საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი მალე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის მაისურით ითამაშებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ჯობავა მალე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის, "ოსერის" მაისურით ითამაშებს.

გულშემატკივარს მისი ხილვა ნოდარ აკობიას გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში, თბილისური შესარჩევი ეტაპის დროს შეეძლო. ჯობავამ სამივე შეხვედრა ჩაატარა და სამივე - ძირითად შემადგენლობაში.

როგორ მოხვდა საფრანგეთში, როგორ აფასებს ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების შანსებს...

ამის შესახებ ელაპარაკა ჯობავა "ლელოს"...

- დავიწყოთ იმით, თუ როგორ მოხვდით საფრანგეთში. ასეთ ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში ქართველის თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს...

- ყველაფერი ორი წლის წინათ დაიწყო, როცა ჩვენმა ნაკრებმა შვედეთში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა. აღმოჩნდა, რომ იქ "ოსერის" სელექციონერი იმყოფებოდა, შემამჩნია და წამიყვანა.

- მანამდე სად თამაშობდით?

- "ნორჩი დინამოს" გაზრდილი ვარ, რეზო ბარამიძე მავარჯიშებდა.

- საფრანგეთში ქართველებისთვის სწავლაც პრობლემურია და თამაშიც. თქვენ ეს უფლება როგორ მოიპოვეთ?

- თამაში რომ დამეწყო, ლიცენზიას ერთ წელიწადზე მეტხანს ველოდი. ასე რომ, ეს უფლება იოლად არც მე მომიპოვებია.

- უფლების მიღებამდე თბილისში ვარჯიშობდით?

- არა, საფრანგეთში დამტოვეს და "ოსერის" ასაკობრივ გუნდში მავარჯიშებდნენ, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებს ვერ ვატარებდი. სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ ამხანაგურებში მქონდა.

საფრანგეთში წასვლიდან წელიწადი და სამი თვე რომ გავიდა, კლუბმა მხოლოდ მაშინ მოახერხა ჩემთვის ამ უფლების მოპოვება. ესეც ახლახან მოხდა. მაგრამ მოთმინება მიღირდა, რადგან საფრანგეთში წასვლა ჩემთვის არის შანსი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

- ახლა რომელ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობთ?

- "ოსერის" დუბლებში ვარ და იმედია, ამ უფლების მოპოვების შემდეგ მალე ვითამაშებ კიდეც. ჯერ 16 წლის ვარ და საფრანგეთში ვარჯიშიც კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- თქვენს ასაკში უფრო ადვილია ევროპული ფეხბურთის გაგება და ათვისება. აქედან წასულს სასწავლი ბევრი გექნებოდათ...

- ცხადია. ამდენი ხანია, საფრანგეთში ვვარჯიშობ და ამან მართლაც ბევრი რამ შემძინა.

- ყველაზე რთული რა იყო?

- ენობრივი ბარიერის გადალახვა. არც ფრანგული ვიცოდი და არც ინგლისური, უამისოდ კი თანაგუნდელებსა და მწვრთნელთან ურთიერთობა მიჭირდა. მაგრამ ახლა ენა ვისწავლე, ეს პრობლემა მომეხსნა, ვარჯიშიც ბევრად გამიადვილდა და ცხოვრებაც. უკვე მშვენივრად მესმის, რას მიხსნის მწვრთნელი და რას მეუბნებიან თანაგუნდელები. თამაშის დროს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თუ ენა არ იცი, ძალიან გაგიჭირდება.

- შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაშზე რას იტყვით? გულახდილად თქვით - კმაყოფილი დარჩით?

- ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჰოლანდიასთან დავმარცხდით და მხოლოდ მეორე ადგილი დავიკავეთ. არადა, პირველზე გასვლა გვსურდა და ცხადია, ეს არავის გვესიამოვნა. გულშემატკივრები ხომ ჩვენგან მეტს ელოდნენ.

იანვარში ტურნირზე მივემგზავრებით და ვეცდებით, ისე მოვემზადოთ და შევთამაშდეთ, რომ ელიტრაუნდს გაცილებით უკეთესად შევხვდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

peto jaxua
დავაი ჯობა მიაწექი
data megrelishvili
წარმატებები ჯობა :*
guja_kakhadze
გორგის წარმატებას ვუსურვებ!!!!
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში საფრანგეთთან ამხანაგური მატჩის წინ ცვლილებაა
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
ქართველი 17-წლამდელები მინსკის ტურნირზე ირანს ამარცხებენ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა
[VIDEO] U17. საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
ნოდარ აკობია: ელიტრაუნდისთვის მეც იმედიანად ვარ და ბიჭებიც
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ