უელბეკიც საოპერაციოა, კერიკიც დაშავებული
მარუან ფელაინის ტრავმირებული მაჯა უკვე დიდი ხანია, აწუხებს. როდის უნდა გაიკეთოს ოპერაცია 25 წლის ნახევარმცველმა, ამის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციაში განსხვავებული გეგმები აქვთ.

არსებობს დროებითი გამოსავალიც, თუმცა ის ნაკლებად ეფექტურია და თანაც, მარუანს ლამის ერთ თვემდე ამ შემთხვევაშიც გაუცდება. შესაბამისად, ამაზე მხარეები ნაკლებად ფიქრობენ. ოპერაცია, რომელიც პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა, თავისთავად რთული არ არის, მაგრამ მას გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს. ის საშუალოდ 10-12 კვირა გრძელდება.

ბელგიელი ექიმები ამტკიცებენ, რომ ფელაინის ოპერაციის გადადება აღარ შეიძლება. მათ თავიანთი გათვლები აქვთ. სურთ, რომ ფეხბურთელს რაც შეიძლება მეტი დრო დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად; "იუნაიტედში" თავიანთი გრაფიკი აქვთ. ამ ეტაპზე "ეშმაკებს" მაიკლ კერიკიც დაშავებული ჰყავთ, ფელაინის გამოკლებამ კი გუნდს შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიაყენოს ისედაც სუსტ წერტილში.

ნახევარდაცვის ცენტრი დევიდ მოიესისთვის მტკივნეული თემაა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩების გარდა, შობის დღესასწაულის შემდეგ ე.წ. ბოქსინგ დეიზი იწყება. დატვირთული გრაფიკის პირობებში კი შოტლანდიელს თითოეული ფეხბურთელი დასჭირდება, ვისაც სირბილი შეუძლია.

უელბეკი საოპერაციოა

"იუნაიტედის" სამედიცინო შტაბს საქმეები არ ელევა. ფელაინის გარდა, მას გადასაწყვეტი აქვს დენი უელბეკის ოპერაციის საკითხიც. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ფეხბურთელს 4-5-კვირიანი პაუზა ემუქრება. 22 წლის თავდამსხმელს თვეზე მეტია მარჯვენა მუხლი აწუხებს და თამაშს ვინ ჩივის, სირბილსაც ვერ ახერხებს.

უელბეკი სპეციალურ სამკურნალო კურსს გადის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. უელბეკს ანალოგიური მიზეზით ოპერაცია უკვე ორჯერ ჩაუტარდა. მედიკოსები ამჯერად გართულებებს უკვე აღარ ელოდებიან.

შეთავაზება მექსიკელს

"დეილი სტარის" ინფორმაციით, დევიდ მოიესი 25 წლის ხავიერ ერნანდესისთვის ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს. "იუნაიტედი" "ჩიჩარიტოს" კვირაში ხელფასის 60-დან 80 ათას ფუნტამდე გაზრდას სთავაზობს. ხავიერი "იუნაიტედში" მესამე თავდამსხმელად ითვლება. მისი უმთავრესი პრობლემაც სწორედ ეს არის. ის რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ითხოვს.

ზაჰა იჯარით მიდის

20 წლის გარემარბი ვილფრიდ ზაჰა "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი იმედებით მივიდა, თუმცა საქმე ისე არ აეწყო, როგორც წარმოედგინა. ფეხბურთელი თანაამპლუელებთან კონკურენციაში დამარცხდა და იძულებული გახდა, ახალი გუნდის ძებნა დაეწყო.

თავის მხრივ, მოიესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაჰას იანვარში იჯარით გაუშვებს. გასარკვევი დარჩა მხოლოდ ის, თუ სად. "დეილი მეილის" ცნობით, დიდი შანსია, "ეშმაკები" ზაჰაზე "ნიუკასლს" მოურიგდნენ. გეტყვით იმასაც, რომ იანვარში არა უბრალოდ იჯარით, არამედ "ოლდ ტრეფორდს" საბოლოოდ დატოვებენ ნახევარმცველი ანდერსონი (25 წლის) და მეკარე ანდერს ლინდეგორი (29).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარუან ფელაინი - ახლა უკვე ორმაგად "წითელი ეშმაკი"

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის მოახლოებულ მატჩში ერთი ფორვარდის იმედად იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედი": დევიდ მოიესს დიდი თავისტკივილი ელის
ჩილელი დენი უელბეკი - ყველაზე დიდი "ჩაყვინთვა" საფეხბურთო ისტორიაში [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი. U-17: საემიროებში ნიჭიერები ერთიანდებიან
ფელაინი მოურინიოს: ჟოზე, თავს ჩინეთშიც კარგად ვგრძნობ
ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა - ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს
ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ლონდონის "არსენალი" ზამთარში შესაძლოა ერთბაშად 4 ფეხბურთელს დაემშვიდობოს
ჩიჩარიტოს კარიერის აშშ-ში გაგრძელება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ანდერსონის "ფიორენტინაში" გადასვლას დათანხმდა
მარუან ფელაინიმ ჩინურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა
"არსენალი" დენი უელბეკს უფასოდ გაუშვებს
ვიქტორ ვალდესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჯერ მეორე გუნდი უნდა იკმაროს
მოურინიოს ზამთრის პირველი ასრულებული სურვილი
მ/ჩ 2018. ჩრდ.ამერიკა. IX ტური: აშშ და მექსიკა იგებენ [VIDEO]
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" წმენდას შეუდგა
ვარდი, სანჩესი, ერნანდესი - "მანჩესტერ იუნაიტედს" შეტევის გაძლიერება სურს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
დენი უელბეკი "არსენალს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი ჩაიბარებს
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
მარუან ფელაინიმ "მანჩესტერი" დატოვა და "შალდუნ ლუნენში" გადავიდა
"100 მილიონს უმაქნის ფეხბურთელებში იხდიან" - ანდერსონმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა
ჩიჩარიტომ პრემიერლიგაში უნიკალურ შედეგს მიაღწია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერები სავარჯიშო პროცესით უკმაყოფილონი არიან
ჩიჩარიტომ "სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონი შეაფასა
სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძველ გვარდიას აქებს
ლუი ვან გაალი: მჯერა, რომ "იუნაიტედთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი კაპიტანი ჰყავს
გენდუზი: ფელაინის ჩემი თმების შურს და ამიტომ მომქაჩა
ჩინეთში კორონავირუსით პირველი ფეხბურთელი დაინფიცირდა - ისიც ევროპელი