"ლივერპულის" დაცვის ხაზი აქამდე ვერ დალაგდა
"ლივერპულს" განაცხადში უამრავი მცველი ჰყავს, რომელთაგან მინიმუმ 7-8 კაცს ძირითადში თამაშის პრეტენზია გააჩნია. ბრენდან როჯერსის დაბნეულობა შესაძლოა სწორედ აქედან მოდიოდეს.

მან არათუ ძირითადი ოთხეული ვერ შეარჩია, ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რამდენი უკანახაზელით უნდა ითამაშოს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ "იუნაიტედს" თუ არ ჩავთვლით, წუხანდელ თამაშებამდე მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა შორის ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ გაშვებული.

გთავაზობთ, უბრალოდ თვალი გადაავლოთ სიას, ვის რამდენჯერ ხვდა მოედანზე გასვლის პატივი: მარტინ შკრტელი (11 თამაში), კოლო ტურე (10), გლენ ჯონსონი (8), დანიელ აგერი (7), მამადუ სახო (7), ალი სისოკო (5), ჯონ ფლენაგანი (3), ანდრე უისდომი (2 - უკანასკნელი ამჟამად იჯარით არის გაშვებული), მარტინ კელი (1). ამათ დაუმატეთ, რომ სებასტიან კოატესსა და ტიაგო ილორის ჯერ არ უთამაშიათ. ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ იდეალურ ბალანსს დაცვაში მალე იპოვის:

- დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და ის მწვრთნელებისგან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. სეზონის დაწყების შემდეგ ჩვენმა უკანა ხაზმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. თუკი ვგრძნობდი, რომ შედეგის მისაღებად გადაადგილებები იყო საჭირო, ამას აუცილებლად ვაკეთებდი. შემადგენლობის მეტ-ნაკლებმა როტაციამ შესაძლოა ხელი შეგიწყოს სტაბილურ თამაშში, თუმცა უფრო ხშირად ამ ნაბიჯს იძულებით ვდგამდით და თანაც რამდენიმე პოზიციაზე ერთდროულად.

სახოსგან თავიდანვე ველოდით, რომ ის სასტარტო შემადგენლობისთვის იბრძოლებდა და მან ჩვენი იმედები გაამართლა. მამადუ გუნდს მაშინ შეუერთდა, როცა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით და მან გარემოს ალღო იოლად აუღო. ყოველი შანსისთვის ის დღემდე ძალიან ბევრს შრომობს.

ბოლო ტურებში ბევრს ვცდებოდით. ამის თქმა განსაკუთრებით "ევერტონთან" და "ჰალთან" თამაშებზე შეიძლება. რთულია, როცა დაცვის ცენტრში სტაბილურად მოთამაშე დუეტის შეკვრა ჭიანურდება, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად დაუდგება. ვგრძნობ, რომ ხშირად პრობლემები გვექმნება ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან.

რას ვითხოვ სტოპერებისგან? პირველ რიგში, სტაბილურობას თავიანთ პოზიციებზე. მცველისთვის მთავარი ბურთთან მოპყრობის ტექნიკა კი არა, დაცვითი ფუნქციების საუკეთესოდ ათვისებაა. თუკი ის ამას მოახერხებს, მერე საკუთარი ზონიდან შეტევის წამოწყებასაც შეძლებს.

ინგსის ორი ვარიანტი

ჩემპიონშიპის "ბარნლისა" და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის თავდამსხმელ დენი ინგსს ორი ვარიანტი აქვს მომავალ წელს პრემიერლიგაში სათამაშოდ - რთული და გარანტირებული.

პირველ შემთხვევაში მან გუნდთან ერთად უნდა მოიპოვოს უმაღლესი ლიგის საგზური ან დათანხმდეს "ლივერპულის" წინადადებას და კარიერა "ენფილდზე" განაგრძოს. "მირორის" ცნობით, მერსისაიდული კლუბი იანვარშივე შეეცდება ნიჭიერი შემტევის გადაბირებას და თუ ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ სცდის ბედს.

2014-ის ზაფხულში "ბარნლი", უბრალოდ, იძულებული გახდება, მოლაპარაკებებს დათანხმდეს, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტში ერთი წელიღა ექნება დარჩენილი.

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ინგსმა კლუბში 21 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის გათვალისწინებით, გრანდების დაინტერესება ბუნებრივი გვეჩვენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრენდან როჯერსი: ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთის დაუწერელი კანონი დაარღვია

ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"არსენალი" დიოკერეშის შეძენას აპირებს
პსჟ-ისთან მარცხის შემდეგ "არსენალმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
დენი ინგსი დევიდ მოიესის ყურადღებით მოიხიბლა
"ლივერპულის" ყოფილი მცველი: VAR? ითამაშეთ ეს დედა....ლი ფეხბურთი
დევიდ მოიესს დენი ინგსის გადაბირება სურს
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა
ტრანსფერ ONLINE. ჭორები და ტრანსფერები. 8 ივლისი
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ლივერპულიდან" პირველი კოლო ტურე წავა
ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
მათე ვაწაძე: 20 გოლი ამ სეზონშიც? გატანა ჩემი საქმეა [VIDEO]
კოლო ტურე ბრენდან როჯერსის თანაშემწედ დაინიშნა
კოლო ტურემ თამაშს თავი დაანება და მწვრთნელი გახდა
ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
უეფამ ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს
"მილანი": ზაფხულში მთავარი სამიზნე დანიელ აგერია
"ლესტერის" მწვრთნელი: პრემიერლიგის ისტორიის საუკეთესო 2 გუნდთან წავაგეთ
სტივენ ჯერარდს "რეინჯერსში" ყოფილი თანაგუნდელის ხილვა სურს
თანაგუნდელმა მარტინ შკრტელი სიკვდილისგან იხსნა [VIDEO]
მხოლოდ 9 მატჩი - "უიგანმა" კოლო ტურე გაათავისუფლა
"ლივერპული": იურგენ კლოპი ჯერ ცხრილავს
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ვინ იქნება "ენფილდის" მეფე, ტურეს აზრით
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო
დანიელ აგერმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"ᓚᕘᓕᕔᓠᓞᓣᕚᓘᕡ" ᓛᕖᕔᓠᓐ ᓑᕣᓜᓓᓔᓡᕚᓘᓒᓘᕡᓙᓔᕜ
მათე ვაწაძე: ეს დუბლი ეძღვნება მათ, ვისაც ჩემი წარმატება უხარია [VIDEO]
ᓕᓘᓜ ᓨᓔᓪᓕᓚᓘᓡ ᓤᓔᓓᓔᓠᓘᓙᓝ ᓤᓔრᓜᓐᓜᓓᓔᓡᓡ "ᓜᓐᓞᓝᓚᓘᓨᓘ"
გლენ ჯონსონი "ლივერპულს" სამი თვე დააკლდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" დენი ინგსს აკვირდება
როი ჰოჯსონი: იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებთ
"ლივერპულმა" მოიგო, მაგრამ სტივენ ჯერარდი დაკარგა [VIDEO]
"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ