ბუნდესგუნდის მენეჯერი ბირჰოფი: მუნდიალზე ნახევარფინალში თამაშიც წარმატება იქნება
მთელი გერმანია მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნებობს. ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე მსოფლიო თასის მოგების გარდა, ალემანებს არაფრის გაგონება არ სურთ, გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი კი სხვაგვარად ფიქრობს ან უბრალოდ, თავს იზღვევს.

მისი თქმით, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბირჰოფი შეეცადა, აეხსნა, რატომ არ არის მსოფლიოს ჩემპიონობა ბუნდესგუნდის სპონსორებისთვის ყველაზე მთავარი და ისე გამოუვიდა, რომ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებისგანაც ასეთ მიდგომას მოითხოვს.

არადა, გერმანელები და ბუნდესგუნდის ქომაგები ფიქრობენ, ახლა თუ არა, მაშინ როდისღა უნდა გავხდეთ მსოფლიოს ჩემპიონებიო და ამაში ცამდე მართლები არიან, რადგან დიდი ხანია, გერმანიას ასეთი ძლიერი და რაც მთავარია, ძალიან ბევრი, 11-ზე მეტი უმაღლესი კლასის ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი არ ჰყოლია.

მეტიც: ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს სულაც ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდია. თანაც, "ბაიერნმა" წინა სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა და საფეხბურთო გერმანია კიდევ უფრო ოპტიმისტურად განაწყო, გერმანული პუბლიკა ნაკრების მიმართაც კიდევ უფრო მომთხოვნი გახადა.

და სწორედ ამ დროს ამბობს მენეჯერი ბირჰოფი, რომ ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა კატეგორიულად არ უნდა მოსთხოვონ.

"მეოთხედფინალში თამაში გერმანიის ნაკრებისთვის ყოველთვის პროგრამა მინიმუმია, - აცხადებს ბირჰოფი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ჩემთვის ისიც წარმატება იქნება, ზუსტად ისე, როგორც წინა ოთხ დიდ ტურნირზე, ისევ ნახევარფინალში რომ გავიდეთ".

ძალიან საეჭვოა, რომ გერმანიის ნაკრების ქომაგებს ბირჰოფის ასეთი განცხადება მოეწონოთ. მას ან თავისებური ხედვა აქვს, ანაც უბრალოდ, თავს იზღვევს. ფაქტი კი ის არის, რომ ოლივერი აი, ასეთ რამესაც ამბობს: "მე მენეჯერი ვარ და მუდმივად მაქვს ურთიერთობა ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ სპონსორებთან. მათთვის მთავარი და გადამწყვეტი ისაა, რომ გერმანიის ნაკრები ემოციებს აღძრავდეს. სიმპათიური, კარგი იმიჯის მქონე და შესანიშნავი ფეხბურთის მოთამაშე გერმანიის ნაკრები შეიძლება უფრო დასაფასებელი იყოს, ვიდრე ის, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონები მოსაწყენი ფეხბურთით გავხდეთ.

არადა, გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვის ხელში მოსაწყენი ფეხბურთი არასდროს უთამაშია, რის გამოც ექსპერტებმა ბირჰოფს ეს განცხადება თავის უნიჭო დაზღვევაში ჩაუთვალეს, რადგან სპონსორები ერთია, გუნდი კი ფეხბურთს, პირველ რიგში, იმიტომ თამაშობს, რომ ტიტულები მოიგოს და არა იმიტომ, რომ სპონსორები დააკმაყოფილოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იოახიმ ლიოვი 2016 წლამდე!

bundesmaster
კანმა, ბეკენბაუერმა, და მთელმა საფეხბურთო გერმანიამ ჩემი დედაო.......
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
ᓘᓣᓠᓒᓔᓜ ᓙᓚᓘᓜᓡᓛᓐᓜᓘ: ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓐᓡ ᓢᓘᓢᓣᓚᓘ, ᓩᓕᓔᓜ - ᓯᓒᓣᓤᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᓡᓕᓚᓐ
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ოლივერ ბირჰოფი: თბილისში მოგება არც ისე იოლია, როგორც გარედან ჩანს
ჰუმელსი აივნიდან აუზში გადახტა და ბირჰოფის საყვედური დაიმსახურა [video]
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
ᓝᓚᓘᓕᓔᓠ ᓑᓘᓠᓰᓝᓤᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓡᓐᓗᓐᓕᓔᓨᓘ?
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
მოახერხებს კი იოახიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე შერცხვენილი გერმანიის ნაკრების აღორძინებას?
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
მათი ცხოვრება თეატრივითაა - ოლივერ ბირჰოფი იტალიელებსა და იტალიურ ფეხბურთზე...
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს