ჰელდტი თომასს უკვე ელაპარაკებაო
"გლადბახთან" წაგების (1:2) შემდეგ "შალკეს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შესაბამისად, კიდევ უფრო მოირყა გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელის, 43 წლის იენს კელერის სავარძელიც. ბუნდესლიგაში "შალკეს" პროგრამა-მინიმუმი მეოთხე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, 15 ტურის შემდეგ კი გელზენკირხენელები მე-6 ადგილზე არიან და მეოთხეადგილოსან "გლადბახს" უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კელერის გუნდს "ბაზელთან" გადამწყვეტი მატჩი ელის.

გუნდის მენეჯერ ჰორტს ჰელდტის თქმით, ოთხშაბათს "შალკეს" მწვრთნელი აუცილებლად კელერი იქნება - მის გაშვებას ჰელდტი და "შალკეს" სხვა ბოსები მინიმუმ პირველი წრის ბოლომდე არ ფიქრობენ. თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის ცნობილი გახდა, რომ "შალკეს" ხელმძღვანელობა უკვე ახალ მწვრთნელს ეძებს. მეტიც: კანდიდატებს შორის ფავორიტიც გამოიკვეთა!

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკეში" დანიშვნის ფავორიტი "ვერდერის" ყოფილი თავკაცი, 52 წლის თომას შააფია. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, "შალკეს" მთავარმა ბოსმა, კლემენს ტიონიესმა გერმანიის თასზე "ჰოფენჰაიმთან" განცდილი კრახის (1:3) შემდეგ ჰელდტს შააფთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

შააფს ნათქვამი აქვს, რომ ზაფხულამდე მუშაობის დაწყება არ უნდა, ტიონიესმა კი ჰელდტს დაავალა, როგორმე დაითანხმე, რომ მუშაობას ზამთრიდან შეუდგესო. როგორც იცით, შააფი "ვერდერიდან" მაისში გაათავისუფლეს და ბრემენული კლუბისგან კომპენსაციას იღებს (წელიწადში 2 მილიონი ევრო) და თუ "შალკეში" იანვარში დაინიშნება, "ვერდერი" ამით ფულს დაზოგავს.

შააფი "შალკესთვის" მშვენიერი მწვრთნელი იქნებოდა, რადგან თომასს ძლიერი გუნდის ფორმირება შეუძლია - "ვერდერში" ხომ 14 წელი იმუშავა და ბრემენული კლუბი 2004-ში გააჩემპიონა კიდეც. ტიონიესი ოფიციალურად ამბობს, რომ იანვრამდე მწვრთნელის საკითხი არ დგას, მაგრამ კელერს ალბათ "ბაზელთან" გამარჯვებაც ვერ უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი ერის დასასრული: შააფი გაუშვეს!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: რობენმა "შალკე" აწამა! [VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
გერმანიის ნაკრები: იულიან დრაქსლერი ნაკრებს დააკლდება
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]
გერმანიის პოლიცია "შალკეს" აღარ დაიცავს?
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!
ჰუნტელაარის შემცვლელი? ჯერ არა!
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია