აჭარის ნაკრებმა ბაქოში ყველა დისციპლინა მოიგო - ქალებიც, ვაჟებიც, პირადიც, გუნდურიც და შერეული წყვილებიც
3-8 დეკემბერს ქართველმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს ბაქოში გამართულ "პრეზიდენტის თასზე".

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მასპინძელთა გარდა, მონაწილეობდნენ ირანის, რუსეთისა და თურქეთის გუნდები, რომლებსაც საქართველოდან აჭარისა და ქუთაისის ნაკრებები დაემატნენ.

განსაკუთრებით აჭარამ იყოჩაღა, რომელმაც მოიგო ყველა დისციპლინა - ქალებიც, ვაჟებიც, პირადიც, გუნდურიც და შერეული წყვილებიც.

ქალთა შორის ჩვენები უპირობო ფავორიტები იყვნენ და საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მოწინავე ადგილებსაც ისინი ინაწილებდნენ - იულია ლობჟანიძე 579 ქულით პირველი იყო, ხათუნა ნარიმანიძე 568-ით - მეორე. მათ პლეი ოფშიც იყოჩაღეს, ყველა მეტოქე ჩამოიცილეს და ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლობჟანიძემ იმარჯვა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასსაც დაეუფლა.

მესამეზე რუსი კირა ანდრეევა გავიდა.

ვაჟებში აჭარას ქალებივით სოლიდური გუნდი არ ჰყავდა, თუმცა ოქრო მაინც მოიპოვეს - ჩემპიონი ხელვაჩაურელი მამუკა შუშაძე გახდა. ის შესარჩევში 562 ქულით მესამე იყო, მაგრამ პლეი ოფში კარგად იბრძოლა, ფინალშიც გავიდა, იქ კი შესარჩევის მომგებ (568 ქულა) თურქ ტუნჩ კუჩუკაილარის დააყრევინა ფარ-ხმალი. ბრინჯაო მასპინძელმა ზაურ გახრამანოვმა მოიპოვა.

ქალთა შორის გუნდურში გამარჯვება აჭარლებს დარჩათ, სადაც მთლიანად ხელვაჩაურელები - ლობჟანიძე, ნარიმანიძე და ანა დუმბაძე გამოდიოდნენ. ფინალში მათ რუსებს სძლიეს.

ხელვაჩაურელები შეადგენდნენ ნაკრების უმეტესობას ვაჟებშიც - შუშაძე და ახლახან საქართველოს ზამთრის თასის მფლობელი გიორგი შაინიძე, რომლებსაც ბათუმელი არჩილ ფარსენაძეც დაემატა.

ფერადი არც ამ ტრიომ დაუთმო ვინმეს, ფინალში კი ბაქოს ნაკრებს აჯობეს. მესამეზე ირანის გუნდი გავიდა.

შერეულ წყვილებში ლობჟანიძისა და ფარსენაძის დუეტმა გაიმარჯვა, მომდევნო საპრიზო ადგილებზე კი ბაქოელები გავიდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

timo
ჯაბა მოსეშვილს ვინ ახსენებს საერთოდ ერთხელ მოიგო საერტაშორისო და მაშინაც ის დაწერეთ რო წააგოო ფინალიო
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ქართველი მშვილდოსნები ევროპის "დიდი პრიზზე" გამოვლენ
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
"ევროპის დიდი პრიზი": ეჩმიაძინში ანტალიის წინ
მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...