშტოკს - ქიორლინგის გერმანულ ნაირსახეობას.

გახსნის ცერემონია

პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, სუფთა სპორტული თვალსაზრისით, გარმიშ-პარტენკირხენის თამაშებმა ძლიერი გავლენა იქონია ზამთრის ოლიმპიადებისა და მთლიანად ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაზე. კერძოდ, სწორედ ამ თამაშებზე, პირველად ისტორიაში, აინთო ოლიმპიური ცეცხლი; დახურვის დღეს კი ჩირაღდანი ჩაქრა. ასე დაედო საფუძველი ტრადიციას, რომელიც დღემდე გრძელდება.

ასევე გერმანაში ჩაისახა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის იდეა. სადებიუტო ეტაპი გარმიშ-პარტენკირხენსა და ბერლინს შორის ჩატარდა.

გახსნის ცერემონია, ტრადიციულად, მონაწილე ქვეყნების აღლუმით გაიხსნა. თამაშები გახსნილად გამოაცხადა გერმანიის რაიხკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა, რასაც მოჰყვა ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლის დანთება და ოლიმპიური ჰიმნის ფონზე ოლიმპიური დროშის აღმართვა. გერმანელმა ორჭიდელმა ვილჰელმ ბოგნერმა კი ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა.

გახსნის ცერემონია ორი საათი გრძელდებოდა.

სამთო თხილამურების დებიუტი

როგორც ვთქვით, ამ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა სამთო თხილამურებს. ამას წინ უძღოდა მცირე სკანდალი. საქმე შემდეგში მდგომარეობდა: სოკ-მა გადაწყვიტა, რომ სამთო თხილამურების ინსტრუქტორებს ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან ისინი პროფესიონალები იყვნენ.

ამან სპორტსმენების მასობრივი პროტესტი გამოიწვია, ავსტრიისა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა კი საერთოდ თამაშების ბოიკოტირება გადაწყვიტეს. თუმცა ზოგიერთმა ავსტრიელმა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ ოლიმპიური ზეიმის ნაწილი გამხდარიყვნენ, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და მაინც გამოვიდა გარმიშ-პარტენკირხენში.

როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ოქრო და ვერცხლი გერმანელ მოთხილამურეებს ერგოთ. ქალებს შორის მესამე ადგილი დაიკავა ნორვეგიელმა ლაილა სკოუ-ნილსენმა, რომელიც ციგურებით სირბილში მსოფლიოს მოქმედი რეკორდსმენი იყო 500, 1000, 1500, 3000 და 5000 მეტრ დისტანციებზე. 1936 წლის თამაშებში ქალების ციგურებით სირბილი შეტანილი არ იყო.

ფიგურული სრიალი

იმ წლებში ავსტრიელები უდავო ლიდერები იყვნენ ფიგურულ სრიალში, მაგრამ 1936 წელს ხელი მოეცარათ სპორტულ წყვილებში, რადგან გამარჯვება რთულ ბრძოლაში მესამე რაიხის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ერნსტ ბაიერისა და მაქსი გერბერის წყვილი მსოფლიოს ოთხგზის (1936-39) და ევროპის ხუთგზის (1935-39) ჩემპიონი იყო. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც პარალელური ნახტომი შეასრულეს. გარდა ამისა, ბაიერი ინდივიდუალურ სრიალშიც გამოდიოდა და IV ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა.

1936 წლის თამაშებზე ლეგენდარულმა სონია ჰენიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას იმ დროს ბადალი არ ჰყავდა, თუმცა ამისთვის ტიტანური ძალისხმევა დასჭირდა. გარმიშ-პარტენკირხენში ის უდიდეს ზეწოლას გრძნობდა და პოლიციის გამოძახებაც კი ხდებოდა საჭირო მის სანახავად მისული ბრბოს შესაჩერებლად.

აუცილებელი ფიგურების შემდეგ ჰენი მხოლოდ 3.6 ქულით უსწრებდა 15 წლის ბრიტანელ სესილია კოლეჯს, მაგრამ სონიმ მოახერხა დამშვიდება და ზედიზედ მესამე ოქროს მოპოვება.

თამაშების შემდეგ ის ამერიკულ პროფესიულ ბალეტში წავიდა და იქ ფანტასტიკურ წარმატებას მიაღწია. 17-ათასიან "მედისონ სკვერ გარდენში" მიმდინარე სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა ძალიან რთული საქმე იყო. ამ სპექტაკლებმა, აგრეთვე, ჰოლივუდში გადაღებულმა 13-მა ფილმმა მას იმ დროისთვის დაუჯერებელი შემოსავალი - 76 მილიონი დოლარი მოუტანა.

ოლიმპიადაზე ჩასულმა ზოგიერთმა დელეგაციამ სონია ჰენი პროფესიონალიზმში დაადანაშაულა (თამაშებზე მხოლოდ მოყვარულები გამოდიოდნენ). პასუხად ნორვეგიულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ჰენის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, სრული შემადგენლობით დატოვებდა გარმიშ-პარტენკირხენს (ეს კი ოლიმპიადის ჩაშლის ტოლფასი იქნებოდა). სოკ-მა გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია ამ პროტესტისთვის.

ჰოკეის ტურნირი

ჰოკეის ტურნირში ერთბაშად 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ჩემპიონის გამოვლენა სამ ეტაპად მოხდა. მთავარმა ფავორიტმა კანადამ პირველი ეტაპი დამაჯერებლად გაიარა, მაგრამ მეორე სტადიაზე სენსაცია მოხდა - კანადამ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად წააგო მატჩი.

ფავორიტის დამარცხება შეძლო ბრიტანეთმა (5:4). გუნდებს მეორე ეტაპზე მოპოვებული ქულები ფინალურ ჯგუფში გადაჰყვათ და როცა იქ ბრიტანეთმა ფრე ითამაშა აშშ-სთან, ის უკვე მიუღწეველი იყო კანადისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველად ოქროს მედალი არ წავიდოდა ჰოკეის სამშობლოში.

ბრიტანეთის ეს ტრიუმფი იმით აიხსნება, რომ ეს გუნდი კანადელი ჰოკეისტებით იყო დაკომპლექტებული, მხოლოდ კარლ ერჰარდი გახლდათ ლონდონელი. ის საჩემპიონო გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იყო - ტურნირის დროს 39 წელი შეუსრულდა. ერჰარდი 1988 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოლიმპიადის გმირი

გარმიშ-პარტენკირხენში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ციგურებით სირბილში ტურნირი არა ორ, არამედ ოთხ დღეს გრძელდებოდა. თითო დისტანციაში თითო დღეს თამაშდებოდა მედლები.

სპორტის ამ სახეობაში და მთლიანად ოლიმპიადაზე მთავარი გმირი გახდა ნორვეგიელი მოციგურავე ივარ ბალანგრუდი, რომელმაც 500, 5000 და 10000 მეტრ დისტანციებზე გაიმარჯვა, 1500 მეტრზე კი ვერცხლის მედალი აიღო.

ასე რომ, ბალანგრუდის ანგარიშზე სამ ოლიმპიადაზე ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოდიოდა.

ტრამპლინიდან ხტომა ზედიზედ მეორედ მოიგო ნორვეგიელმა ბირგერ რუუდმა, რომელსაც მეორე მსოფლიოს ომის დროს სასტიკად მოექცა ფაშისტური რეჟიმი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი საკონცენტრაციო ბანაკში იყო გამომწყვდეული.

დახურვის ცერემონია

17 საათზე სოკ-ის პრეზიდენტმა ბაიე-ლატურმა დაიწყო მედლების გადაცემა ჩემპიონებისთვისა და პრიზიორებისთვის. შვიდჯერ გაიჟღერა ნორვეგიის ჰიმნმა. ამ ქვეყნის ნაკრებმა ისევ მოიგო საერთო ჩათვლა. სამჯერ შესრულდა გერმანიის ჰიმნი, ორჯერ - შვედეთის. თითო გამარჯვებული ჰყავდათ ავსტრიასა და ფინეთს.

სოკ-ის პრეზიდენტის გარდა, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის სამხედრო მინისტრი, გერმანიის სპორტული მოძრაობის ხელმძღვანელი და IV ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი, დოქტორი რიტერ ფონ გალტი.

ცერემონიის დასრულების შემდეგ სოკ-ის პრეზიდენტმა IV ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა.

ბობსლეი

ორადგილიანი, მამაკაცები. 1. აშშ-1 (აივან ბრაუნი, ალენ უოშბონდი); 2. შვეიცარია-2 (ფრიც ფაიერაბენდი, იოზეფ ბეერლი); 3. აშშ-2 (ჯილბერტ კოლგეიტი, რიჩარდ ლოურენსი)...

ოთხადგილიანი, მამაკაცები. 1. შვეიცარია-2 (პიერ მიუზი, არნოლდ ჰარტმანი, შარლ ბუვიე, იოზეფ ბეერლი); 2. შვეიცარია-1 (რეტო კაპადრუტი, ჰანს აიშელი, ფრიც ფეირაბენდი, ჰანს ბიუტიკოფერი); 3. ბრიტანეთი (ფრედერიკ მაკევოი, ჯემის კარდნო, გაი დადგილი, ჩარლზ გრინი)...

ციგურებით სირბილი

500 მ. მამაკაცები. 1. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია) - 43,4; 2. გორგ კროგი (ნორ) - 43,5; 3. ლეო ფრეიზინგერი (აშშ) - 44,0...

1 500 მ. მამაკაცები. 1. შარლ მატისენი (ნორ) - 2.19,2; 2. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია) - 2.20,2; 3. ბირგერ ვასენიუსი (ფინ) - 2.21,9...

5 000 მ. მამაკაცები. 1. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია) - 8.19,6; 2. ბირგერ ვასენიუსი (ფინ) - 8.23,3; 3. ანტერო ოიალა (ფინ) - 8.30,1...

10 000 მ. მამაკაცები. 1. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია) - 17.24,3; 2. ბირგერ ვასენიუსი (ფინ) - 17.28,2; 3. მაქს შტიპლი (ავსტრია) - 17.30,0...

სათხილამურო ორჭიდი

ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. ოდბიორნ ჰაგენი (ნორ) - 430,3; 2. ოლაფ ჰოფსბაკენი (ნორ) - 419,8; 3. სვერე ბროდალი (ნორ) - 408,1...

თხილამურებით სირბილი

18 კმ. მამაკაცები. 1. ერიკ-აუგუსტ ლარსონი (შვედ); 2. ოდბიორნ ჰაგენი (ნორ); 3. პეკა ნიემი (ფინ)...

50 კმ. მამაკაცები. 1. ელის ვიკლუნდი (შვედ); 2. აქსელ ვიქსტრიომი (შვედ); 3. ნილს-იოელ ენგლუნდი (შვედ)...

ესტაფეტა. მამაკაცები. 1. ფინეთი (სულო ნურმელა, კლაეს კარპინენი, მატი ლიაჰდე, კალ იალკანენი); 2. ნორვეგია (ოდბიორნ ჰაგენი, ოლაფ ჰოფსბაკენი, სვერე ბროდალი, ბიარნე ივერსენი); 3. შვედეთი (იონ ბერგერი, ერიკ-აუგუსტ ლარსონი, არტურ ჰოგბლადი, მარტინ მატსბო)...

ტრამპლინიდან ხტომა

K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ბირგერ რუუდი (ნორვეგია) - 232; 2. ს. ერიქსონი (შვედ) - 230,5; 3. რ. ანდერსენი (ნორ) - 228,9...

სამთო თხილამურები

კაცები. კომბინაცია (სწრაფდაშვება+სლალომი). 1. ფრანც პფნიური (გერ) - 99,25; 2. გუსტავ ლანტშნერი (გერ) - 96,26; 3. ემილ ალე (საფ) - 94,69...

ქალები. კომბინაცია (სწრაფდაშვება+სლალომი). 1. კრისტლ კრანცი (გერ) - 97,06; 2. კეტ გრასეგერი (გერ) - 95,26; 3. ლაილა სკოუ-ნილსენი (ნორ) - 93,48...

ფიგურული სრიალი

მამაკაცები. 1. კარლ შეფერი (ავსტრია) - 2959/7; 2. ერნსტ ბაიერი (გერ) - 2805,3/24; 3. ფელიქს კასპარი (ავსტრია) - 2801/24...

ქალები. 1. სონია ჰენი (ნორვეგია) - 2971,4/7,5; 2. სესილია კოლეჯი (ბრიტ) - 2926,8/13,5; 3. ვივი-ან ჰიულტენი (შვეიც) - 2763,2/28...

სპორტული წყვილები. 1. მაქსი გერბერი/ერნსტ ბაიერი (გერ) - 103,3/11; 2. ილზე პაუზინი/ერიკ პაუზინი (ავსტრია) - 102,7/19,5; 3. ემილია როტერი/ლასლო შოლასი (უნგრეთი) - 97,6/32,5...

ჰოკეი

მამაკაცები. 1. ბრიტანეთი (ჯეიმს ფოსტერი, არტურ ჩაილდი, გორდონ დეილი, კარლ ერჰარდი, რობერტ უიმენი, ედგარ ბრენჩლი, ალექსანდრ ერჩერი, ჯონ დეივი, ჯეიმს ჩეპელი, ჯონ კოუერდი, არჩიბალდ სტინჩკომბი, ჯეიმს ბორლენდი, ჯონ კილპეტრეკი); 2. კანადა (ფრენსის მური, არტურ ნეში, ჰერმანი მიურეი, უოლტერ კიტჩენი, რაიმონდ მილტონი, დევიდ ნევილი, ჰაგ ფარგუჰარსონი, უილიამ ტომსონი, კენეტ ფარმერ-ჰორნი, ალექსანდრ სინკლერი, რალფ სენ-ჟერმენი, მაქსველ დიკონი, ჯეიმს ჰეგარტი); 3. აშშ (ტომას მუნი, ფრენსის შონესი, ფილიპ ლაბატი, პოლ როუ, ფრენსის სპეინი, ელდრიჯ როსი, გორდონ სმიტი, ფრენკ სტაბზი, ჯონ გარისონი, ჯონ ლეკსი, აუგუსტ კემერი).

ყველა მედალი

ო ვ ბ ს

1. ნორვეგია 7 5 3 15

2. გერმანია 3 3 0 6

3. შვედეთი 2 2 3 7

4. ფინეთი 1 2 3 6

5. შვეიცარია 1 2 0 3

6. ავსტრია 1 1 2 4

7. ბრიტანეთი 1 1 1 3

8. აშშ 1 0 3 4

9. კანადა 0 1 0 1

10. უნგრეთი 0 0 1 1

10. საფრანგეთი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: III ოლიმპიური თამაშები

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?

"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო

გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს

"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?

"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?

[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა

14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა

TimeLine: არცერთი ნაბიჯი უკან!

ჰიტლერისა და მუსოლინის საყვარელი კლუბები - "დუჩეს" ფავორიტი გუნდის მწვრთნელი ოსვენციმში მოკლეს...

"რობერტ ლევანდოვსკი ჰიტლერის დის შვილიშვილია?!" - პოლონელის შესახებ უცნაური ცნობა გავრცელდა