ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი მოახლოებულ არჩევნებზე და კლუბის შესახებ საუბრობს
რატომ არ გაგზავნის დელეგატს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში თბილისის "დინამო", რა ეტაპზეა გუნდის შენების პროცესი და რა მიზნებს ისახავს მიმდინარე სუპერლიგაში, ამ საკითხებზე "ლელოს" სტუმარ ვახტანგ ნაცვლიშვილს ვესაუბრეთ.

იგი წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, ამჟამად კი საკალათბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტია.

- რატომ არ მიიღებს "დინამო" არჩევნებში მონაწილეობას? ვიდრე გიპასუხებდეთ, ყურადღებას ერთ ნიუანსზე გავამახვილებ: ამ მოქმედებით ჩანს, რომ არავის ბანაკში არა ვართ, გახლავართ სრულიად თავისუფალი და ვერავინ მოახდენს ჩვენზე გავლენას.

ვფიქრობ, ვარ სამართლიანი, თვითშეფასების დროსაც. თბილისის "დინამო" ჩემთვის არც წინაპრებს დაუტოვებიათ და არც არავის უჩუქებია.

პრეზიდენტად ამირჩიეს იმიტომ, რომ სჯეროდათ, შემიძლია გუნდის მართვა და ძველი დიდების დაბრუნება. "დინამო" ხომ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის გუნდია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო.

ბატონი ნუგზარ ჯუღელის ფრაზას გამოვიყენებ - ჩვენი გუნდი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ამინდს. "დინამო" არ არის ის გუნდი, საარჩევნო ხლართებში გაებას და საზოგადო ინტერესი პიროვნულ ინტერესამდე დავიდეს.

ამიტომაც ვთქვით, რომ მოქმედი წესდების მიხედვით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტისამართლიანი და ყველაფერი რასაც შეიძლება ანტი დავარქვეთ, ამ წესდებაშია.

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- გამგეობის წევრები ერთპიროვნულად წყვეტენ იმ დელეგატების ვინაობას, რომლებმაც შემდეგ თავად ისინი უნდა აირჩიონ. ეს აბსურდია. აქ არ არის ლაპარაკი, ვინ იქნება პრეზიდენტი ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. არჩევნებში, რომელიც არადემოკრატიული წესდებით ტარდება, მონაწილეობას არ მივიღებთ.

- საერთაშორისო ფედერაცია, რომლის წევრიც ჩვენი ფედერაციაა, რატომ უშვებს ასეთი გაუმართავი წესდების არსებობას?

- არის ორი ვარიანტი: ან არ იცის ჩვენი წესდების შესახებ, ან იცის და თვალს ხუჭავს. მის რეკომენდაციებში ხომ ნათლად წერია - არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ფიზიკურმა პირებმა. გამგეობის წევრების საზოგადოებასთან შეხვედრებზე რამდენჯერაც მიმიწვიეს, იმდენჯერ მივედი და საკუთარი პრეტენზიები დავაფიქსირე.

თუმცა მხოლოდ მე ვიღებდი ხმას. საკითხავია, პრეზიდენტობის კანდიდატებსაც რატომ არ აინტერესებთ წესდების გასწორება.

სხვათა შორის, დაპირისპირებულ მხარეებს ვეუბნებოდი: ჩამოვიყვანოთ ფიბას წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ გვიხელმძღვანელებს, წესდებას გაგვასწორებინებს და ახალი, შესწორებული ვარიანტით ჩავატარებთ არჩევნებს. თუმცა გამგეობის წევრებმა უგულვებელჰყვეს ეს შეთავაზება და, როგორც ვატყობ კომენტარებიდან, მინისტრთან შეხვედრის შეფასებებიდან, წესდება მოწესრიგდება არჩევნების დასრულების შემდეგ. რასაც არ ვეთანხმებით, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალ პრეზიდენტსაც ვაძლევთ საშუალებას თავისი გემოვნებით მოირგოს წესდება, ისე, როგორც აქამდე იყო. სწორედ ახლა გვქონდა შანსი საბოლოოდ დაგვემკვიდრებინა სამართლიანობის პრინციპი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პრეზიდენტობის თითოეულმა კანდიდატმა იცოდეს, ვინ არის დელეგატი, ან რა კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი დელეგატობისთვის.

- როგორც ცნობილია, ეწინააღმდეგებით არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ რამდენიმე ფედერაციისთვის დელეგატობის მინიჭების საქმეს.

- თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავართ, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. მის გარდა კავშირებისა თუ რეგიონული ფედერაციების სახით დაარსებულია ათზე მეტი ორგანიზაცია. ეს, შესაძლოა, დელეგატების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის მცდელობა ყოფილიყო. თუმცაღა, ძალიან მარტივია შეფასება, ვინ რას აკეთებდა ამ პერიოდში. მაგალითად, თბილისის კალათბურთის ფედერაციას მარტის შემდეგ კალათბურთში 300 ათას ლარამდე აქვს დახარჯული. ბევრია ფედერაცია, რომელსაც მხოლოდ დარეგისტრირების ფული აქვს გადახდილი და ყველა დამფუძნებელი შინ ზის. არ მიმაჩნია სამართლიანად იმ ფედერაციებსაც, ერთი ხმა ჰქონდეს, თბილისის კალათბურთის ფედერაციასაც და საკალათბურთო კლუბ "დინამოსაც". ჩვენი კლუბი ხომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, გვყავს გუნდები ყველა ასაკში და ჩვენთან დასაქმებულია ათობით მწვრთნელი.

უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, ვინ უნდა იყოს დელეგატი და ვის რამდენი ხმა უნდა ჰქონდეს.

- არჩევნების წინ "კალათბურთელთა კავშირისა" და ფედერაციის დაპირისპირებაზე რა აზრისა ბრძანდებით.

- 2001 წლიდან ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კონკურენტი არ არსებობდა. დროა, მივეჩნიოთ კრიტიკის მოსმენას, შეხედულებების გაზიარებას. წინასაარჩევნოდ ჩვეულებრივ ამბად მიმაჩინა კრიტიკა და დაძაბულობა.

თუმცა მთავარია თამაშის წესები იყოს მკვეთრად გარკვეული, კარგად ჩამოყალიბებული. როცა წესები დალაგებულია, მსაჯობა ძალიან ადვილია.

ახლა წარმოვიდგინოთ მატჩის მსვლელობისას არბიტრი რომ წყვეტდეს თამაშის წესებს, მაშინ როგორ დასრულდება ეს შეხვედრა? მსაჯის როლში კალათბურთის ფედერაციაა და ის წყვეტს, როგორი უნდა იყოს თამაშის წესები. ამიტომაც მივიდა საქმე აქამდე.

- კლუბების ბოიკოტზე რა აზრისა ბრძანდებით?

- ყოველთვის ვამბობდი, ვითანამშრომლებ იმ ფედერაციასთან, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო ფედერაცია. კლუბებისგან წამოვიდა ბოიკოტის ინიციატივა, რასაც თავიდანვე გავერიდე. სათამაშო და საარჩევნო პროცესი სხვადასხვაა. მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება.

ვთქვათ "დინამოს" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს სრულებითაც არ ადარდებთ, ვინ გახდება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ჩვენ ყოველთვის ჩვენს სიმაღლეზე ვიქნებით. გუნდში პროფესიონალი კალათბურთელები გვყავს. მეტსაც გეტყვით, გვაქვს პრეტენზია, რომ სუპერლიგაში ცოტა თამაში გვიწევს. თუ მონაწილეობის თანხას იმაში ვიხდით, რომ ფედერაცია მოგვემსახუროს, მაშინ თამაშების რაოდენობა რატომ მცირდება? ჩემპიონატი ოთხ წრედ უნდა ჩატარებულიყო.

- თბილისის "დინამო" ჩემპიონატში უდანაკარგოა. შემადგენლობაც ისეთი ჰყავს, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა საჩემპიონო ამბიციების შესახებ.

- სამი წელია, რაც "დინამოში" ამ მენეჯმენტით ვართ მოსულები. ერთწლიან გუნდზე არ ვიყავით ორიენტირებულები. შედეგს მაშინ აქვს ფასი, როცა სისტემაა აწყობილი და სწორედ გამართული სისტემა გაძლევს დადებით რეზულტატს.

ვფიქრობ, "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს. ამის ხმამაღლა თქმის უფლებას გუნდის მიერ ჩატარებული თამაშებიც მაძლევს. მთავარი იყო, რომ შეგვექმნა სტაბილურობა. დღეს "დინამო" სტაბილურია ფინანსურადაც, თამაშითაც და ამბიციებიც ამიტომ აქვს.

- ევროსარბიელზე გასვლა თუ იგეგმება?

- სურვილი გვაქვს, არის შესაძლებლობაც, თუმცა ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული. საამისოდ კი დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკას. სწორედ ის არის განმსაზღვრელი, რა ოდენობის თანხა ჩაიდება სპორტში.

პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობ და ვიცი, რომ ჩინოვნიკებისთვის სპორტი ფუფუნებაა, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს არის პროფესია.

იმედი მაქვს, რომ მალე ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერთ ხელს და საბედნიეროდ, იქ სპორტი ფუფუნების საგანი არ არის, პროფესიაა.

ჩვენს ქვეყანასაც მოუწევს სპორტსმენების დაფასება და სპორტიც სრულყოფილი, ჩამოყალიბებული პროფესია გახდება. უბრალოდ, ასაკობრივი ცენზია მოკლე - სპორტსმენი საშუალოდ 35 წლისა გადის პენსიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli

შაკო,,,,,,,,, რა ფედერაცია რა გამგეობა, ესეიგი ვიგაცამ საწინააღმდეგო რამე რო დაწეროს არა აქვს უფლება, კაცი იძახის ყველა ასაკობრივსი გუნდი მყავსო და მე კიდე ვეუბნები ხალხს რო არაყავს ყველა ასაკობრიბში, პკ

• შაკო.

ირაკლი! ცნობისათვის დინამო მხოლოდ 20 და 18 წლიანებში არ იღებს მონაწილეობას სუპერლიგაში.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ასაკებში დინამოს გუნდები რომ არ ყავს!ხოლო ამ ინტერვიუდან თუ თქვენ მხოლოდ ეგ აზრი გამოიტანეთ მაშინ ეგ თქვენი პრობლემაა. და რაც შეეხება ტყუილს, ტყუილია მთლიანად გამგეობა და მოქმედი ფედერაცია! და გასაკვირი არ იქნება ისიც რომ თქვენ მისი ერთერთი წარმომადგენელი იქნებით.

• irakli

ვატო დინამოს ყველა ასაკში არა ყავს გუნდი ინფორმაციისთვის, და ნუ ატყუებ ხალხს

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება

"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიოს თასზე ათეულში!

"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

რა მოხდა ტრაბზონში? ზარი სოლიდური რუსული კლუბიდან - შოთა "ლელოს" სტუმარია

მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება

ᓥაᓠᓗᓣᓚᓘ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓞᓔᓚᓔ - ᓘᓠᓐᓙᓚᓘ ᓙᓘᓖᓘᓠᓘᓐ

კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!

"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან

"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა

ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ

დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი

საკალათბურთო კლუბ "დინამოში" პირველი ლეგიონერი გამოჩნდა

თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!

"ᓥᓐᓠᓗუᓚᓘ ᓤეᓮᓑუᓠᓗიᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓐᓓᓔᓜᓘᓚᓘ ᓓᓐᓜᓐᓨᓐუᓚᓘ ᓐᓠᓐᓕᓘᓡ ᓨეᓠᓩეᓑᓐ!"

ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?! - გია გეგუჩაძე "ლელოს" სტუმარია

"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!

მარკოიშვილი და ცქიტიშვილი თბილისის "დინამოში"?

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება