თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი
თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი.

ერთეულთა თანრიგში წარმატებული სტარტის შემდეგ (ზედიზედ დაამარცხა მასპინძელი ბიანკა ტურატი და ხორვატი ივა პრიმორაცი) 5 დეკემბერს, მეოთხედფინალში შედარებით იოლად ჩამოიშორა გზიდან კოლუმბიელი იულიანა ლიზარაზო - 6:2, 6:4. ნახევარფინალში იგი იტალიელი ფედერიკა დი სარას მძლეველ (6:4, 6:1) უნგრელს - ვანდა ლუკაშს დაუპირისპირდება.

5 დეკემბერს დანარჩენ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ანასტასია გრიმალსკამ (იტალია) თანამემამულე კრისტინა ფერანდოს სამ სეტში სძლია: 6:7, 6:3, 7:6. მერვე ნომრად განთესილმა ალისე მატუციმ კლაუდია ჯოვანის (ორივე - იტალია) პირველი ხელი დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგო. მეორეში 3:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ შეჯიბრების გაგრძელება ვეღარ შეძლო და მატუცი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჯოვანისთან გაარკვევს ურთიერთობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ რეიტინგფავორიტობა ვერ გაამართლა.

მართალია, სტარტზე სკანდერ მანსური (ტუნისი) კი დაამარცხა, მაგრამ კვალიფიკაციიდან აღზევებულ უგო ნასტასისთან (ლუქსემბურგი) ვერაფერს გახდა - 6:7, 2:6 წააგო. არადა, რევანში მართებდა: საქმე ის არის, რომ ნასტასიმ პირველ წრეში ბასილაშვილის მეწყვილე იაჰორ იაციკიც ჩამოიშორა გზიდან.

ბასილაშვილმა და იაციკმა მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილი ამრიტ ნარაშიმანი და მიხაელ შაბაზი (ორივე - აშშ) კი დაამარცხეს, მაგრამ ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ ადამ ჩადაჟსა (პოლონეთი) და დომინიკ შულცს (გერმანია) დანებდნენ 2:6, 2:6 და შეჯიბრებას

გამოეთიშნენ.

ბელორუსში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირიდან გოგონათა ასპარეზობას იყო შემორჩენილი თამარ კუტუბიძე, რომელმაც პირველ წრეში რუსი ვალერია პოგრებნიაკი დაამარცხა (4:6, 6:4, 6:4), შემდეგ უკრაინელ კატერინა ბარანივსკას სძლია - 6:3, 3:6, 7:5. ეტყობა, ამ მატჩისას ტრავმა მიიღო, რადგან მეოთხედფინალში რეიტინგფავორიტ პალინა დუბავეცთან (ბელორუსი) საპაექროდ კორტზე ვერ გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ᓮᓣᓗᕐ ᓥᕐᓠᓗ᠕
განახლებული რეიტინგით - სოფიო შაფათავა ჩეხეთის 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
ᓐᓜ
ᓛᓐᓙᓐ ᓩᓐᓮᓜᓐᓨᓕᓘᓚᓘᓡ ᓬᓐᓠᓛᓐᓢᓔᓑᓣᓚᓘ ᓡᓢᓐᓠᓢᓘ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓣᓠ ᓢᓣᓠᓜᓘᓠᓖᓔ
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 194-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔ ᓒᓐᓓᓐᓕᓘᓓᓐ
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ᓣᓪᓮᓝᓣᓠ ᓙᓝᓠᓢᓔᓑᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓨᓔᓛᓝᓠᓩᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔᓐ
ნიკოლოზ ბასილაშვილის დუბლი გერმანიის ტურნირზე