ჯესი ოუენსის ოქროს მედალი აუქციონზე გაიყიდა
ლეგენდარული შავკანიანი ამერიკელი სპრინტერის ჯესი ოუენსის ოქროს მედალი აუქციონზე 1 466 574 დოლარად გაიყიდა. ამერიკელმა ეს ჯილდო 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

ეს არის ახალი რეკორდი სპორტული ჯილდოების ღირებულების მიხედვით. წინა რეკორდი 865 ათას დოლარს უდრიდა - სწორედ ეს თანხა გადაიხადეს შარშან, აპრილში ვერცხლის თასისთვის, რომელიც 1896 წელს, პირველ ოლიმპიურ მარათონში გამარჯვებულს გადაეცა. ოუენსის მედლის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობი დარჩა. ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი მოუწოდებდა მეცენატებს გამოესყიდათ მედალი და ის ლოზანაში სპორტის მუზეომისთვის გადაეცათ.

ოუენსმა 1936 წელს ოთხი ოლიმპიური ოქრო მოიგო - 100 და 200 მეტრზე სირბილში, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში. მოგვიანებით, მძლეოსანმა განაცხადა, რომ დაკარგა თავისი ჯილდოები და მას მედლების ასლები გადასცეს, რომელიც ახლა ოჰაიოში ინახება.

აუქციონზე გატანილი მედალი ადრე შავკანიანი მსახიობის ბილ რობინსონის ქვრივს ეკუთვნოდა. რობინსონი ოუენსის მეგობარი იყო. თუმცა მედალზე არ არის არანაირი წარწერა, რომელიც ადასტურებს, რომ ის სწორედ ლეგენდარულ ათლეტს ეკუთვნოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

WTA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად