საქართველოს მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ნაკრები გუნდები 5 ნოემბერს ვარშავისკენ აიღებენ გეზს
საქართველოს მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ნაკრები გუნდები 5 ნოემბერს ვარშავისკენ აიღებენ გეზს.

7 ნოემბრიდან პოლონეთის დედაქალაქი ბრძენთა თამაშის მოყვარულთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაზე, საშუალო რეიტინგით (2491), საქართველოს ნაკრები (ნანა ძაგნიძე-2556, ბელა ხოტენაშვილი-2524, ნინო ხურციძე-2462, ლელა ჯავახიშვილი-2423, მერი არაბიძე-2374, კაპიტანი ნინო გურიელი; მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა) მესამეა, თუმცა ასეთივე მაჩვენებელი აქვს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთის ეროვნულ გუნდს (ვალენტინა გუნინა-2509, ალექსანდრა კოსტენიუკი-2510, ნატალია პოგონინა-2499, ოლგა გირია-2447, ალექსანდრა გორიაჩკინა-2438).

პირველ ადგილზე კი უკრაინელები (ანა უშენინა-2492, კატერინა ლაგნო-2542, მარია მუზიჩუკი-2491, ნატალია ჟუკოვა-2466, ინა გაპონენკო-2402) არიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა წლეულს, გაზაფხულზე ასტანაში გუნდური მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს.

წინასწარი განაცხადით, ქალებში საპრიზო ადგილებისთვის 31 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

ვაჟებში რეიტინგით (2619) მე-14 ადგილზეა საქართველოს ნაკრები (ბაადურ ჯობავა-2695, მიხეილ მჭედლიშვილი-2631, ლევან ფანცულაია-2595, მერაბ გაგუნაშვილი-2556, გაიოზ ნიგალიძე-2494, კაპიტანი კონსტანტინე შანავა; მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა).

აქ 2747 პუნქტით რუსები (ალექსანდრ გრიშჩუკი-2785, პიოტრ სვიდლერი-2752, ალექსანდრ მოროზევიჩი-2727, ევგენი ტომაშევსკი-2722, დმიტრი ანდრეიკინი-2710) არიან. მეორე (2715) და მესამე (2695) ადგილებს სომხები (ლევონ არონიანი-2801, სერგეი მოვსესიანი-2700, ვლადიმირ აკოფიანი-2681, გაბრიელ სარგისიანი-2676, ტიგრან პეტროსიანი-2660) და ფრანგები (ეტიენ ბაკრო-2749, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი - 2742, რომაინ ედუარდი-2653, ვლადისლავ ტკაჩევი-2637, ჰიჩამ ჰამდუჩი-2627) ინაწილებენ. ჩემპიონობისთვის კი 37 გუნდი იბრძოლებს.

4 ნოემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ქართველ მოჭადრაკეებს საზეიმო გაცილება მოუწყვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყოფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ერთხელ - 1977 წელს (მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია) ჩემპიონობა მოიპოვა, სამჯერ - 1992 (ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთინო კახიანი), 2005 (მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია) და 2009 (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი) წლებში ვერცხლის მედლები დაიმსახურა, 2011 წელს (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია) კი მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენს ვაჟებს (ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, მწვრთნელი - ზურაბ სტურუა) 2003 წელს პლოვდივში (ბულგარეთი) ბრინჯაო ერგოთ.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა და გუნდის იმ წევრებისთვის ხელისუფალთაგან აქამდე მადლობაც არავის უთქვამს, გუშინდელ საღამოზე კი ლევან ყიფიანმა მათ ბრინჯაოს მედლის მოპოვების 10 წლისთავი მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა, ვარშავაში მიმავალ გუნდებს კი წარმატებები უსურვა.

"ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადეთ. ქალთა და ვაჟთა გუნდებთან საწვრთნელი შეკრებების ჩასატარებლად ჯერ თურქეთიდან დიდოსტატი მიხაილ გურევიჩი მოვიწვიეთ 10 დღით, შემდეგ ორი კვირა ჩვენს გუნდებს სანკტპეტერბურგელი დიდოსტატი კონსტანტინ საკაევი წვრთნიდა. მერე თითოკვირიანი შეკრება ლიკანში მოვაწყვეთ: ვაჟებთან დიდოსტატები - ლაშა ჯანჯღავა და კონსტანტინე შანავა ატარებდნენ მეცადინეობებს, ქალებს კი დიდოსტატები - ზურაბ სტურუა, დათო ჯოჯუა და საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი ავარჯიშებდნენ.

ქართველ მოჭადრაკეებს მწვრთნელთა ყურადღება არც ვარშავაში მოაკლდებათ. ჩვენი მიზანია ქალთა გუნდის საპრიზო სამეულში, ვაჟებისა კი საუკეთესო ათეულში მოხვედრა.

ვფიქრობ, ისინი იმედებს არ გაგვიცრუებენ", - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

პოლონეთის დედაქალაქში ევროპის გუნდური ჩემპიონატი 7 ნოემბერს გაიხსნება. პირველი ტური 8 ნოემბერს გაიმართება, შეჯიბრება კი 17 ნოემბერს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა
"რეალის" ფეხბურთელი შეიძლება "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები