საშინელი მინდორი და თავაშვებული რასიზმი
"ხიმკი არენის" მოედნის საფარი ჯერ კიდევ თამაშამდე იყო საშინელ მდგომარეობაში. იმისთვის, რომ მოედანს მეტ-ნაკლებად რესპექტაბელური იერი მიეღო, მასპინძლებმა ის, უბრალოდ, შეღებეს!

დელეგაციის წევრმა, "სიტის" აკადემიის დირექტორმა ბრაიან მერვუდმა პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი საშინელება ინგლისში მას მხოლოდ უბნებში არსებულ პატარა სტადიონებზე უნახავს. მანუელ პელეგრინიმ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას არ სჯერა, რომ მატჩის დელეგატმა ამ პირობებში შეხვედრის ჩატარებაზე თანხმობა თქვა.

არენის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა მთავარი პრობლემა. გულშემატკივართა ნაწილი სტუმართა შავკანიან მოთამაშეებს რასისტული შეძახილებით დახვდა. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ მატჩის დელეგატს ოქმში ამის შესახებ არაფერი ჩაუწერია, ყოველ შემთხვევაში, რუსული წყაროები ამაში გვარწმუნებენ. მიუხედავად ყველაფრისა, "ქალაქელებმა" ცსკა-ს მძიმე ბრძოლაში, მაგრამ დამსახურებულად წაართვეს სამი ქულა.

მანუელ პელეგრინი: "კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენთვის ეს საკმაოდ მძიმე შეხვედრა აღმოჩნდა. ასეთ მოედანზე ფეხბურთის თამაში რთული იყო. დღეს მოპოვებული სამი ქულა, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მართალია, სამი ტური კიდევ სათამაშო გვაქვს, თუმცა აქედან ორი შინ დაგვრჩა. ამიერიდან გვეცოდინება, რომ თუკი მოვიგებთ, პლეი ოფის საგზურს კიდევ უფრო მივუახლოვდებით. დღეს ისეთი განწყობით ვითამაშეთ, რომ თუკი ვერ მოვიგებდით, ეს მარცხის ტოლფასი იქნებოდა".

იაია ტურე: "მატჩის არბიტრს ვთხოვე, რასისტული შეძახილებისთვის ყურადღება მიექცია, რადგან ის უკიდურესად შემაწუხებელი იყო. არადა, ხმამაღლა ამგვარ მოვლენას ყოველთვის ვგმობთ. უბრალოდ გაკვირვებული კი არა, გაცოფებული ვარ. უეფა ვალდებულია, ამის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეს, ალბათ, სტადიონს დისკვალიფიკაცია უნდა მისცეს რამდენიმე თვით ან თუნდაც წლით.

ვერაფერს გეტყვით. თუკი რეაქცია მყისიერი არ იქნება, შავკანიან ფეხბურთელებზე მსგავსი თავდასხმები თავისით არ შეწყდება. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. იმ ადამიანებს, ვინც გვიყვიროდა და შეურაცხგვყოფდა, მინდა ბედნიერება და სიკეთე ვუსურვო, რადგან ასეთებს სხვა ადამიანების გაბრაზების სურვილი არასოდეს უჩნდებათ. ყვირილი და შეურაცხყოფა მხოლოდ უბედურებსა და უსინდისოებს შეუძლიათ".

ივუარელის აღშფოთებას "სიტის" ხელმძღვანელობაც იზიარებს. "სქაი სპორტსის" ვარაუდით, უეფა შესაბამის საჩივარს მანჩესტერელებისგან მალე მიიღებს. "შეხვედრის მთავარი არბიტრისა და მატჩის დელეგატის მოხსენებით ბარათებს ველოდებით. როგორც კი საბუთებს შევისწავლით, გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ ამის მერე მივიღებთ," - განაცხადეს უეფას პრესცენტრში.

"სტადიონებზე ნუ დაუშვებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც საფეხბურთო მატჩების დროს ასე იქცევიან. შეიძლება ისინი მხოლოდ ამის მერე დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე. რუსეთს ჰყავს ხელმძღვანელობა და ის ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სხვა დროს მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. რუსეთში ასეთი ინციდენტები კი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება," - განაცხადა ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯიმ ბოისმა.

კიდევ უფრო რადიკალური განცხადება გააკეთა ანტირასისტული ორგანიზაცია Kick It Out-ის ხელმძღვანელმა ლორდმა ჰერმან ჯორჯ ოუსლიმ:

"შეხვედრის არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი უეფამ მსაჯობას უნდა ჩამოაცილოს გამოძიების დასრულებამდე მაინც, რადგან ის ვალდებული იყო, შეეწყვიტა თამაში იმის გამო, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა. ის არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, მგონია, რომ მისმა ხელმძღვანელებმა დასკვნები უნდა გამოიტანონ".

კომპანი მზად არის

ცსკა-სთან თამაშის დასრულების შემდეგ "სიტის" თავკაცმა ვენსან კომპანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ბელგიელი კაპიტანი კვირას "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" თამაშს შეძლებს. 27 წლის ცენტრალური მცველი 5 ოქტომბერს "ევერტონთან" შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მკურნალობდა.

აკინფეევმა ანტირეკორდი განაახლა

"მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში იგორ აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი კიდევ ერთხელ განაახლა. 27 წლის ნიჭიერმა რუსმა გოლკიპერმა ზედიზედ მე-18 შეხვედრაში გაუშვა გოლი. მასვე ეკუთვნოდა წინა "მიღწევაც".

აღნიშნულ სიაში მე-2 ადგილზე "ეინდჰოვენის" კარის დარაჯი რონალდ ვატერეუსია. ჰოლანდიელმა თავის დროზე ზედიზედ 16 შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ვატერეუსის შემდეგ დგანან "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" მეკარე ანტონის ნიკოპოლიდისი (15) და "ნიუკასლის" შეი გივენი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
უეფა თანახმაა, მუნდიალი 2022-ის ფინალი 23 დეკემბერს გაიმართოს
იაია ტურე: ფეხბურთის ფანები, ადამიანები ახლა უფრო იდიოტები არიან, ვიდრე ადრე
პრემიერლიგა. XXXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: შანსების შემქმნელი
აკინფეევს "რეალში", "ბარსელონასა" და "იუნაიტედში" თამაში შეუძლია - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"ნიუკასლს" და ირლანდიის ნაკრებს მეკარე გამოაკლდათ
"ვესტ ჰემის" გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ტურე: გვარდიოლას იმდენ ფულს აძლევენ და ლიგა ვერ უნდა მოიგოს?!
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
კურიოზი: რას აკეთებს "ასტონ ვილას" მეკარე?!
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის ფაქტები და ციფრები: "უემბლიმ" "ტოტენჰემი" არაფრით მიიღო
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. G ჯგუფი: არ მესროლოთ, ილიე ვარ [VIDEO]
კუშანაშვილი: ცსკა-ს პრეზიდენტს შევეხვეწები, ან რევიშვილი იყიდოს, ან ლორია
Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
რუსეთის ნაკრებმა მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა
იაია ტურე: საუკეთესო მოგონება "რეალის" სტუმრად 6:2 დამარცხებაა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი