ლეონარდო შეიძლება გალიანიმ შეცვალოს
უკვე მერამდენედ "ოსკარის" გარეშე დარჩენილი ლეონარდო დიკაპრიო კინოაკადემიაზე გაბუტულია და გულს ფეხბურთს აყოლებს. თანაც, ლეო ონავრობის იშტაზე ყოფილა და "პარკ დე პრენსზე" პსჟ-ისა და "ანდერლეხტის" მატჩის სანახავად "ლაზერით" ხელში შეპარულა. ერთ ეპიზოდში კამერებმა დააფიქსირა კიდეც, თუ როგორ აამუშავა მსახიობმა თავისი სათამაშო იარაღი.

არ ვიცით, რამდენად კმაყოფილი წავიდა სტადიონიდან დიკაპრიო, ასევე მსახიობ ლუკას ჰაასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ლორან ბლანი რომ თავისი გუნდის ვერმოგებით გაცეცხლებული იყო, ეს ფაქტია. სანამ მწვრთნელი თავის შეგირდებს ცოფავდა, ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტი მოუმზადებია ტიაგო მოტასთვის. იტალიელ-ბრაზილიელს მსურველები ისევ არ აკლია და განსაკუთრებით მას უკან, სერია A-ში ექაჩებიან. თუმცა ნახევარმცველი ახლო მომავალში არსად წასვლას არ აპირებს.

"ჯენოასა" და "ინტერის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2015 წლის ივნისში ეწურება, "ნაპოლი" და "იუვენტუსი" ეპატიჟებიან. 31 წლის მოტა აპენინებზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ არ ეჩქარება. როგორც ამბობენ, მალე ის პარიზელებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მხარეებს 2017 წლამდე დააკავშირებს ერთმანეთთან.

ამასობაში იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ლეონარდოს პოსტზე მალე შესაძლოა, ადრიანო გალიანი ვიხილოთ. ამ შემთხვევაში, ცხადია, დედაქალაქელთა ყოფილ დირექტორს ვგულისხმობ და არა დიკაპრიოს. თუმცა გალიანის, ალბათ, არც კინემატოგრაფიაში გაუჭირდებოდა თავის დამკვიდრება.

მოკლედ, "მილანის" წარუმატებლობებს ზოგი სენიორ ადრიანოსაც აბრალებს და მწვრთნელთან ერთად შესაძლოა ჯოხი მასზეც გადატყდეს.

69 წლის გალიანის ახალი სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, ყველა შემოთავაზებას პსჟ ამჯობინოს, სადაც მშვიდი პენსიისაკენ მიმავალს კარგი ჯამაგირიც ელოდება და ერთგვარად შინაური გარემოც. მოგეხსენებათ, პარიზელებმა ეს ახალი გუნდი თითქმის მთლიანად სერია A-ს ბაზაზე ააწყვეს და გალიანის იქ არაერთი ძველი ნაცნობი დახვდება.

ამბობენ, მასზე კარგი სიტყვა კარლო ანჩელოტიმ დატოვა და ხელმძღვანელობას ჩაუწვეთა, ეს კაცი ლეონარდოს მაგივრად უფრო გამოგადგებოდათო.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. C ჯგუფი: რობერტომ "ბენფიკა" ჯგუფში ჩატოვა? [VIDEO]

ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
ქალთა ნაკრებმა იანვრის შეკრება დაასრულა
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
[VIDEO] კიტეიშვილს ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "შტურმმა" "ბრანს" მოუგო
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
ზიდანს პსჟ-ში ლეონარდოსთან ერთად მუშაობა არ უნდა
"იუვენტუსმა" ტიაგო მოტას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
მბაპეს ყოფილი მეგობარი გოგონა ახლა დი კაპრიოსთან ერთადაა? - რა მოხდა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
"შეცდომა დაუშვეს, გუნდმა სულისკვეთება დაკარგა" - ლეონარდო "მილანიდან" პაოლო მალდინის გათავისუფლებაზე
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
"გინდათ მბაპე? გადაიხადეთ 200 მილიონი" - ლეონარდო შეუვალია
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი სპორტული დირექტორი შესაძლოა, "ვალენსიაში" აღმოჩნდეს
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
მოტას რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ - ცნობილია ვინ ჩაიბარებს "იუვენტუსს"
ლეონარდო: ნეიმარსა და მბაპეს პსჟ-ში დარჩენაზე არ შევეხვეწებით
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი