ოპერაცია საჭირო არ არის
გუნდები თანდათან აღწევენ ოპტიმალურ ფორმას, "ბრუკლინს" კი კვლავ არ მისდის საქმეები.

"ნეტსმა" მორიგი მარცხი იწვნია - ამჯერად საკუთარ მოედანზე "დეტროიტისგან" (97:109). ცნობილია, რომ შინ საკუთარი კედლებიც გეხმარებიან, მაგრამ იმ საღამოს "ბრუკლინის" მოთამაშეებს საკუთარმა გულშემატკივრებმა უსტვინეს. "ყველას გვრცხვენია. ბუნებრივია, ასეთი რამის მოსმენა ძალიან არასასიამოვნოა. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოვახდინოთ ფანების თვალში", - განაცხადა ამ ფიასკოს შემდეგ კევინ გარნეტმა. "ჯერჯერობით მესამე მეოთხედი - ჩვენი აქილევსის ქუსლია", - დაამატა "ნეტსის" კიდევ ერთმა ვეტერანმა პოლ პირსმა.

მართლაც, სეზონში ათივე წაგებულ შეხვედრაში ჯეისონ კიდის გუნდმა ათივეჯერ დათმო მესამე 12-წუთეული. ასეა თუ ისე, ახალბედა კიდს ბევრი შრომა მოუწევს იმისთვის, რომ თავისი ვარსკვლავური შემადგენლობისგან მისაღებ შედეგს გამოჰკრას ხელი. "ნეტსის" გულშემატკივრებმა კი იმედი უნდა იქონიონ, რომ საქმეები გამოსწორდება დერონ უილიამსის, ბრუკ ლოპესისა და ანდრეი კირილენკოს გამოჯანმრთელების შემდეგ.

მანამდე კი დღევანდელი "ბრუკლინი" შეიძლება შევადაროთ შარშანდელ "ლეიკერსს", რომელმაც შემადგენლობა რამდენიმე ვარსკვლავით შეავსო, მაგრამ მთელი სეზონი პლეი ოფის ზონის ზღვარზე იმყოფებოდა და სამარცხვინოდ გავარდა პირველი რაუნდიდან. თუმცა, ამ გადასახედიდან, "ბრუკლინს" პლეი ოფის მიღმა დარჩენის დიდი შანსი აქვს. ჯერჯერობით ის ლიგის სამ ყველაზე სუსტ გუნდს შორის იმყოფება და მხოლოდ "მილუოკისა" და "იუტას" უსწრებს.

დღევანდელი "ლეიკერსი" კი უკვე აიძულებს სკეპტიკოსებს, გადახედონ თავიანთ შეფასებებს ამ გუნდთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი დატოვეს დუაიტ ჰოვარდმა და მეტა უორლდ პისმა, ხოლო კობი ბრაიანტი ჯერ არ დაბრუნებია მოედანს, გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. "ლეიკერსმა" 25 ნოემბერს "საკრამენტოს" დამარცხებით ზედიზედ მესამე მოგება გაიფორმა და გათამაშების ცხრილში 50-პროცენტიან ბალანსს მიაღწია.

ხანდახან ამბობენ, რომ გამთამაშებელი - ნახევარი გუნდია და რთულია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო "ჩიკაგოსა" და "კლიპერსის" 25 ნოემბრის დაპირისპირების ხილვისას. "ხარების" პირველი თამაში დერიკ როუზის ტრავმის შემდეგ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხებით დასრულდა - 39-ქულიანი სხვაობა.

კალიფორნიელთა რიგებში გამარჯვების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა ასევე გამთამაშებელი კრის პოლი, რომელიც NBA-ს ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ლიდერია MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში. მის ანგარიშზე 25 ნოემბერს მე-14 ორმაგი დუბლი იყო (16 ქულა+17 შედეგიანი პასი).

დოკ რივერსის შეგირდები აგრძელებენ წყნარი ოკეანის დივიზიონში ლიდერობას, "ბულზი" კი ჯერჯერობით ინარჩუნებს მეხუთე ადგილს აღმოსავლეთში, მაგრამ ძალიან რთული იქნება როუზის გარეშე პლეი ოფის ზონაში დარჩენა.

ბრუკლინი-დეტროიტი 97:109

19:23, 32:21, 15:34, 31:31

ბ: ჯო ჯონსონი (34), პირსი (19).

დ: სტაკი (27), მონრო (18+11 მოხსნა).

კლიპერსი-ჩიკაგო 121:82

31:24, 34:28, 31:21, 25:9

კ: დადლი (21), რედიკი (19), პოლი (16+17 პასი), გრიფინი (15), კოლისონი (14), ჯეიმისონი (11).

ჩ: დენგი (22), ბუზერი (14), დანლივი (14).

ორლანდო-ფინიქსი 96:104

21:31, 23:22, 28:27, 24:24

ო: ვუჩევიჩი (20+10 მოხსნა), ნიკოლსონი (19), აფლალო (16), ჯ. ნელსონი (15).

ფ: დრაგიჩი (23+13 პასი), ჯ. გრინი (20), მარკუს მორისი (16), ფრაი (14), მარკიფ მორისი (12).

ოკლაჰომა-იუტა 95:73

22:13, 25:17, 28:13, 20:30

ო: დურანტი (19), იბაკა (17+11 მოხსნა), ლემბი (15), პ. ჯონსი (13), რეჯ. ჯექსონი (10).

ი: კანტერი (10), გობერი (10).

ლეიკერსი-საკრამენტო 100:87

29:24, 26:24, 18:13, 27:26

ლ: ჰენრი (21), პ. გასოლი (20+10 მოხსნა), მიქსი (14), ჯ. ჰილი (10).

ს: ვასკესი (20), კაზინსი (17), მაკლემორი (15).

ოპერაცია საჭირო არ არის

"გოლდენ სტეიტმა" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ანდრე იგუოდალას გარეშე ჩაატარა. "ფილადელფიასა" და "დენვერის" ყოფილმა მოთამაშემ ბარძაყის ტრავმა "ლეიკერსთან" შეხვედრაში მიიღო და 25 ნოემბერს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

როგორც აღმოჩნდა, დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ზუსტი დიაგნოზისა და აღდგენითი პროცესის ვადების შესახებ არაფერს იტყობინებიან. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგუოდალას ოპერაცია არ დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 13 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.9 ქულა, 4.2 მოხსნა და 6.3 შედეგიანი პასი დააგროვა.

"შარლოტი" ფერებსაც იბრუნებს

როგორც იცით, მომავალი სეზონიდან "შარლოტი" დაიბრუნებს ძველ სახელწოდებას - "ჰორნეტს", რომელიც ამ გუნდს 1988-2002 წლებში ეკუთვნოდა - იქამდე, სანამ ნიუ ორლეანში გადაბარგდებოდა. ბოლო ათი წელი, "ჰორნეტსის" სახელით ლუიზიანური კლუბი თამაშობდა, სანამ მას წელს არ შეუცვალეს სახელი და "პელიკანსი" არ დაარქვეს.

ამასობაში "შარლოტის" მფლობელმა მაიკლ ჯორდანმა იზრუნა იმისთვის, რომ მის გუნდს დაბრუნებოდა ძველი სახელი "ჰორნეტსი" და მიაღწია კიდეც მიზანს - "ბობკეტსი" "ჰორნეტსით" 2014-15 წლების სეზონიდან შეიცვლება.

25 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სახელთან ერთად, "შარლოტი" იბრუნებს ძველ ფერებს - იასამნისფერსა და მწვანეს. ჯორდანის თქმით, მისი გუნდის ამოცანა ტრადიციების შენარჩუნება და "ჰორნეტსის" ძველი დროების შეხსენებაა, როცა ამ გუნდში თამაშობდნენ ვლადე დივაცი, ალონზო მოურნინგი, მაგსი ბოგზი და ლარი ჯონსონი.

ბატიე ბოლო სეზონს თამაშობს

"მაიამი ჰიტის" ფორვარდმა შეინ ბატიემ განაცხადა, რომ 2013-14 წლების სეზონი ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.

"თუ გულახდილად ვილაპარაკებთ, მიმდინარე სეზონი, სავარაუდოდ, ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. მორალურად მზად ვარ დიდი კალათბურთიდან წასასვლელად და დღესაც მოედანზე გავდივარ იქამდე, სანამ ამის საშუალებას ორგანიზმი მაძლევს. ზუსტად თუ ვიტყვი, შობისთვის თამაში რომ ვერ შევძლო, მაშინვე დავტოვებ ლიგას.

მომავალში არ ვიყურები. ახლა ვერგები ახალ როლს გუნდში, სადაც სასტარტო ხუთეულში მანდეს ადგილი და ვცდილობ, "ჰიტის" თამაშს დამატებითი ენერგია შევძინო", - ამბობს ბატიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოფიციალურად: როუზმა სეზონი დაასრულა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
NBA. ფინალის ფაქტები - რატომ მოიგო "გოლდენ სტეიტსმა"
გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]
დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ისე, როგორც 44 წლის წინ
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" ძალიან საშიში გახდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როცა მელოს 45 ქულა საკმარისი არ არის
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა
დიდი სანახაობა მილუოკში - "ბაქსმა" ანგარიში შეამცირა [VIDEO]
NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
დენის როდმანი: ჩვენს დროში ლებრონი საშუალო დონის კალათბურთელი იქნებოდა
ისინი თავისუფლები არიან...
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
ფილ ჯექსონი: დაბრუნება თავის მოტყუება იქნება