ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: "ნაპოლი" სან ჯენაროს იმედად

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: "ნაპოლი" სან ჯენაროს იმედად

სად განმეორდება და სად არა ისტორია? - 11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება
11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება.

E ჯგუფი: ჭექა-ქუხილი

"ბაზელთან" წაგებული ორივე შეხვედრა, კინაღამ წაგებული მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან", ნაწვალები მოგება ბოლოადგილოსან "სანდერლენდთან" და მარცხი "სტოკ სიტისთან"... ეს არასრული სიაა იმ "გმირობებისა", რომლებიც ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო დროს ჩაიდინა.

ჟოზე მოურინიო სიბრაზისგან ჭექს, ქუხს და ელავს. მისმა შეგირდებმა სასწრაფოდ უნდა მოიგონ, რათა პირველი ადგილი გაინაღდონ და მწვრთნელთან ერთად ფანებიც ოდნავ დაამშვიდონ.

"სტიაუას" ბოლო 7 მატჩიდან 6 ფრედ აქვს დასრულებული და აქედან 5 ერთნაირი ანგარიშით - 1:1. ყველა ტურნირის ჩათვლით, გუნდი 11-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიით კი იწონებს თავს, მაგრამ სამაგიეროდ, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 2006 წლის 13 სექტემბრის მერე არ მოუგია. მას მერე გუნდმა 22 მატჩი გამართა და ამ მხრივ, მოსკოვის "სპარტაკის" ანტირეკორდი გაიმეორა. სავარაუდოდ, გააუმჯობესებს კიდეც.

ჩელსი-სტიაუა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, კოული - ლამპარდი, რამირესი - მატა, ვილიანი, აზარი - ეტო'ო.

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - პრეპელიცა, სუკალა, გარდოში, პარვულესკუ - ნეაგუ, პინტილი - პოპა, სტანჩუ, ტანასე - პიოვაკარი.

არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ჯგუფის მთავარი შეხვედრა, ცხადია, გელზენკირხენშია. მშვენივრად მობურთავე "ბაზელი" გერმანიაში ისე ჩადის, რომ ფრეც მისია. მართალია, იქ ბოლო სტუმრობა შვეიცარიელებს ძალიან მწარედ ახსოვთ - "ბაიერნთან" შერცხვნენ - 0:7, თუმცა მას მერე რაღაცები შეიცვალა და არც "შალკეა" "ბაიერნი". მასპინძლებისთვის სამწუხაროდ, ისევ დაშავებულნი არიან კლაას-იან ჰუნტელაარი, მარკო ჰიოგერი და დენის აოგო, ხოლო ჯერმინ ჯონსი დისკვალიფიცირებულია.

მურატ იაკინი საბრძოლო შემადგენლობითაა და რაც მთავარია, გუნდის ახალი ვარსკვლავი, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ჯანზე ჰყავს. სალაჰი გუნდისა და საკუთარი თამაშით კმაყოფილია და ამბობს, მჯერა, გასვლას შევძლებთო.

შალკე-ბაზელი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, სანტანა, ჰიოვედესი, ფუხსი - მატიპი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მეიერი, დრაქსლერი - ბოატენგი.

ბაზელი (4-2-3-1): ზომერი - ფოზერი, ივანოვი, შერი, ტ. ჯაკა - დიე, ფ. ფრაი - სალა, სიო, დელგადო - შტრელერი.

არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 5 3 0 2 11-3 9

2. ბაზელი 5 2 2 1 5-4 8

3. შალკე 5 2 1 2 4-6 7

4. სტიაუა 5 0 3 2 2-9 3

შალკე-სტიაუა 3:0

ჩელსი-ბაზელი 1:2

ბაზელი-შალკე 0:1

სტიაუა-ჩელსი 0:4

სტიაუა-ბაზელი 1:1

შალკე-ჩელსი 0:3

ჩელსი-შალკე 3:0

ბაზელი-სტიაუა 1:1

სტიაუა-შალკე 0:0

ბაზელი-ჩელსი 1:0

F ჯგუფი: "დორტმუნდს" "მარსელი" მწარედ ახსოვს

სიკვდილის ჯგუფში ერთადერთი მკვდარი "მარსელია", მაგრამ აწ უკვე ჟოზე ანიგოს ბიჭები საკუთარ "ველოდრომზე" "დორტმუნდის" თან გაყოლებას შეეცდებიან. "ნანტთან" წაგება პრეზიდენტ ვენსან ლაბრუნისთვის ბოლო წვეთი იყო. მან ელი ბოპი დაითხოვა და იანვრამდე გუნდი სპორტულ დირექტორად მომუშავე ანიგოს მიანდო.

რაც უნდა იყოს, ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცუდად გამოსვლა და მისი 0 ქულით დასრულება ფრანგებს ეხამუშებათ. ისე, ეს გუნდები ორი სეზონის წინაც ბოლო ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და "მარსელმა" დორტმუნდში 0:2-დან 3:2 მოიგო, რითაც შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო გერმანელები ჯგუფში ჩატოვა.

იურგენ კლოპს შემადგენლობასთან დაკავშირებით ისევ სერიოზული პრობლემები აქვს, პირველ რიგში - დაცვის ხაზში. ძირითადის ოთხი მოთამაშე აკლიათ მასპინძლებსაც (ვალბუენა, ნკულუ, რომაო, ანდრე აიუ).

მარსელი-დორტმუნდი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-3-3): მანდანდა - ფანი, მენდეში, დიავარა, მორელი - ლემინა, შეირუ, იმბულა - პაიე, ტოვენი, ჟინიაკი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, კელი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.

არბიტრი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)

"არსენალი" ნეაპოლში ჩავიდა და იცის, რომ 3 ბურთით არ უნდა წააგოს. ერთი შეხედვით, არც ისე რთული ამოცანაა, მაგრამ "სან პაოლოზე" სასწაულების სჯერათ და იქ სასწაულები ხდება კიდეც.

ნეაპოლიტანელები, ალბათ, მთელი ღამე შესთხოვდნენ წმინდა სან ჯენაროს დახმარებას. ვაი და, დაეხმაროს... უცბად "ნაპოლის" თამაში რომ წაუვიდეს და ორი ბურთით წინ გაიჭრას, მერე ნახეთ, რა დღეში ჩავარდებიან "მეთოფეები".

ამიტომ ისინი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ. თუმცა, ზოგადად, ლონდონელებს იტალიურ კლუბებთან თამაში არ უძნელდებათ (14 მოგება, 8 ფრე, 6 წაგება). აპენინებზე ბოლო 7 სტუმრობიდან "არსენალმა" 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთადერთხელ დამარცხდა.

"ნაპოლის" შანსებს ერთიორად ამცირებს ის, რომ გუნდს ალბათ კვლავაც ვერ დაეხმარება სლოვაკი ლიდერი მარეკ ჰამშიკი. ექიმები თავიდან ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ... თუ იტალიელებს 3 ბურთით მოგება არ გამოუვათ, იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ "მარსელი" არ დამარცხდება "დორტმუნდთან".

მოკლედ, "ნაპოლიმ" გერმანელებზე მეტი ქულა უნდა დააგროვოს.

ნაპოლი-არსენალი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, რაულ ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო - ინლერი, ბეჰრამი - ხოსე კალეხონი, პანდევი, მერტენსი - იგუაინი.

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, რემსი - კასორლა, იოზილი, უილშირი - ჟირუ.

არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 5 4 0 1 8-3 12

2. დორტმუნდი 5 3 0 2 9-5 9

3. ნაპოლი 5 3 0 2 8-9 9

4. მარსელი 5 0 0 5 4-12 0

მარსელი-არსენალი 1:2

ნაპოლი-დორტმუნდი 2:1

დორტმუნდი-მარსელი 3:0

არსენალი-ნაპოლი 2:0

არსენალი-დორტმუნდი 1:2

მარსელი-ნაპოლი 1:2

ნაპოლი-მარსელი 3:2

დორტმუნდი-არსენალი 0:1

არსენალი-მარსელი 2:0

დორტმუნდი-ნაპოლი 3:1

G ჯგუფი: "პორტუს" შეუსრულებელი მისია

მადრიდში თუნდაც უკვე გასულ "ატლეტიკოსთან", რომელიც რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, ამ "პორტუს" მოგება გაუჭირდება. "ამ პორტუში" იმას ვგულისხმობთ, რომ გუნდი ცუდ ფორმაშია.

თუმცა სხვა რა გზაა, "დრაკონებმა" ბოლომდე უნდა გაიბრძოლონ და სჯეროდეთ, რომ "ზენიტი" ვენაში ვერ მოიგებს.

წააგებს თუ ფრედ ითამაშებს რუსული გუნდი "აუსტრიასთან", "პორტუსთვის" ამას მნიშვნელობა არ აქვს, პორტუგალიელებმა აუცილებლად უნდა იმარჯვონ, რადგან სანკტპეტერბურგელებთან თანაბარქულიანობა ხელს არ აძლევთ.

ატლეტიკო-პორტუ 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - მანკილიო, ალდერვეირელდი, ხიმენესი, ინსუა - ოლივერი, ტიაგო, გაბი, თურანი - დიეგო კოშტა, ადრიანი.

პორტუ (4-2-3-1): ელტონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, ალექს სანდრო - დეფური, ფერნანდო - ჟოსუე, ლუჩო გონსალესი, ვარელა - ჯეკსონ მარტინესი.

არბიტრი: დენის აითექინი (გერმანია)

ნაკლებად სავარაუდოა, რუსებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვან, მაგრამ "აუსტრია" რომ არც ისე ადვილად დასამარცხებელია, უკვე დავინახეთ და ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

ჰო, ისე, ლუჩანო სპალეტის ორი კარგი შემტევი არ ეყოლება - დანი და ოლეგ შატოვი.

აუსტრია-ზენიტი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

აუსტრია (4-2-3-1): ლინდნერი - კოხი, რამსებნერი, ორტლეხნერი, ზუტნერი - როიერი, ჰოლანდი - მურგი, კინასტი, სტანკოვიჩი - ჰოსინერი.

ზენიტი (4-3-3): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ჰუბოჩანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, ზირიანოვი, შიროკოვი - არშავინი, ბისტროვი, ჰალკი.

არბიტრი: ალექსანდრ სტავრევი (მაკედონია)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 5 4 1 0 13-3 13

2. ზენიტი 5 1 3 1 4-5 6

3. პორტუ 5 1 2 2 4-5 5

4. აუსტრია 5 0 2 3 1-9 2

აუსტრია-პორტუ 0:1

ატლეტიკო-ზენიტი 3:1

ზენიტი-აუსტრია 0:0

პორტუ-ატლეტიკო 1:2

პორტუ-ზენიტი 0:1

აუსტრია-ატლეტიკო 0:3

ზენიტი-პორტუ 1:1

ატლეტიკო-აუსტრია 4:0

ზენიტი-ატლეტიკო 1:1

პორტუ-აუსტრია 1:1

H ჯგუფი: შეაშინებს "მილანს" დევი?

"აიაქსში" ფრანკ დე ბურის სამწვრთნელო კარიერა თითქმის ზუსტად 3 წლის წინ დაიწყო. 2010 წლის 8 დეკემბერს ამსტერდამელებმა "სან სიროზე" სენსაციურად 2:0 მოიგეს. დე ბურს დიდი იმედი აქვს, რომ ისტორია გამეორდება, რადგან მის გუნდს ჯგუფიდან მხოლოდ მოგება გაიყვანს.

"ჩვენ "ბარსელონას" მოვუგეთ იმ ფილოსოფიით, რომელიც საერთო გვაქვს", - აღნიშნა ფრანკმა. დიახ, "აიაქსი" შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს და დიდი ხნის დაუმარცხებელ კატალონიელებს 10 კაცითაც თამამად ეთამაშა და მოუგო.

ამ ახალგაზრდული და სიმპათიური გუნდის, რომლის საშუალო ასაკიც 22-23 წელია, აქამდე მოსვლა უკვე წარმატებაა, მაგრამ ჰოლანდიელებს სრული ტრიუმფი სწადიათ.

რატომაც არა? ამსტერდამელები შესაშურ ფორმაში არიან და მიჯრით 6 მოგება აქვთ. თანაც, აქედან 5 მატჩში გოლიც კი არ გაუშვიათ. რაც მთავარია, მინდორზე იქნება დევი კლაასენი. სახელმა არ შეგაშინოთ, 20 წლის პატარა ბიჭია. უბრალოდ, როცა ეს ნიჭიერი ნახევარმცველი თამაშობს, "აიაქსი" სულ იგებს. მასთან ერთად გუნდმა 7 მატჩიდან ყველაში იმარჯვა, ხოლო მის გარეშე 14 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო.

ასე რომ, კლაასენის მაღალი კლასი ეჭვგარეშეა.

კარგ ფორმაშიაო, "მილანზე" ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ ვიტყვით. უბრალოდ, ისიც გვესმის, რომ გუნდი რა სირთულეებსაც უნდა აწყდებოდეს, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მეტ-ნაკლებად ღირსეულად გამოდის.

მასიმილიანო ალეგრისთვის ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ "როსონერის" გადატვირთული ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება და საჭირო ფეხბურთელები ბრუნდებიან.

მილანი-აიაქსი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, საპატა, მექსე, ემანუელსონი - მონტოლივო, დე იონგი, პოლი - კაკა, ელ შაარავი - ბალოტელი.

აიაქსი (4-3-3): სილესენი - ვან რინი, მოისანდერი, დენსვილი, ლიგეონი - სერერო, ბლინდი, კლაასენი - ფიშერი, შონე, ჰოესენი

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

"ბარსელონა"-"სელტიკზე" სათქმელიც ბევრი არაფერია.

ბარსელონა-სელტიკი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, პედრო, ნეიმარი.

სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი - ლუსტიგი, დიიკი, ამბროუზი, მალგრიუ - კაიალი, სამარასი, ბრაუნი, ფორესტი - კომონსი - სტოუკსი.

არბიტრი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 5 3 1 1 10-4 10

2. მილანი 5 2 2 1 8-5 8

3. აიაქსი 5 2 1 2 5-8 7

4. სელტიკი 5 1 0 4 2-8 3

მილანი-სელტიკი 2:0

ბარსელონა-აიაქსი 4:0

აიაქსი-მილანი 1:1

სელტიკი-ბარსელონა 0:1

სელტიკი-აიაქსი 2:1

მილანი-ბარსელონა 1:1

ბარსელონა-მილანი 3:1

აიაქსი-სელტიკი 1:0

აიაქსი-ბარსელონა 2:1

სელტიკი-მილანი 0:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

ვანდამ პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის მოგებით დიდად გაიხარა - ნარას პარიზელთა ფეხბურთელი ჰყვარობს?

[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში - "დემირსპორის" ფეხბურთელებმა "გალათასარაისთან" მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]

მოურინიო მორიგ დიდ სკანდალშია - რასიზმის ბრალდებით უჩივლეს, თავად კი მსაჯთა ოთახში შევიდა [VIDEO]

"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო

ალეგრის სერია A-ში დაბრუნების ვარიანტები აქვს

ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს

"ნაპოლის" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება

"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა

"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ

ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

შკრინიარი პსჟ-დან "ფენერბაჰჩეში" გადადის

ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი

კლოპი სამწვრთნელო კარიერის განახლებას გეგმავს - გერმანელს 2 ვარიანტი აქვს

ბრაზილიის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია

მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია

"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა

ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის

აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა

კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს

თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]

უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა

სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?

"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა

"ფეიენოორდის" ქომაგებმა დევი კლაასენს თავი გაუტეხეს [VIDEO]

მიულერმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს

"აიაქსის" დაბრუნება - კრუიფის არენის ბიჭების თაობა

იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

კონტე "ნაპოლის" ტოვებს? - "პარტენოპეის" შესაძლო შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს