ბრაუნშვაიგელებმა ჰანოვერში ღორი გაგზავნეს და მას ენკეს (!!!) ნომერი დააწერეს
"ჰანოვერისა" და "ბრაუნშვაიგის" დაპირისპირება ერთი ჩვეულებრივი და რიგითი მატჩი არ გეგონოთ, ეს ქვემოსაქსონიური დერბია - იმაზე გაცილებით მძაფრი, ვიდრე ფეხბურთის გულშემატკივართა ახალ თაობას "ბრაუნშვაიგის" უსახელობის გამო წარმოუდგენია. ჯერ ერთი, სინამდვილეში ეს კლუბი სულაც არ არის უსახელო (უბრალოდ, პირველ ბუნდესლიგაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს) და მეორეც: "ჰანოვერისა" და "ბრაუნშვაიგის" გულშემატკივრები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

აი, სწორედ ასეთი მძაფრი დუელი გახსნის 8 ნოემბერს გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურს და ამ დერბის წინ ბრაუნშვაიგელი ფანების მხრიდან აშკარად ზღვარგადასულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი: ჰანოვერის ქუჩებში 7 ნოემბერს ღორი გამოჩნდა, რომელსაც "ჰანოვერის" კაშნე ეკეთა და ქალაქში მანამდე იბოდიალა, სანამ მნახველებმა პოლიცია არ ჩააყენეს საქმის კურსში.

განსაკუთრებით ცუდი ის იყო, რომ ღორს ერთიანი ეწერა. შესაბამისად, ჰანოვერელებმა ეს ისე აღიქვეს, როგორც რობერტ ენკეს ნომერი - "ჰანოვერის" ყოფილი მეკარისა, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში თავი მოიკლა...

მომხდარი ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა დაგმეს. "ბრაუნშვაიგის" სპორტული დირექტორი მარკ არნოლდი ამბობს, უმჯობესია, ფანებმა ენერგია უშუალოდ თამაშის დროს, ჩვენი კლუბის ქომაგობაში დახარჯონო.

8 ნოემბრის დერბისთვის "ჰანოვერის" ქომაგები განსაკუთრებით ემზადებიან. 7-ში 600-მდე ულტრასმა დერბისთვის რეპეტიცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ბრაუნშვაიგში რამდენიმე ჯვარი აღმოაჩინა - "ბრაუნშვაიგის" ფერებითა და წარწერით BTSV, რაც ამ კლუბის აბრევიატურაა.

"ჰანოვერსა" და "ბრაუნშვაიგს" შორის მტრობა ათწლეულებს ითვლის, თუმცა ამ "აქციებით" ეს დერბი ახალ საფეხურზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დერბი ბუნდესლიგის ეგიდით პირველი იქნება ბოლო 37 წლის განმავლობაში. "ჰანოვერის" ბოსი მარტინ კინდი დღევანდელ თამაშს ძალიან სარისკოს უწოდებს და ირწმუნება, რომ უსაფრთხოების უმაღლესი ზომები იქნება მიღებული - 580-ის ნაცვლად, უსაფრთხოებაზე 700 სპეცრაზმელი და ჯამში 1000 პოლიციელი იზრუნებს.

8 ნოემბერი

ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი 23:30

დისკვალიფიკაცია: მარსელო, სანე (ორივე ჰანოვერი)

ტრავმა: ჩერუნდოლო, პანდერი, ფელიპე, ფრანკა, ია კონანი - პეტკოვიჩი, კორეია, რაიხელი, ჰოხშაიდტი, კრატცი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +8=7-5, (34:27)

ბომბარდირები: 9 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), კრუზე (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისევ "ჰანოვერი", ისევ დეპრესიული მეკარე!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კურიოზული შემთხვევა ბუნდესლიგაში: თოვლმა ბურთი კარის ხაზზე გააქვავა [VIDEO]
"ჰანოვერის" პრეზიდენტი: "ბაიერნი" უკვე ჩემპიონია
"ჰანოვერის" პრეზიდენტი: "ბაიერნი" უკვე ჩემპიონია
ზივზივაძე არ ათამაშეს - "კარლსრუემ" "აინტრახტს" სძლია
ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა [VIDEO]
"ნიურნბერგმა" მოიგო - ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
ბუდუ სასტარტოში იყო - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
ზივზივაძის "კარლსრუე" "აინტრახტთან" დამარცხდა
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]