ბერძენმა ხარის სტავროუმ ვრცელი, საინტერესო მასალა მოამზადა 29 წლის ქართველი ცენტრის შესახებ
2013-14 წლების სეზონი ზაზა ფაჩულიამ ეფექტურად დაიწყო. მისდამი ჟურნალისტების ინტერესი გასაკვირი სულაც არ არის. ფაჩულიას ინტერვიუებს, ამერიკელების გარდა, ევროპელებიც წერენ. მაგალითად, ბერძენმა ხარის სტავროუმ ვრცელი, საინტერესო მასალა მოამზადა 29 წლის ქართველი ცენტრის შესახებ.

აი, რას წერს ჟურნალისტი შესავალში:

"ზაზა ფაჩულია 2003 წელს დრაფტის 42-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია. 2004-05 წლები "მილუოკი ბაქსში" გაატარა, რის შემდეგაც "ატლანტა ჰოქსში" გადავიდა და 2013 წლამდე ჯორჯიის შტატში ითამაშა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფაჩულია "მილუოკიში" დაბრუნდა.

იგი გულახდილად გველაპარაკა როგორც "ბაქსზე", ასევე მწვრთნელ ლარი დრიუზე, ბერძენ თანაგუნდელ ჯონ ანტეტოკუონმპოსა და ევროპულ კალათბურთზე. გირჩევთ, წაიკითხოთ პასუხები.

- დიდი ხნის შესვენების შემდეგ "მილუოკიში" დაბრუნებული თავს როგორ გრძნობთ?

- სასიამოვნოა ისეთ გუნდში თამაში, რომელშიც NBA-ური კარიერის საწყისი პერიოდი გავატარე.

ამერიკელებთან ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ აქ დამხვდნენ იგივე ხელმძღვანელები, ასევე, "ატლანტადან" გადმოსული სამწვრთნელო შტაბი. ასე რომ, თავს უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ, ნამდვილად არ მჭირდება დრო სათამაშო სტილთან შესაგუებლად.

- საინტერესოა, რომ 29 წლისა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბრძანდებით. ამ ასაკში რამდენად რთულია თანაგუნდელი მოწაფეების დამოძღვრა?

- გამიმართლა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. 29 წლისას NBA-ში თამაშის ათწლიანი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს. გარდა ამისა, ამერიკაში წასვლამდე ევროპაშიც ვთამაშობდი პროფესიონალურ დონეზე. ყველაფერი ადრე დაიწყო, პროფესიონალად ადრე ჩამოვყალიბდი.

ახალგაზრდა თანაგუნდელების დარიგება არ მეზარება და მეც ბევრს ვსწავლობ. "მილუოკიში" ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც არც ვარჯიში ეზარებათ, არც სწავლა და ბევრსაც მიაღწევენ.

- "მილუოკის" პოტენციალზე რას იტყვით?

- როგორც აღვნიშნე, გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, არიან გამოცდილებიც, გვყავს ბევრი ახალი სახე და ახალი მწვრთნელი. ზუსტად გეტყვით - "ბაქსში" 11 ახალწვეულია!

ასეთ სიტუაციაში სეზონის დასაწყისში გუნდურად და შედეგიანად თამაში მეტად რთულია.

სტაბილურობის მისაღწევად დრო დაგვჭირდება. გვაქვს ახალი სისტემები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ ყველაფერს ათვისება სჭირდება. ჩვენი ამოცანაა, ბევრი ვიშრომოთ და შედეგს დაველოდოთ.

რაც მეტად შევთამაშდებით, მით უფრო სახალისო იქნება სეზონი და მეტ სიამოვნებას მივიღებთ თამაშისგან. ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩემი გუნდი, "ატლანტა ჰოქსი" პლეი ოფში თამაშობდა. მისი ნაწილი მეც ვიყავი და მინდა სერია მიმდინარე სეზონშიც განვაგრძო.

- ლარი დრიუ წლეულს "ატლანტადან" "მილუოკიში" გადმოვიდა და თქვენც მიგიპატიჟათ. რა იყო დათანხმების მთავარი მიზეზი?

- ჩემს კარიერაში ლარი დრიუს გამორჩეული ადგილი უკავია. საკალათბურთო თვალსაზრისით, სწორედ მაშინ მოვმწიფდი, როცა მასთან ერთად "ატლანტაში" ვმუშაობდი. "ჰოქსში" 8 წელი გავატარე. აქედან 5 წლის განმავლობაში გუნდის სათადარიგოებს ამზადებდა, ხოლო ბოლო წელი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ლარი დრიუმ ბევრი რამ მასწავლა. ჩემს მწვრთნელს იმიტომაც ვაფასებ, რომ ხისტ კალათბურთს გვათამაშებს, ბურთის "დატრიალებაც" უყვარს და არ მოსწონს ეგოისტი კალათბურთელები. მეც სწორედ ასეთი ტიპის კალათბურთი მომწონს.

- "მილუოკის" ახალბედა ჯონ ანტეტოკუონმპოს შესახებ რას იტყვით?

- პირველად რომ ვნახე, მის აღნაგობას დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ კალათბურთელადაა დაბადებული. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან ნიჭიერი კალათბურთელია და NBA-ში დიდი მომავალი აქვს.

აჩქარება არ მართებს, ვარჯიში არ ეზარება და დროთა განმავლობაში მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბდება. მოხარული ვარ, რომ გუნდში ასეთი კალათბურთელი გვყავს.

- ევროპულ კალათბურთს თუ ადევნებთ თვალს და რას იტყვით თქვენს ყოფილ გუნდებზე, "ფენერბაჰჩესა" და "გალათასარაიზე", რომლებიც ევროლიგის ფინალურ ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვიან?

- ყოველთვის ვცდილობ, ევროპულ კალათბურთს თვალი ვადევნო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს საქმე კარგად არ გამომდის, რადგან ამერიკასა და ევროპას შორის დროში დიდი განსხვავებაა.

სოციალურ მედიასა და ინტერნეტში ვკითხულობ სიახლეებს. "ფენერბაჰჩემ" სეზონი კარგად დაიწყო და რეალურად შეუძლია, ევროლიგის ნახევარფინალში ითამაშოს. რაც შეეხება "გალათასარაის", მასში NBA-ს ლოკაუტის დროს ვთამაშობდი. ახლა კი "გალაში" ჩემი უახლოესი მეგობარი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობს.

სამწუხაროდ, მანუ ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს. როცა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ტრავმას ღებულობს, ეს გუნდზე ყოველთვის უარყოფითად აისახება. მანუჩარს მალე გამოჯანმრთელებას და "გალათასარაისთან" ერთად წარმატებებს ვუსურვებ.

15 წლისა ვიყავი, როცა საქართველოდან თურქეთში გადავედი. თურქულადაც კარგად ვლაპარაკობ. გამიმართლა იმაშიც, რომ "მილუოკი ბაქსში" ჩემს გვერდით ერსან ილიასოვა ასპარეზობს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულია: ჩემი ოცნებაა, თბილისში NBA-ს გუნდის პარკეტზე ითამაშონ

mopereba@mail.ru
ძალიან გგულშემატკივრობ ზაზა!! ნამდვილი ვაჟკაცი და ჯენტლმენი ხარ!!გავიგეთ რომ მილუოკის სატამაშო პარკეტის დაგება გსურს ქართველი ბავშვებისთვის,რატა კიდევ მეტად პოპულარული გახადოთ კალათბურთი საქართველოში.ერთი თხოვნა იქნებ კიდევ შეგვისრულო,თავხედობაში არ ჩამოგვართვა ოღონდ..გმგ-ში ნბა-ს თამაშებს ვეღარ ვუყურებთ.იქნებ ეს ოცნება აგვიხდინო და რამენაირად დაგვეხმარო
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
ევროლიგის მოთამაშეებმა შენგელია ყველაზე პატივსაცემ მოთამაშედ აღიარეს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
მიემხრო თუ არა მსაჯი "რეალს"? 2 სადავო ეპიზოდი [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ლილარდმა ახალ გუნდს პირველივე თამაში მოაგებინა - დემიენის შედეგიანი დებიუტი "ბაქსის" რიგებში [VIDEO]
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
თამაში დაცვის გარეშე, "ბრუკლინმა" "ატლანტას" გაჭირვებით სძლია [VIDEO]
კარის 37 ქულა და "ოქროსშტატელების" ზედიზედ მე-3 მარცხი [VIDEO]
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
მამუკელაშვილის 7 ქულა 5 წუთში - "სპურსი" "ბაქსთან" დამარცხდა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტთან" თამაშში ტრავმა მიიღო
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კალენდარი
ზაზა ფაჩულია სრული დატვირთვით ვარჯიშობს [VIDEO]
ლარი დრიუ: აი, ვინ არის ზაზა ფაჩულია!
ჯიმი ბატლერის სასწაული ბოლო წამებზე - "ბაქსი" პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ბითაძის 23 წუთი - "ორლანდო" "მილუოკისთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
დუაიტ ჰოვარდთან ერთი-ერთზე სათამაშოდ ფაჩულიასნაირი მაგარი ბიჭებია საჭირო
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
რეგულარულის დასრულების შემდეგ NBA-ს ორმა კლუბმა მწვრთნელი გაათავისუფლა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მარცხის გარეშე - "მილუოკი ბაქსი" NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]