ველოსპორტში დოპინგ-სკანდალები არ წყდება
ცნობილმა კანადელმა ველომრბოლელმა რაიდერ ჰესიედალმა აკრძალული პრეპარატის გამოყენება აღიარა.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ველომრბოლელმა მიკაელ რასმუსენმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, რომელშიც დაადანაშაულა ველოსაჯინიბო Saxo-Tinkoff-ის გენერალური მენეჯერი ბიარნე რიისი.

დანიელმა დაწერა, რომ რიისის გუნდში სპორტსმენები დოპინგს იყენებდნენ და ამის შესახებ მენეჯერმა კარგად იცოდა. წიგნში დანიელი გვამცნობს, რომ 2012 წლის ჯირო დ’იტალიას გამარჯვებულმა რაიდერ ჰესიედალმა 2003 წელს გამოიყენა ერითროპოეტინი. კანადელმა ველომრბოლელმა დაადასტურა ამგვარი ბრალდებების მართებულობა.

"ველოსპორტი ჩემი ცხოვრებაა. ასე იყო ყოველთვის, რაც კი საკუთარი თავი მახსოვს. მე მიყვარს და ვცხოვრობ ამ სახეობით, მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ არასწორი გზა ავირჩიე. მართალია, შეცდომა 10 წლის წინ დავუშვი და დიდი ხანი არ გაგრძელებულა, ეს არაფერს ცვლის - მე გავაკეთე და ვცხოვრობდი ამით. სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვაღიარებდი ამას", - განაცხადა ჰესიედალმა.

სპორტსმენის ამჟამინდელ გუნდში - Garmin-Sharp-ში გამოაცხადეს, რომ ჰესიედალმა უკვე მისცა ჩვენება აშშ-ისა და კანადის ანტისადოპინგო სააგენტოებს.

კანადის ველოსპორტის ფედერაციამ თავის განცხადებაში ყურადღება მიაქცია იმას, რომ ჰესიედალის საქმე კიდევ ერთხელ გვიჩვენებს: ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან წარსულის დოპინგ-საქმეებთან ბრძოლაში.

ჰესიედალი 2012 წელს გახდა ჯირო დ'იტალიას ტრიუმფატორი, როცა ბოლო ეტაპზე გამარჯვება გამოსტაცა ესპანელ ხოაკიმ როდრიგესს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯირო ირლანდიაში დაიწყება

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად