ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

I ლიგა. I წრის შეჯამება. A ზონა: ზღვისპირელთა დომინაცია

I ლიგა. I წრის შეჯამება. A ზონა: ზღვისპირელთა დომინაცია

"კოლხეთმა" და "შუქურამ" ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ამ ზონიდან პლეი ოფში უნდა გავიდნენ
ფოტოზე: "შუქურას" გულშემატკივრები

უმაღლესისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში პირველი წრე ნოემბრის ბოლოს დამთავრდა (მხოლოდ ერთი, გადადებული მატჩი ჩატარდა 5 დეკემბერს) და, აქედან გამომდინარე, ამ ბოლო დღეებში არსებული უამინდობაც "ასცდა" საკმაოდ საინტერესო ტურნირს.

მოკლედ, პირველ ლიგაში მოასპარეზე მწვრთნელ-ფეხბურთელები ამჟამად მართლაც დამსახურებულ შვებულებაში იმყოფებიან და ჩვენც იმის დრო "მოგვეცა", პირველი წრე რომ შევაფასოთ.

თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ გვინდა 2013-14 წლების სეზონის პირველი ლიგის გათამაშების რეგლამენტი შეგახსენოთ; ორივე ზონაში გათამაშება ორ წრედ ტარდება, თითო ზონის ორ-ორი საუკეთესო გუნდი კი ოთხგუნდიან პლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას და იმ ერთწრიან ტურნირში (მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში რომ უნდა ჩატარდეს) პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები 2014-15 წლების სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში აღზევდებიან.

ამას გარდა, შეცვლილია სხვა წესიც: პირველი ლიგის ორივე ზონაში ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები მეორე ლიგაში დაქვეითდებიან, მათ სანაცვლოდ კი მეორე ლიგის ორივე ზონის გამარჯვებული 2 გუნდი იასპარეზებს, ანუ 2014-15 წლების სეზონისათვის პირველ ლიგაში გუნდების შემცირებაა გადაწყვეტილი და ვფიქრობთ, მართებულიც იქნება.

ახლა კი პირველი ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი წრე შევაჯამოთ, ორივე ზონის ფავორიტებიც ვახსენოთ, გუნდი-სიურპრიზებიც და ასე შემდეგ...

ფავორიტები

პირველი ლიგის გათამაშების დაწყებამდე ვივარაუდეთ, რომ A ზონას ორი გამოკვეთილი ფავორიტი უნდა ჰყოლოდა და ასეც მოხდა: ფოთის "კოლხეთმაც" და ქობულეთის "შუქურამაც" ეს სტატუსი თითქმის 100 პროცენტით გაამართლეს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ამ ზონიდან პლეი ოფში სწორედ ეს ორი გუნდი უნდა გავიდეს.

"კოლხეთმა" ერთობ სტაბილურად განვლო პირველი წრე და მხოლოდ ორ მატჩში (თანაც, ორივე - საშინაო) დაკარგა ქულები: "შუქურასთან" დამარცხდა და "გაგრასთან" ფრედ ითამაშა; დანარჩენი 10 მატჩი კი ზაზა ინიაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო და A ზონის უპირველესი ფავორიტის სტატუსსაც დამსახურებულად ამართლებს.

მოგეხსენებათ, რომ წინა თვეში ფოთში დიდი საზეიმო განწყობა სუფევდა: ამ ქალაქის ფეხბურთს ხომ დაარსებიდან 100 წელიწადი შეუსრულდა! ჰოდა, ასეთ იუბილეს, რაღა თქმა უნდა, "შესაფერისი" შედეგიც თან უნდა ახლდეს და ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენაც მიდის. თანაც, "კოლხეთში" არაერთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაშიც რომ უთამაშია და არც გამოცდილება დაეწუნება.

ეს კი, უპირველესად, 25 წლის მეკარე ლაშა ძაგანიას და მცველებსა და ნახევარმცველებს ეხებათ: 27 წლის გიორგი კილასონიას, 24 წლის პაატა ცხვიტარიას, 33 წლის გიორგი კრასოვსკის, 23 წლის ომარ გოგონაიას.

გუნდის შემტევი პოტენციალი შესამჩნევად გააძლიერა ორმა ახალწვეულმაც: 25 წლის მარჯვენა გარემარბმა გიორგი ჭედიამ და 23 წლის ცენტრფორვარდმა ზვიად ქანთარიამ: ცალკე უნდა აღინიშნოს "კოლხეთის" საუკეთესო ბომბარდირის, დათა სიჭინავას შედეგიანი თამაშიც:

24 წლის შემტევი "კოლხეთში" გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა და 11 მატჩში 11 გოლი გაიტანა!

A ზონის მეორე ფავორიტიც ამართლებს თავის სტატუსს: ქობულეთის "შუქურა", საერთოდ, პირველი ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდია და 12 მატჩში 42 გოლის გატანა, ვფიქრობთ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

გუნდის (და, საერთოდ, ამ ზონის) საუკეთესო ბომბარდირი კი ამპლუით შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩელებაძეა - "შუქურას" პრეზიდენტის, 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" გამორჩეული თავდამსხმელის, რევაზ ჩელებაძის ვაჟმა 12 მატჩი ჩაატარა პირველ წრეში და 14 გოლი გაიტანა (ერთხელ სულაც "პოკერი" შეასრულა).

"შუქურას" წარმატებულ ასპარეზობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 31 წლის მიხეილ კაკალაძე, რომელსაც თავის დროზე უმაღლეს ლიგაში არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაუტარებია.

"შუქურაში" მრავლად არიან პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭები, ახლო წარსულში საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში რომ გამოდიოდნენ: ლევან ელიზბარაშვილი, ავთანდილ ბრაჭული, მინდია ფუტკარაძე.

აი, ერთ-ერთ მთავარ შემოქმედზე კი მართლაც ცალკე უნდა ითქვას: ზედ სეზონის დაწყების წინ "შუქურას" მთავარ მწვრთნელად უგამოცდილესი ქართველი სპეციალისტი ვალერიან ჩხარტიშვილი დაინიშნა!

73 წლის ჩხარტიშვილს თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია, ახლა კი თავის ძველ გუნდთან ერთად იღვწის უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად.

...და დანარჩენები

A ზონაში კი არა, საერთოდ, ამ გათამაშების მთავარი სიურპრიზი "საპოვნელას" წარმატებული ასპარეზობაა: თერჯოლელთა გუნდი პირველ ლიგას ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა და პირველი წრეც მესამე ადგილზე დაასრულა!

ბოლო ტურამდე "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი ამ გუნდისა და ზესტაფონის "მარგვეთის" ყოფილი ფეხბურთელი მირიან გეწაძე გახლდათ. ბოლო მატჩში გუნდი მოედანზე მალხაზ ახვლედიანმა გამოიყვანა. სეზონის დაწყების წინ "საპოვნელა" გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა: 34 წლის მცველს, დავით ბაქრაძეს უმაღლეს ლიგაშიც არაერთი სეზონი გაუტარებია და პირველშიც.

გამოცდილება არც 27 წლის დავით ჩხიკვაძეს დაეწუნება და არც ძმებ დეისაძეებს: 25 წლის იაგო და 26 წლის იაკობი პირველ ლიგაში სხვადასხვა გუნდში ხომ შესაშური შედეგიანობით გამოირჩეოდნენ ხოლმე ("პოკერების" შესრულება ხომ ლამის ჩვეულებრივ ამბად აქციეს).

კიდევ ერთი ახალწვეული, 23 წლის სერგო შუღლაძე კი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში გატარებული სეზონების შემდეგ დაბრუნდა. "საპოვნელას" კიდევ ერთ ლიდერზე ცალკე უნდა ვთქვათ: 33 წლის ლევან შავგულიძეს უმაღლეს ლიგაში რამდენიმე გამორჩეული სეზონი ჰქონია, ახლა კი თერჯოლელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ - 9 გოლი გაიტანა!

პირველი წრის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფება "დინამო 2", რომელსაც უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არა აქვს; თუმცა, თბილისის "დინამოს" ფარმ-კლუბმა "აღებული ტემპი" თუ შეინარჩუნა, არ არის გამორიცხული, ლიდერებიც გვარიანად შეავიწროოს; არადა, სეზონი "დინამო 2"-მა ერთობ არასტაბილურად დაიწყო, რასაც კლუბში საკადრო ცვლილება მოჰყვა და აი, 13 ოქტომბრიდან მოყოლებული, გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგო!

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ბურთების შეფარდებაც: ამ ექვს შეხვედრაში ახალგაზრდა დინამოელებმა მეტოქის კარში 25 გოლი გაიტანეს, საკუთარში კი მხოლოდ 5 მიიღეს! აი, ასეთი შთამბეჭდავი სერია გამოაცხო გუნდმა თავისი ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით, რომელიც პირველ ლიგას ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. თუმცა, როგორც უკვე იცით, 37 წლის მალხაზ ჟვანია ამჯერად უკვე "დინამოს" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელია; აი, მის ადგილს კი "დინამო 2"-ში ვინ დაიკავებს, ჯერჯერობით უცნობია.

პირველი წრის ფინიში ჩაუვარდა "ალგეთს", თორემ ეს გუნდიც ლიდერთა შორის უნდა მოგვეხსენიებინა: ცნობილი ქართველი სპეციალისტის, 67 წლის ელგუჯა გუგუშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, თუმცა V ადგილიც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი.

აი, "გაგრასგან" კი, ალბათ, უფრო მეტსაც ელოდნენ: ზვიად ჯელაძის დამოძღვრილ გუნდს, ისე, როგორც წინა სეზონში, ახლაც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს.

თუმცა, იმავე მეორე ადგილთან "გაგრას" ჩამორჩენა კატასტროფულად არ უნდა მივიჩნიოთ (9 ქულა) და, ჩვენი აზრით, მეორე წრეში ამ ახალგაზრდული გუნდისგან არაერთ სიურპრიზსაც უნდა ველოდოთ; მით უმეტეს, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდა გუნდის მთავარი "დამრტყმელი ძალა", 21 წლის ფორვარდი აბაიომი ოვონიკოკო, რომელმაც "გაგრაში" დაბრუნების შემდეგ 10 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

A ზონის დანარჩენ შვიდ გუნდს ბევრად უფრო მოკრძალებული მიზნები ექნება და მეორე ეტაპზე პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვისაც სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ. ოღონდ, B ზონისგან განსხვავებით, A ზონიდან მხოლოდ 2 გუნდი დაქვეითდება; ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ ზონის ერთი გუნდი, აჩაბეთის "ლიახვი" ჩემპიონატის დაწყებამდე მოიხსნა გათამაშებიდან.

ვინ იქნება A ზონის ის ორი უიღბლო გუნდი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა დღესდღეობით "მერცხალს", "ადელს", "კახეთსა" და "იმერეთს", სხვებთან შედარებით, არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ.

ზემოთ ოვონიკოკო ვახსენეთ, თუმცა, ამ ნიგერიელი ფორვარდის გარდა, უმაღლეს ლიგაში ადრე მოასპარეზე რამდენიმე ლეგიონერი თამაშობს: ასევე ნიგერიელები - 20 წლის ჯონ ჯერემია და 19 წლის ბენჯამინ ტეიდი (ორივე - "გაგრა"), კამერუნელი რობერტ ლობე ("შუქურა").

ამათ გარდა, ლეგიონერები თამაშობენ "ალგეთსა" და "ჩხერიმელაშიც", თუმცა მათი სახელ-გვარებიც ბევრს არაფერს გვეუბნება და იმავე ოვონიკოკოსა თუ ჯერემიას მსგავსად, ვერც ოსტატობით მოიწონებენ თავს.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. A ზონა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. კოლხეთი (ფ) 12 10 1 1 28-7 31

2. შუქურა 12 9 2 1 42-11 29

3. საპოვნელა 12 8 2 2 23-10 26

4. დინამო 2 (თბ) 12 7 1 4 30-14 22

5. ალგეთი 12 7 1 4 16-11 22

6. გაგრა 12 5 5 2 23-13 20

7. მეშახტე 12 5 2 5 22-20 17

8. ჩხერიმელა 12 4 3 5 19-23 15

9. სქური 12 3 1 8 14-29 10

10. იმერეთი 12 2 3 7 10-26 9

11. ადელი 12 2 2 8 13-35 8

12. კახეთი 12 2 1 9 11-31 7

13. მერცხალი 12 1 2 9 8-29 5

ბომბარდირები:

გიორგი ჩელებაძე (შუქურა) - 14 გოლი; დათა სიჭინავა (კოლხეთი) - 11; დათა რაფავა (სქური) - 10; აბაიომი ოვონიკოკო (გაგრა) - 9; ლევან შავგულიძე (საპოვნელა) - 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓔᓠᓗ-ᓔᓠᓗᓘ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓒᓐᓛᓝᓪᓓᓘᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓕᓐᓚᓔᓠᓘᓐᓜ ᓩᓮᓐᓠᓢᓘᓨᓕᓘᓚᓘ ᓒᓐᓠᓓᓐᓘᓪᓕᓐᓚᓐ

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]

გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა

თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: მივიწყებული პოკერ(ებ)ი

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]

ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა

"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]

პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]

რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...

ქობულეთის "შუქურაში" ვალერიან ჩხარტიშვილი ბესიკ შეროზიამ შეცვალა

ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]

ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ

ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან

ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]

თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...

ქობულეთის "შუქურას" განცხადება

ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]

გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?

იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს