"კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელმა ორგანიზაციის სახელწოდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
"ლელოს" 5 ნოემბრის ნომერში შემოგთავაზეთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, მერაბ რატიშვილის ინტერვიუ, საიდანაც შევიტყვეთ, რომ ზაფხულში "კალათბურთელთა კავშირის" წევრებმა დააფუძნეს ორგანიზაცია, სახელწოდებით "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია".

ასევე იხილეთ:  "...სეპარატიზმს შეუძლია, ქართული კალათბურთი წამში დაღუპოს!"

თუ სახელი არ მეორდება, ასეთი ორგანიზაციის დარეგისტრირება უკანონო არ არის, მაგრამ საკითხავია, რა მიზანს ემსახურებოდა "საქართველოს კალათბურთის ფედერაციის" დაარსება?

ამ კითხვით მივმართეთ დამფუძნებელსა და ამავე დროს, "კალათბურთელთა კავშირის" ხელმძღვანელ მიხეილ ახვლედიანს.

- წლეულს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 12 ფედერაცია დააარსა. ცხადია, ჩვენც გვქონდა უფლება თუნდაც ერთის დაფუძნებისა. რეესტრში რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ თავისუფალი იყო სახელწოდება - "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია".

ამიტომ მე, ზურაბ გრძელიძემ, გურამ მინაშვილმა და ზვიად ანთაძემ დავაფუძნეთ ორგანიზაცია სახელით "საქართველოს კალათბურთის ფედერაცია". დღეს ეს არის უბრალოდ ბლანკი, თუმცა, თუ ეროვნული ფედერაცია ჩიხში შევა, კონფლიქტი ექნება სპორტის სამინისტროსთან, ხელისუფლებასთან, კლუბებთან, ბავშვთა სკოლებთან, მაშინ ჩვენი ფედერაციის არსებობა შეიძლება აქტუალური გახდეს.

თუმცა ძალიან მინდა, ასე არ მოხდეს და ჩატარდეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დემოკრატიული არჩევნები, სადაც ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

გუშინვე "ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა და "კალათბურთელთა კავშირის" წევრმა დავით თორთლაძემ გაგვაცნო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა გაუგზავნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

დოკუმენტი 2013 წლის 2 ოქტომბრით თარიღდება. ვკითხულობთ:

"ბატონო ლევან, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში განსახილველად შემოვიდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის წერილი.

გთხოვთ, გულდასმით შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება."

დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პარლამენტის შესაბამის ორგანოს მიმართა წერილით, რომელშიც მსჯელობა იყო "კალათბურთელთა კავშირისა" და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან ყრილობის დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებზე.

- ასე და ამგვარად, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა მიიღოს, რომელმაც თავის დროზე დადო დასკვნა, რომლის მიხედვით, კალათბურთის ფედერაციას წესდების შემუშავებისას უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს რეკომენდაციები, - გვითხრა დავით თორთლაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუშტი
მიშა! იცოდე სვანის ნაცემს საავადმყოფო არ ღებულობს...... მორგში მიჰყავთ პირდაპირ.
david
მიხეილ წყალს რატომ ამღვრევ და ბალამუტობ, თვითონ არ მოყვე ამღვრეულ წყალში იცოდე ეს........
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სრულიად შეიცვლება? - FIFA ახალ ვარიანტზე მუშაობს
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
"ვეტერანთა კავშირი" "კალათბურთელთა კავშირს" სიცრუეში ადანაშაულებს
რატიშვილის ქალთა ევროლიგა სტამბოლში
რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალს სალონიკში უკომისრებს
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს
ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
მიხეილ გაბრიჩიძე: ვეცდები, ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე ავიყვანო
ქართველი მსაჯებისა და კომისრის პირველი დანიშვნები 2025 წელს
მიხეილ ახვლედიანი: იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი
მიხეილ გაბრიჩიძე: ორი მხარის დავაში თავს დაჩაგრულად ვგრძნობ
ბესიკ ლიპარტელიანი: ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე!
მერაბ რატიშვილი საბერძნეთის სანაკრებო მატჩზე | თვაური ბაქოში იმსაჯებს
რატიშვილი ტუზლაში გაასამებს