სამოას დღეს კი უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ბურთაობაში მაგრები, სამოაში ბურთი პირველად რომ ნახეს და გაუკვირდათ
ფოტოზე: დათუნა იმნაიშვილი, 1921 წელი

ქართველები რაგბიში მაგრები რომ ვართ, სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ მატჩს რომ ვუყურე, სხვებივით მეც სიხარულის და სიამაყის გრძნობა დამეუფლა და ის ამბავი გამახსენდა, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სამოას დღეს კი უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ბურთაობაში მაგრები, სამოაში ბურთი პირველად რომ ნახეს და გაუკვირდათ.

ზოგიერთთა გასაგონად, ერთ უჯიუტეს ფაქტს მოვიშველიებ: სამოაში ბრიტანეთმა 1847 წელს დააფუძნა წარმომადგენლობა და იქაურ მეფესაც, რომელიც მშვილდ-ისრით ტიტლიკანა დარბოდა, საჩუქრად ბურთი მიართვა. ჩვენში კი სწორედ იმ წელს, რუსმა "ნამესტნიკმა" საბურთალოს ველზე ბურთის თამაში და კრივი აგვიკრძალა - აქაოდა, მანდ მეფის მოწინააღმდეგე ახალგაზრდობა იკრიბება და ვარჯიშობსო...

ამ ყველაფრის შემდეგ კარგა დიდი დრო გავიდა, რუსეთში მეფეც ჩამოაგდეს და რევოლუციაც მოახდინეს, რის შემდეგაც, რუსმა ჯარისკაცებმა კავკასია დატოვეს - მათი ადგილი ჯერ გერმანელებმა, მერე კი ბრიტანელებმა დაიჭირეს.

საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ დაიბრუნა, მაგრამ ბათუმის ოლქი ბრიტანულმა საოკუპაციო ჯარმა არ დატოვა. ოფიციალური ტფილისი ყველაფერს აკეთებდა ბათუმის და მისი ოლქის (ის იმხანად მხოლოდ აჭარას კი არა, ლაზეთსაც და ართვინსაც მოიცავდა) დასაბრუნებლად და იქაური ქართველობაც იბრძოდა, რომ კვლავაც საქართველოში ეცხოვრათ.

საბრძოლველი კი მართლაც ბევრი ჰქონდათ - ბათუმს მაშინ ოსმალებიც ეპოტინებოდნენ, ბრიტანელებიც და... რუსებიც: ქალაქის მაშინდელი მერი, ვინმე პ. მასლოვი ირწმუნებოდა, ბათუმი ძირძველი რუსული ქალაქიაო.

ჰოდა, სანამ ასეთი ამბები მიმდინარეობდა, ბათუმში ბრიტანეთიდან სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები ჩამოვიდნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრიტანელ მეზღვაურთა შორის თითქმის ყველას ემარჯვებოდა კრივიც და რაგბიც, რადგანაც ორივე სახეობა სულსა და სხეულსაც თანაბრად აკაჟებს და აქედან გამომდინარე, სამხედროთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სამხედრო-საზღვაო ნაწილებს რაგბის მწვრთნელი, ვინმე უორენ ჯ. უილკინსონიც ჩამოჰყვა. ის კი თურმე, პირველი ბრიტანული ნაკრების ყოფილი წევრიც გახლდათ და რაგბის ავანჩავანიც ყველაზე უკეთ ესმოდა.

მწვრთნელი უორენ უილკინსონი ყოველდღე ავარჯიშებდა მეზღვაურებს რაგბიში, მოედანი კი სოფელ ფერიას ტერიტორიაზე ჰქონიათ.

სხვათა შორის, 1920 წელს, იმ ინგლისელმა მეზღვაურებმა სამუდამო განსასვენებელიც იმ მოედანზე ჰპოვეს, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და მანამდე - 1919 წლის მაისში კი, იქაურობა უბრალოდ, საბურთაო მოედანი იყო და სხვა არაფერი.

ერთი სიტყვით, ფერიაში ინგლისელები კი ვარჯიშობდნენ, მაგრამ საჩვენებელი მატჩები არ გაუმართავთ და არც ფერიის მოსახლეობასთან ჰქონიათ ახლო კონტაქტი - სწორედ მაშინ, ბათუმში ორი დიდი ტერაქტი მოხდა და ნისლიანი ალბიონის ძენი გვარიანად დაშინებულნი იყვნენ. ისე, რომ ადგილობრივებთან ურთიერთობას საერთოდ გაურბოდნენ. თუმცა, ინგლისელ რაგბის მწვრთნელს არაფრის ეშინოდა და აკრძალვებსაც არად დაგიდევდათ - მას საქართველო ძალიან მოეწონა და აქაურობის უკეთ გაცნობაც მოისურვა.

იმხანად, ბათუმში მეეტლეებად ორი გურული მუშაობდა - დათუნა და გიორგი იმნაიშვილები. ჰოდა, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ფერიელს ეტლით ტვირთი ფერიაში აუტანეს და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ინგლისელთა ვარჯიშსაც მოჰკრეს თვალი. ეს ხომ ჩვენი ლელობურთიაო, გადაულაპარაკებია დათუნას გიორგისთვის და მასაც კვერი დაუკრავს - ნამდვილად ისააო.

ერთი სიტყვით, ვარჯიშს ბოლომდე უყურეს და უორენ უილკინსონიც გაიცნეს. დათუნამ იმდროინდელი საერთაშორისო ენა - ფრანგული - კარგად იცოდა და კარგი მასლაათიც გამოუვიდა მწვრთნელთან. ჰოდა, როგორც ხდება ხოლმე, საუბარ-საუბარში იმდენი საერთო ინტერესები გამონახეს, რომ უორენ უილკინსონი ქორწილშიც კი დაპატიჟეს: "ჩვენი სოფლელი თხოვდება და ჩაქველ ბიჭს მიჰყავს. ჩვენ იქ მაყრად ვართ დაპატიჟებულნი... თუ აქაურობა მართლა გაინტერესებთ, წამოგვყევით!" - შესთავაზა დათუნა იმნაიშვილმა ინგლისელს და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა.

ასე აღმოჩნდნენ იმავე საღამოს სამივენი სოფ. ჩაქვში, დათუნას და გიორგის თანასოფლელი გოგონას ქორწილში, მაყრებად.

უორენ უილკინსონმა შემდგომში ამ ქორწილის თაობაზე მოგონება ბრიტანულ გაზეთ "პელ მელ გაზეთში" გამოაქვეყნა; თუმცა არა იმიტომ, რომ ღვინო დააძალეს ან ადგილობრივთა ღრეობამ აღაშფოთა - ინგლისელი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ დედოფლის მაყრებმა და დამხვდურებმა სუფრაზე დაჯდომამდე რაგბის მატჩი გამართეს, რომელშიც მონაწილეობამ მასაც მოუწია:

"იქამდე მე ვთვლიდი, რომ რაგბი ჩემი თამაში იყო და მთელი გუნდის აყოლიებაც კი შემეძლო... თურმე ასე არ ყოფილა - ქართველებს იმდენად ვირტუოზულად სცოდნოდათ თამაში, რომ მე მოედანზე არც კი ვჩანდი.

დედოფლის მაყრების გუნდში ვთამაშობდი და აშკარად ვხედავდი, რომ ეს უბრალო სოფლელები, რომელთაგან უმეტესობამ არც კი იცოდა, სად იყო ინგლისი, ტექნიკურად გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მე, ან ნებისმიერი სხვა ბრიტანელი, რომელთაც ვწვრთნიდი.

სპეციფიკური ვითარება რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად უნდა მეთხოვა მათთვის, ბრიტანეთში ჩამოსულიყვნენ და ჩვენს არმიულ კლუბში დაეწყოთ ვარჯიში... თუმცა, ამის შესაძლებლობა მაშინ არ იყო - ბათუმი დროებით გვქონდა ოკუპირებული და მალე უნდა გავსულიყავით ოლქიდან.

აქედან გამომდინარე, იქაურები ბრიტანელებად არ ითვლებოდნენ და მეც ძალიან დამწყდა გული, რომ მათ ჩვენს კლუბებში თამაში არ შეეძლოთ", - დაწერა შემდგომში ინგლისელმა მწვრთნელმა.

დათუნა იმნაიშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს მართლაც მოხვდა ბრიტანეთში - ის გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ამერიკელებმა გაათავისუფლეს.

სტალინის შიშით, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბრიტანეთში წავიდა. იქ მერე როგორღაც, ისევ ნახა უორენ უილკინსონი, რომელიც უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო და რაგბის ფედერაციის საპატიო წევრი გახლდათ. სწორედ ინგლისელმა მორაგბეებმა გაუწიეს დახმარება მას, რათა ბრიტანეთში თავშესაფარი მიეღო.

პეტიციაში, რომელიც მის თაობაზე საიმიგრაციო სამსახურს წარუდგინეს, ასე წერია:

"ეს პიროვნება რაგბის საუკეთესო ოსტატია. ფლობს თამაშის უბადლო ტექნიკას და ისეთ ხერხებს, რაც ჩვენში ჯერ არავის სმენია... ეს კაცი დიდად საჭიროა ინგლისურ რაგბიში, როგორც მწვრთნელი-კონსულტანტი."

მიხეილ ლაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბლა
ძალიან ტყუილებს წერს ეს ბიჭი და აუკრძალეთ, რა? დამადასტურებელ წყაროს აი, აქ იპოვის დაინტერესებული პირი:
გიორგი
როდის იყო, ბერძენი ყაბალახს იხვევდა თავზე? ზაზა, მაგ გვერდზე სულ ლაზების და გურულების მოპარული ფოტოები დევს
გიორგი
ზაზა, რატომ ცხარობ? http://pontian.info/men/freedomfighters.htm ამ გვერდზე ლაზი და გურული ფირალების სურათებია, ლაზეთში რომ იბრძოდნენ. ნუ, გასაგებია რომ შენ ლაზების ქართველობა არ გაწყობს (ანტიქართველი ხარ), მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ბერძნები განა ეგრე იცვამენ?
ზაზა
ის სურათი ვითომ "ბრიტანეთის იმპერიის პირველი ნაკრების" რომელიც ახალ ზელანდიური კოლეჯი აღმოჩნდა გასაგებია შეგრცხვათ და მოხსენით..მაგრამ ესეც მოსახსნელია..იმიტომ რომ ეგ არ არის დათუნა იმნაიშვილი ..ერთი პონტოელი ბერძნის ფოტოა.. იხილეთ http://pontian.info/men/freedomfighters.htm....სირცხვილია, ვის აბოლებთ, ლელოოო და პალიტრა???????? რას ასაღებთ სინამდვილეთ? ..ლაბაძის სერიალს მიაწერეთ ლაბაძის ზღაპრები..იმიტო რო ყველა გამოგონილია და არცერთი არ არის სიმართლე...
levan
როდემდე უნდა გააგრძელოთ ზღაპრების და ტყუების წერა? სამაცხვინოა!
kommarkos
სტატია კარგია მაგრამ ცოტა კორექტული იყოს ავტორი სხვა ერის მიმართ! რუსებს ვეძახით შოვინისტებს და ფაშისტებს და აქ ზედმეტი მოსდის ავტორს. სტადიონს რაც შეეხება, ერთი მითხარით იმ ლოკომოტივს როდის შეავსებენ გულშემატკივარი ( რუსეთან თუ არ ვთამაშობთ) სხვა თამაშებზე?
გიორგი
ქენთებრის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის გუნდის ბაზაზე რომ ბრიტანეთის ნაკრები ჩამოყალიბდა თუ გაგიგიათ?
zviadi
"უორენ უილკინსონმა შემდგომში ამ ქორწილის თაობაზე მოგონება ბრიტანულ გაზეთ "პელ მელ გაზეთში" გამოაქვეყნა; თუმცა არა იმიტომ, რომ ღვინო დააძალეს ან ადგილობრივთა ღრეობამ აღაშფოთა ..." როგორც დღევანდელი უცხოელი პიჟონები და ბლოგერები!!!
ორად ცოტაა, ასად, ოღონდაც ლელოს გამომცემლებს
ფოტოზე: ბრიტანეთის იმპერიის რაგბის პირველი ნაკრები. ცენტრში, ბურთით - უორენ უილკინსონი სინამდვილეში არის http://communityarchive.lincoln.ac.nz/assets/display/2797-640.jpeg ქენთებრის (ზელანდია) სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის პირველი გუნდი Description: Canterbury Agricultural College First Fifteen, 1919
zaza
სტადიონის აშენება კი არა დროზე ვაკის სტადიონი გადაეცეთ რაგბისტებს მაინც არაფერში ჭირდებათ ფეხბურთელებს ისედაც სულ უქმადაა ეგ სტადიონი
torino
ეს სტატია ორ ეგზემპლიარად უნდა გადაიღო და დაურიგო სპორტის მინისტრს და თბილისის მერს, რომ მაგიდაზე დადონ მისაღებ ოთახში. გეკითხებით როდის ეღირსება ჩვენს რაგბისტებს საკუთარი სტადიონი?!!
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?