ბლანით აღფრთოვანებული პრეზიდენტი
მარკო ვერატის იტალიური ტემპერამენტის გამო პსჟ-ს "ოლიმპიაკოსთან" დიდი ხანი 10 კაცით მოუხდა თამაში. თუმცა კიდევ ერთმა უფრო დინჯმა აპენინელმა სალვატორე სირიგუმ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და ბოლოს პარიზელებმა მაინც გამოგლიჯეს გამარჯვება ბერძნებს და პირველი ადგილი გაინაღდეს. პსჟ ძალიან შთამბეჭდავია, ლამაზად თამაშობს და გასულია.

"გუნდს აქვს ის ხარისხი და თვისებები, რომლებიც დიდი კლუბებისთვის, გრანდებისთვისაა დამახასიათებელი და ეს ძალიან მახარებს. "მარსელთან" მნიშვნელოვანი მატჩიც 10 კაცით მოვიგეთ და ეს შეხვედრაც. ფეხბურთელებმა იციან, რომ მაინც უნდა შეუტიონ და ნებისმიერ სიტუაციაში ბრძოლისუნარიანები არიან" - განაცხადა ლორან ბლანმა.

მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილია პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი: "ბლანი შესანიშნავი სპეციალისტია, შედეგები მაკმაყოფილებს და მისი სტილი ძალიან მომწონს. ვთვლი, რომ ახალ კონტრაქტს იმსახურებს, მაგრამ ჩვენი მოლაპარაკებების დეტალები ჩვენ შორისვე დარჩება".

სანამ ყატარელი ბლანს ბონუსის სახით ახალ შეთანხმებას უმზადებს, არც სხვები ავიწყდება და გარდა ამისა, არც ტრანსფერებზე აპირებს ფულის დაზოგვას. ასე მაგალითად, ტიაგო მოტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაც არ ყოფილა შორი ამბავი. შეგახსენებთ, რომ როგორც 31 წლის საყრდენი ნახევარმცველის, ასევე ბლანის მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე ძალაშია, მაგრამ ალ-ხელაიფი მაინც აპირებს მათ გახანგრძლივებას და პირობების გაუმჯობესებას.

ამასობაში, როგორც ამბობენ, ხუან მატა თანახმაა, კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს. მას სათამაშო დრო, ფაქტობრივად, არ აქვს "ჩელსიში". ჟოზე მოურინიომ 25 წლის ესპანელი კი აითვალწუნა, მაგრამ პორტუგალიელს ბოლომდე მაინც არ გადაუწყვეტია, ჩამოწეროს თუ არა იგი და შესაძლოა ამ ტრანსფერს ხელიც შეუშალოს.

ისე, მატა ტურინის "იუვენტუსსა" და მადრიდის "ატლეტიკოსაც" უნდათ.

"ოლიმპიაკოსთან" მატჩს თუ დავუბრუნდებით, ბერძნები იმაზე წუწუნებდნენ, რომ პსჟ-ს მაინც ცოტა ზედმეტი მოწიწებით ეკიდებოდნენ. ხოლო პარიზელთა ბანაკში, ცხადია, საზეიმო განწყობა იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მერვე გოლი გაიტანა ლიგაზე და კრიშტიანო რონალდოს წამოეწია. ედინსონ კავანი კი ევროსარბიელზე ჯერ იმდენად პროდუქტიული ვერ არის, მაგრამ დედაქალაქელებმა სწორედ მისი გოლით იმარჯვეს. თანაც, ურუგვაელი ძალიან ეხმარება ფლანგის მცველებს. ამ მატჩშიც მეტოქეები გაიტყუა და გრეგორი ვან დერ ვილმა თავისუფლად გააკეთა მორიგი საგოლე პასი ზლატანზე.

"ჩემი აზრით, დიდი შემართებით ვითამაშეთ, მუდამ მოგებისკენ ვისწრაფვოდით და ეს ძალიან კარგია. მებრძოლი სული გამოვავლინეთ. თანაც, "ანდერლეხტთან" ვერმოგების შემდეგ მაყურებელი მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგ ფორმაში ვარ. ვეცდები, ასე გავაგრძელო, გოლები გავიტანო და მომენტები შევუქმნა თანაგუნდელებს.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან მომწონს, რადგან ეს უძლიერესი ტურნირია, რომელზედაც საუკეთესო გუნდები თამაშობენ და თან რთული მატჩები გიწევს" - განაცხადა სირთულეების მოყვარულმა იბრაჰიმოვიჩმა.

დიახ, "პარი სენ ჟერმენი" ფრეზეც ინაღდებდა პირველ ადგილს, მაგრამ ათი კაცით მაინც შეტევაში გარბოდა, რადგან ასეთია ბლანის ფილოსოფია, რომელიც ფეხბურთელებმა სრულად მიიღეს და გაითავისეს. ამ სეზონში გუნდი ჯერაც წაუგებელია და მართლაც მძლავრად გამოიყურება. ბევრის აზრით, პსჟ-ს ჩემპიონატზე ძალიან შორს წასვლა შეუძლია. რაღა დაგიმალოთ და ასე მგონია მეც და იგივე აზრზეა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი ადრიენ რაბიოც:

"საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. გვინდა, თამაშით სიამოვნება და სიხარული მივანიჭოთ ხალხს და ჩვენც ვისიამოვნოთ. ვფიქრობ, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ შორს წასვლა შეგვიძლია. წინა გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნელ-ნელა ვუმატებთ და პროგრესი გვაქვს, მეოთხედფინალზე უფრო წინ ვერგასვლა წარუმატებლობა იქნება" - გვითხრა რაბიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. C ჯგუფი: პსჟ პირველია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"მეძავობა შთამომავლობითია" - პსჟ-ის ფანებმა რაბიოს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა - რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
ხელჩართული ჩხუბი და გინება გასახდელში - "მარსელმა" ორი ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთა
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დღის სუპერგოგონა: პსჟ-ის მცველის მადისაღმძვრელი შეყვარებული [VIDEO+PHOTO]
დაბრუნება სამშობლოში - რაბიო კარიერას "მარსელში" განაგრძობს
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"პარი სენ-ჟერმენი": ზლატანს პოკერის თამაშიც სცოდნია
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
ჰოლანდიის ნაკრებს გრეგორი ვან დერ ვილი გამოაკლდა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა