ოლეგ კარავაევის მემორიალში, რომელშიც 8 ნაკრები მონაწილეობდა, ქართველები მხოლოდ რუსებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა მინსკში, ბელარუსთა პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, ოლეგ კარავაევის მემორიალში.

ეს გუნდური ტურნირია, რომელშიც ამჯერად 8 ნაკრები მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, ჩვენებთან კი შეჯიბრების ფავორიტი და მომავალი გამარჯვებული რუსეთი, ლიტვა და ბელარუსის მეორე ნაკრები მოხვდნენ.

ქართველებმა მასპინძლებს 7:0 მოუგეს, ლიტვასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს - 6:1, ხოლო რუსებთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ - 3:4, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით, როგორც ორიოდ კვირის წინათ, მოსკოვში. ჩვენმა გუნდმა, პრიზად, 10000 დოლარი მიიღო.

ამდენად, ჯგუფში პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, ჩვენები მეორე პოზიციას დასჯერდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლა ხვდათ წილად, სადაც ყაზახებს კვლავაც "მშრალი" ანგარიშით აჯობეს - 7:0.

კარავაევის თასი წლეულს გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილმა რუსეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ პაექრობაში საქართველოში გაზრდილი ოლიმპიური ჩემპიონის - კამანდარ მაჯიდოვის დამოძღვრილი მასპინძელთა პირველი ნაკრები დაამარცხა - 4:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]
ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!
რუსული ტურნირის ქართული აქცენტები - კოღუაშვილის რაზმი ჩვენ წინააღმდეგ
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
რუს მეტოქესთან ნაჩხუბარ ზურაბ დათუნაშვილს მხოლოდ პირობითი სასჯელით დასჯიან [VIDEO]