მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი
ამ ერთი თამაშით რომ ვიმსჯელოთ, მსოფლიო ფეხბურთი ბევრ არაფერს დაკარგავს, წყვილის ნებისმიერი ნაკრების მუნდიალზე ვერ გასვლით.

საბედნიეროდ, ისლანდიას და მით უფრო, ხორვატიას გაცილებით უკეთ თამაშიც შეუძლიათ. პირველი მატჩის უგოლო ფრის შემდეგ, სამშაბათს, 19 ნოემბერს ხორვატიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, თუმცა ჯერ მოდი, ვიკინგებს მაინც ნუ ჩამოვწერთ...

რეიკიავიკში, თოვლიან ამინდში ალბათ ამ პლეი ოფების ყველაზე უინტერესო პირველი ტაიმი გაიმართა - მასპინძლებმა და ხორვატებმა მხოლოდ თითოჯერ დაარტყეს ზუსტად და ისიც უხიფათოდ. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ტაიმის მიწურულს მოხდა, როცა ისლანდიელთა ფორვარდმა კოლბეინ სიგტორსონმა კოჭი გადაიბრუნა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ტრავმა სერიოზული იყო და 23 წლის მოთამაშე თამაშს ვეღარ შეძლებდა. გამოცდილმა ეიდურ გუდიონსენმა მოედანზე შესვლა ვერ მოასწრო - ტაიმი დასრულდა.

შესვენების შემდეგ ნიკო კოვაჩმა ბრძოლაში ივიცა ოლიჩი ჩართო, რომლის მონაწილეობაც ამ თამაშში საეჭვო იყო. 50-ე წუთზე მსაჯმა ისლანდია 10 კაცის ამარა დატოვა - ივან პერიშიჩი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ უნდიანო მალენკოს აზრით, ოლაფურ სკულასონმა ხორვატი ნახევარმცველი წააქცია.

ამ მომენტის მერე თამაშის ხასიათი შეიცვალა - ხორვატია ყველაფრის ბატონ-პატრონი გახდა, ხოლო ისლანდია ერთხელაც არ დამუქრებია მეტოქის კარს. მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლებს გაუჭირდათ ანგარიშის შენარჩუნება, მსგავსიც არაფერი ყოფილა.

ისლანდია-ხორვატია 0:0

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - ო. სკულასონი, არნასონი, სიგურდსონი, ა. სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, სიგურდსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი (63. გისლასონი), სიგტორსონი (46. გუდიონსენი)

ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - ილიჩევიჩი (46. ოლიჩი), რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი (87. ბენკო), ედუარდო (72. რებიჩი)

გაძევება: ო. სკულასონი (50)

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 4-13 (1-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 9 768

საპასუხო მატჩი 19 ნოემბერს

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
ევრო 2016. საფრანგეთმა ნახევარფინალის საგზური იოლად მოიპოვა! [VIDEO]
ისლანდიის ნაკრები - ევრო 2016-ის "ლესტერი"
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
კოვაჩი მაინც მოხსნეს - "ბაიერნი" ალეგრის დაუკავშირდა
მიხაილ შუმახერი საუკეთესო მრბოლელის სტატუსს დაკარგავს? - 3 ნოემბრის დაიჯესტი
მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. C, E და F ჯგუფები. V ტურის წინ: ჩემპიონი კავკასიაში
ევრო 2016-ის ამბები: მესუთ იოზილი საუკეთესოა...
ევრო 2016. F ჯგუფი. პორტუგალია-ისლანდია: ვისთვის ციხე და ვისთვის გალია... [VIDEO]
ევრო 2016. ისლანდია: მე არ ვარ გმირი, გმირი ნელსონ მანდელაა
"დორტმუნდს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"დორტმუნდი" "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა
"ლივერპულის" სამიზნეები: მენეზი, ინლერი, შაჩირი და სხვები
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ევრო 2016. დარჩა 17 დღე: ყინულის ქვეყნის ზღაპარი
"მონაკოს" მწვრთნელად ნიკო კოვაჩი დანიშნეს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
"აიაქსმა" იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასი მოიგო [VIDEO]
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
ევრო 2016. სტატისტიკა: ყველაზე სწრაფები ევროზე