გია გიორგაძე ბუდვაში დასრულებული 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობის შესახებ საუბრობს
ამას წინათ ბუდვაში (ჩერნოგორია) დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 27 წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუმცა ვერც ერთი მათგანი კვარცხლბეკს ვერ შესწვდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით 23 ოქტომბერს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს ვესაუბრეთ.

- ფაქტებით მინდა დავიწყო: ასაკობრივ პირველობებში ყოველთვის ორ-ორ მოჭადრაკეს ვაფინანსებდით - საქართველოს ჩემპიონებს მსოფლიოს, ვერცხლისმედალოსნებს კი ევროპის პირველობებზე.

წლეულს დებულებაში ცვლილებები შევიტანეთ და 8-10-12 წლის მოჭადრაკეებისთვის, სადაც წარმატების მეტი შანსი გვქონდა, თანაც კონტინენტის პირველობაზე, თითო ადგილი დავამატეთ. ამასთანავე, თხოვნით მივმართეთ რამდენიმე ქალაქის მესვეურთ და მათაც რამდენიმე მოთამაშე დააფინანსეს.

იმის თქმა მინდა, რომ ქართველ მოჭადრაკეთაგან, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი, შინ არ დაგვიტოვებია.

ბუდვაში წამსვლელთათვის ცალკე მოვაწყვეთ შეკრებები. ახალგაზრდებთან მეცადინეობებს ატარებდნენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი, დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა, რომელიც არა მარტო საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო თეორეტიკოსად მიიჩნევა, და დათო ჯოჯუა - საქართველოს ქალთა ნაკრებისა და დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილის პირადი მწვრთნელი.

მოზარდთა მომზადების საქმეში აქტიურად ჩაერთო თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია. კარგად გვესმის, რომ მარტო წვრთნით შორს ვერ წავალთ.

ახალგაზრდებისთვის სათამაშო პრაქტიკის მისაღებადაც რამდენიმე ტურნირი გავმართეთ.

ასაკობრივი პირველობების გარდა, ისინი მონაწილეობდნენ ბუხუტი გურგენიძის, შოთა ინწკირველისა და ვახტანგ ქარსელაძის მემორიალებში, ტყიბულისა და ბათუმის ბავშვთა ტურნირებში, ევროპის თასზე, რომელსაც ურეკმა უმასპინძლა, ნანა ალექსანდრიას თასზე ფოთსა და ნონა გაფრინდაშვილის თასზე - თბილისში.

რამდენიმე მოჭადრაკე ჯერმუკის ორ ტურნირზე გავგზავნეთ. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ბუდვაში ევროპის პირველობის ორგანიზატორებმა მოასპარეზეებს თამაშისა და აქტიური დასვენების ყოველგვარი პირობა შეუქმნეს.

ისიც მინდა დავძინო, რომ შეჯიბრებაზე წავიყვანეთ ნიჭიერი მოჭადრაკეები - ირაკლი ბერაძე და ნატო იმნაძე, რომლებსაც ამ პირველობის საგზური არ ჰქონდათ. ბუდვაში ჩვენს გოგო-ბიჭებს კონსულტაციებს უწევდნენ ხვიჩა სუპატაშვილი, ლაშა ჯანჯღავა და ლევან ბახტაძე.

ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ჩერნოგორიიდან უმედლოდ არ დავბრუნდებოდით; მართალი გითხრათ, უფრო უმცროსი ასაკის მოჭადრაკეების იმედი გვქონდა. დიანა ლომაიამ, თამარ ესაძემ, ნიკოლოზ კაჭარავამ ხომ წლეულს ბუდვამდე თითქმის ყველა ასპარეზობა მოიგეს. იქ კი ვერაფერს გახდნენ. სხვებზე უკეთ სწორედ უფროსი ასაკის მოჭადრაკეები გამოვიდნენ, ვისიც ნაკლებად გვეიმედებოდა.

- ლოკალური შეკრებები კარგია, მაგრამ მოჭადრაკეებთან მთელი წლის განმავლობაში მუშაობაა საჭირო. მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელებზე რას იტყვით?

- ცოდვა გამხელილი ჯობია - მწვრთნელების მხრივ მართლაც დიდი დეფიციტი გვაქვს: მოგვიმრავლდნენ თვითნასწავლი მწვრთნელები, ამიტომ შედეგებიც არ ჩანს. დიდი დაღი დაგვასვა თავის დროზე სპორტის აკადემიის გაუქმებამ.

ყველაფერს ვიღონებთ მომავალ სპორტის უნივერსიტეტში ჭადრაკის მწვრთნელთა სპეციალობის აღსადგენად. ტალანტების ნაკლებობას არ განვიცდით, ამიტომ სამომავლო რეზერვს მწვრთნელთა კორპუსის გაძლიერებაში ვხედავ.

იმათ მოსაზრებასაც ვიზიარებ, ვინც ამბობს, რომ ჭადრაკის ფედერაციამ მწვრთნელების კვალიფიკაციაზე მეტი უნდა იზრუნოს. მესმის, რომ ოჯახი ჰყავთ სარჩენი და რამდენიმე ადგილას მუშაობენ, ხარისხზე მეტად რაოდენობაზე ზრუნავენ, მაგრამ მოზარდებმა რა დააშავეს?! მეტი უნდა ვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარებაზე და დროულად გადავდგათ ნაბიჯები.

თუმცა ფედერაცია ყველაფერს ვერ გასწვდება ფინანსურად, ამიტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადგომით გვინდა, რეგიონებში თითო კვალიფიციური მწვრთნელი მაინც გვყავდეს, რომლებთანაც პირადი მწვრთნელების დახმარებით ოსტატობას აიმაღლებენ განსაკუთრებით ნიჭიერი მოჭადრაკეები.

მუნიციპალიტეტები ამგვარი მწვრთნელების თუნდაც წილობრივ დაფინანსებაზე თუ დაგვთანხმდებიან, დიდი საქმე გაკეთდება.

შეკრებებზე მყოფ მწვრთნელებს არაერთხელ დაუჩივლიათ, ბავშვები დებიუტებში ვერ ერკვევიანო, ან უფრო დახურულ დებიუტებს მიმართავენ. ჩვენს დროს კი პირიქით იყო - მასწავლებლები უფრო ღია დებიუტებს გვათამაშებდნენ, რომ ფანტაზიისთვის მეტი გასაქანი მიგვეცა.

სამწუხაროდ, დღევანდელ მოზარდთა პარტიებში იშვიათად ნახავთ თვითშემოქმედებას.

- თქვენ თქვით, რომ ნიჭიერი მოჭადრაკეებისთვის წელიწადში 3-4 შეკრებას მაინც აწყობთ. ხომ არ იქნებოდა სასურველი, თითოეულ ასაკში საქართველოს პირველობებზე პირველ-მეექვსე ადგილებზე გასული მოჭადრაკეებისთვის იმ საწვრთნელი შეკრებებისას გრან პრი გაგვეთამაშებინა ოთხ ეტაპად, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შესულიყო და გამარჯვებული დამატებით დაგეფინანსებინათ ევროპის პირველობაზე გასამგზავრებლად.

- საინტერესო მოსაზრებაა. ფედერაციის სხდომაზე განვიხილავთ, რა ფორმით ჩავატაროთ ეს შეჯიბრება. მთავარია დროის გამოთავისუფლება. მომავალი წლიდან ამ მხრივაც უკეთესი მდგომარეობა გვექნება.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ასაკობრივი პირველობების ჩასატარებლად კონკურსი გამოვაცხადეთ. უკვე მივიღეთ განაცხადები ქუთაისიდან, ფოთიდან და მარნეულიდან.

ქუთაისის მერიამ გვაცნობა, რომ მოზარდთა შეჯიბრებების საპრიზო ფონდისთვის 15.000 ლარს გამოყოფენ, რაც სოლიდური დაფინანსებაა. მარნეულს მხარში ამოუდგა კომპანია "სოკარი".

გამარჯვებულებს ლეპტოპებით დავაჯილდოვებთო, თან თბილისიდან მარნეულში წასაყვანად და უკან დასაბრუნებლად შეჯიბრების მონაწილეებს ყოველდღიურად კომფორტული ავტობუსი მოემსახურება.

ასე რომ, საინტერესო წინადადებები შემოგვთავაზეს. რაც მთავარია, რეგიონებში საქართველოს პირველობების გამართვა პერიფერიებში ჭადრაკს გამოაცოცხლებს.

- სასკოლო ჭადრაკზეც მინდა გკითხოთ: გარი კასპაროვის პროექტი რატომ არ ამოქმედდა?

- ჩვენი მხრიდან ამ პროექტს დაბრკოლება არ ექნება, შევარჩიეთ 100 სკოლა და ამდენივე მწვრთნელი, რომლებიც მოსწავლეებთან იმუშავებენ. მათ გადამზადებასაც ვაპირებდით, მაგრამ განათლების სამინისტრომ ეს პროექტი დააკონსერვა.

საქმე ის არის, რომ მის ასამუშავებლად სერიოზული პრობლემები არ არსებობს: გასარკვევია, მეცადინეობების ჩასატარებლად ერთი თუ ორსაათიანი გაკვეთილებია ოპტიმალური, თან რომელი კლასიდან დაიწყოს მისი ამოქმედება, როგორ ჩაჯდეს სასწავლო პროგრამაში. საცოდაობაა, ასეთი პროექტი გქონდეს და ვერ იყენებდე.

იმედია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ მის ასამუშავებლად. მაშინ ტალანტების მოძიებაც გაგვიადვილდება და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასაც ხელი შეეწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ᓚᓝᓞᓝᓢᓐ ᓛᓝᓭᓐᓓᓠᓐᓙᓔ ᓥᓐᓚᓗᓐ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓛᓔ-4 ᓔᓢᓐᓞᓡ ᓣᓛᓐᓡᓞᓘᓜᓫᓚᓔᓑᓡ
ᓒᓘᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓐᓫᓔ: ᓩᓕᓔᓜᓔᓑᓖᓔ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓞᓘᓠᓝᓑᓔᓑᓘ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓩᓘᓜᓔᓗᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓠᓣᓡᓔᓗᓘᓡ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓡ ᓗᓣ ᓔᓥᓜᓔᓑᓐᓗ
საქართველოს მთავრობა ჭადრაკის ფედერაციას 38.5 მილიონ ლარს გამოუყოფს
რეკორდსმენი ჩემპიონი ნინო ხურციძე: ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
ᓒᓘᓐ გᓘᓝᓠᓒᓐძᓔ: ᓛიზᓐᓜᓘ ᓣᓪᓕᓚᓔᓚᓘა, ᓥᓐᓚᓔბᓘსგᓐᓜ მᓔᓓᓚᓔბᓡ ᓕᓔლᓘᓗ
რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?
საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა