ჯოკოვიჩი და შტეპანეკი დაიწყებენ
ლონდონში დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ზედიზედ მეორე წელია, მასში მონაწილეობა არ მიუღიათ ამერიკელ, შვედ და გერმანელ ჩოგბურთელებს - საჩოგბურთო იმპერიების წარმომადგენლებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მოდის კანონმდებლები იყვნენ სპორტის ამ სახეობაში და მათი გამარჯვებათა ტრადიციები ათწლეულებს ითვლის.

რას უკავშირდება ამ ქვეყნებში ვარსკვლავების დეფიციტი, განსაკუთრებით, მამაკაცებს შორის? დღეს ამერიკელების დაცემაზე ვისაუბროთ...

წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე ვერც ერთი ამერიკელი ვერ გავიდა მამაკაცთა ერთეულთა ბადეში მესამე წრეზე შორს. ასეთი რამ პირველად მოხდა. ეროვნული ფედერაცია ცდილობს კრიზისის დაძლევას, მაგრამ ჯერჯერობით მისი მუშაობის შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია.

მსჯელობა აშშ-ში ჩოგბურთის კრიზისზე დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ენდი როდიკი გასულ წელს დაასრულებდა თავის ბრწყინვალე კარიერას, ექსპერტები ერთ აზრამდე მიდიოდნენ: ქვეყანა, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე მეტი ჩემპიონი გაზარდა, კოლოსალურ პრობლემებს განიცდის თაობათა ცვლის პროცესში.

თუმცა ბოლომდე შექმნილ სიტუაციას კრიზისი არ ეთქმის, რადგან ქალთა ტურში დომინირებს სერენა უილიამსი, მამაკაცთა წყვილთა თანრიგში პირველი დუეტია ძმები ბრაიანების წყვილი, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უილიამსი 32 წლისაა, ბრაიანები - 35 წლის.

თუ ქალთა რეიტინგს გადავავლებთ თვალს, დებ უილიამსებს კარგი ცვლა ეზრდებათ. ერთბაშად 11 ამერიკელი ქალი ირიცხება კლასიფიკაციის პირველ ასეულში, კიდევ 12 - მეორე ასეულში. თანაც, ამ 32 ჩოგბურთელიდან 16 90-იან წლებშია დაბადებული.

ამის ფონზე, მამაკაცთა მოკრძალებული შედეგები მკვეთრად მოჩანს და ამერიკელები, რომლებიც არც ისე შორეულ წარსულში ამაყობდნენ ანდრე აგასის, პიტ სამპრასის, ჯიმ კურიეს, ენდი როდიკისა და სხვების წარმატებებით, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ.

განგაშის ზარები პირველად შარშან შემოკრეს, როცა ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში 21 ამერიკელი ირიცხებოდა, მაგრამ მეორე კვირამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია. სწორედ მაშინ რუსმა ეკატერინა მაკაროვამ სენსაციურად დაამარცხა სერენა უილიამსი და ფავორიტის წაგებამ კარგად გამოაჩინა ამერიკული ჩოგბურთის პრობლემები.

"უნდა ინერვიულონ თუ არა ამერიკელმა გულშემატკივრებმა? - ამბობდა იმ ტურნირის შემდეგ ყოფილი ჩოგბურთელი, ამჟამად აშშ-ის ქალთა ნაკრების კაპიტანი მერი-ჯო ფერნანდესი. - რა თქმა უნდა, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ასეთი შედეგები დიდი შოკია. მაგრამ ამერიკას ჰყავს ბევრი პერსპექტიული იუნიორი, რომლებიც მალე იტყვიან თავიანთ სათქმელს".

ყოფილი ჩოგბურთელი, ამჟამად ATP-ის დირექტორთა საბჭოში მოთამაშეთა წარმომადგენელი ჯასტინ გიმელსტობი თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ არ ჰქონდეთ განსაკუთრებული მოლოდინი და იმედები:

"ჩვენ უნდა გადავხედოთ მოლოდინის დონეს. წარსულში დარჩა ის დრო, როცა ამერიკა დომინირებდა ჩოგბურთში. სპორტი უფრო გლობალური გახდა, ვიდრე წლების წინ. დღევანდელ ჩემპიონებს არ შეუძლიათ იმდენი მოიგონ, როგორც ამას მათი წინამორბედები აკეთებდნენ. ჩვენ კარგი ახალგაზრდები გვყავს, თუმცა მათ დრო უნდა მივცეთ. არ გამოვრიცხავ, რომ სანამ უკეთესი დროება დადგება, შეიძლება კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდეთ".

წლევანდელ ზაფხულს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ს არ ჰყავდა თავისი წარმომადგენელი მამაკაცთა TOP 20-ში (ასეთი რამ პირველად მოხდა 1973 წლის შემდეგ). ამასობაში კი ქვეყნის პირველი ნომერი ჯონ ისნერი უკვე 28 წლისაა და მისი პროგრესის იმედი უკვე აღარ აქვთ.

გამოდის, რომ ამერიკას თავისი ახალგაზრდების იმედი უნდა ჰქონდეს. იქაური ფედერაცია (USTA) აქტიურად ჩაება მათი მომზადების პროცესში. გარდა ამისა, USTA არ ერიდება ნიჭიერი მოთამაშეების სხვა ქვეყნიდან მოზიდვას. 2013 წელს აშშ-ის ღიას იუნიორთა ბადეში გვხვდებოდნენ მოთამაშეები არაამერიკული გვარებით, რომლებიც აშშ-ის სახელით გამოდიოდნენ.

USTA-ს მონდომებას აქებს დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების კაპიტანი ჯიმ კურიე და სხვა რამდენიმე პროფესიონალი, მაგრამ ასევე გაისმის კრიტიკის სიტყვები პატრიკ მაკინროის მისამართით, რომელიც ფედერაციაში ჩოგბურთელთა მომზადების პროგრამის გენერალური მენეჯერია.

ამ დღეებში უმცროსი მაკინროი გააკრიტიკა რობერტ ლენსდორპმა - მარია შარაპოვასა და სხვა ვარსკვლავების ყოფილმა მწვრთნელმა. მან USTA დაადანაშაულა კერძო მწვრთნელებისგან 15-16 წლის პერსპექტიული მოთამაშეების გადაბირებაში.

"ეს უნდა შეწყდეს, - განაცხადა ლენსდორპმა. - წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო მწვრთნელები ამ ქვეყანაში შეწყვეტენ მუშაობას ამერიკელებთან. რა თქმა უნდა, მშობლებისთვის კარგია, როცა ფედერაცია იხდის მათი შვილების მომზადების ფულს, ბავშვები კი უპრობლემოდ იღებენ "უაილდ-ქარდებს", მაგრამ იმედია, მალე მიხვდებიან, რომ "უაილდ-ქარდით" არ ხდებიან ჩემპიონები".

მაშინ და ახლა

1992. სეზონის შედეგების მიხედვით, ხუთი ამერიკელი მოხვდა ATP-ის ტოპ-ათეულში: ჯიმ კურიე (1), პიტ სამპრასი (3), მაიკლ ჩანგი (6), ივან ლენდლი (8), ანდრე აგასი (9).

1995. დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების მესამე ტრიუმფი ექვსი წლის განმავლობაში (ბოლო გამარჯვება ამ ტურნირზე 2007 წლით თარიღდება).

2011. ამერიკელი ჩოგბურთელის ბოლო გამოჩენა პირველ ათეულში - მერდი ფიში (8).

2013. შვიდი ამერიკელი პირველ ასეულში. ქვეყნის პირველი ნომერი - 28 წლის ჯონ ისნერი მეთოთხმეტეა მსოფლიოში. ნაკრებმა დევისის თასის მეოთხედფინალში წააგო სერბეთთან - 1:3.

ჯოკოვიჩი და შტეპანეკი დაიწყებენ

15 ნოემბერს იწყება მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის - დევისის თასის ფინალი, რომელშიც სერბეთის ნაკრები ბელგრადში უმასპინძლებს ჩეხეთის გუნდს.

14 ნოემბერს გაიმართა წილისყრა და გაირკვა ჩოგბურთელთა კორტზე გასვლის განრიგი, თუმცა ამ ცერემონიას წინ უძღოდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: გაირკვა, რომ სერბებს ვერ დაეხმარება მეორე ნომერი იანკო ტიპსარევიჩი, რომელსაც ერთეულთა ორი მატჩი უნდა ეთამაშა. სერბ ჩოგბურთელს კვლავაც აწუხებს ტერფის ტრავმა და ამის გამო ვერ შეძლო ფინალში თამაში.

ტიპსარევიჩის შემცვლელად დასახელდა 23 წლის დუშან ლაიოვიჩი, რომელიც 117-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში.

პარასკევი

ნოვაკ ჯოკოვიჩი-რადეკ შტეპანეკი

დუშან ლაიოვიჩი-ტომაშ ბერდიხი

შაბათი

ბოჟოლიაკი/ჟიმონჟიჩი-ჰაიეკი/როსოლი

კვირა

ნოვაკ ჯოკოვიჩი-ტომაშ ბერდიხი

დუშან ლაიოვიჩი-რადეკ შტეპანეკი

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი დევისის თასის მოქმედი მფლობელია. სულ ამ გუნდს ორჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი, სერბეთი კი მხოლოდ ერთხელ იყო ჩემპიონი (2010).

ასევე გახდა ცნობილი, რომ სერბი ვიქტორ ტროიცკი, რომელიც ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დისკვალიფიკაციას იხდის, დაშვებული არ იქნება დევისის თასის ფინალზე.

ტროიცკის აუკრძალეს არა მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, არამედ მატჩების დროს "ბელგრად-არენაზე" ყოფნა მაყურებლის სტატუსით. ეს ინფორმაცია გაავრცელა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ანტისადოპინგო პროგრამის ხელმძღვანელმა სტიუარტ მილერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ATP-ის შემაჯამებელი: ჯოკოვიჩის "ოქროს შემოდგომა"

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
პეტრ ჩეხმა "უიმბლდონზე" ბურთის მომწოდებლად იმუშავა
ნოვაკ ჯოკოვიჩი: მთავარი მიზანი ნადალის როლან გაროსზე დამარცხებაა
დევისის თასი: ევროპამ ამერიკას აჯობა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ესეც პირველი ვარჯიში: ნოვაკი და ანდრე საქმეს შეუდგნენ
სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ჯოკოვიჩს ისევ აგასი გაწვრთნის
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ანდრე აგასი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იქნება
დევისის თასი: მხოლოდ ჯოკოვიჩი საკმარისი არ არის
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან