ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მიხეილ მესხი არგენტინაში - ლეგენდა და რეალობა [VIDEO]

მიხეილ მესხი არგენტინაში - ლეგენდა და რეალობა [VIDEO]

"რივერ პლეიტის" სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ არგენტინული კლუბების მეპატრონეები საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონს იხდიდნენ...
"ერთხელ თინეიჯერმა დაწერა - ჩემი ოცნება "ენფილდზე" "ლივერპულის" მატჩზე დასწრებააო.

დავინტერესდი, თუ იცი, რა ფეხბურთი გვქონდა და რა დონის გუნდი იყო თბილისის "დინამო"-მეთქი. მითხრა, ის "დინამო" არც ვიცი და არც მახსოვსო. მართალიც იყო, მისთვის ჟრუანტელს არ დაუვლია, როცა სტადიონზე "დინამო! დინამოს!" ვყვიროდით და მთელი სტადიონი გუგუნებდა. ამ განცდის გარეშე ძნელია გაიგო ის, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი გააჩნია...

საერთოდ, როცა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში ქართულ გვერდებს ვუყურებდი, ძალიან ცოტას წერდნენ ჩვენს წარსულზე - რანი ვიყავით, რა ფეხბურთი გვქონდა და "ფეისბუქზე" გვერდი "გაბრაზებულმა" შევქმენი. 1981 წლის "დინამო" არის ყველაზე დიდი ქართული გუნდი და ჩემს ვალად ჩავთვალე, ყველასთვის შემეხსენებინა, რას წარმოადგენდა ქართული ფეხბურთი და ინგლისური სახელი ამიტომაც შევურჩიე - "Dinamo Tbilisi cup winner cup 1981".

დღეს, როცა ჩვენში ქართული ფეხბურთის იმედიც გაქრა და მის მიმართ ინტერესიც, ამ გვერდის შექმნა აუცილებელ საქმედ ჩავთვალე - ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მართლა გვქონდა დიდი ფეხბურთი და რომ ეს ლეგენდა არ არის.

მივაკვლიეთ "დინამოს" თამაშების დიდ არქივს, მაგრამ უდიდეს თანხას გვთხოვენ, მარტო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს ფინალზე" - 100 ათას ევროს. სამწუხაროდ, ეს თანხა არ გვაქვს, თორემ სიამოვნებით გადავიხდიდი. მაგრამ კავშირების წყალობით, უნიკალური მასალების მოპოვებას მაინც ვახერხებთ" , - ამბობს ზურაბ რუბაშვილი, რომელიც დავით ილურიძესთან ერთად, ამ მშვენიერი წამოწყების ინიციატორია.

მათ უნიკალური ფოტო და საგაზეთო მასალები შეაგროვეს და ამას დღემდე დიდი სიყვარულით აგრძელებენ, რაც, წესით, ოფიციალური სტრუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის საქმე უნდა იყოს...

18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის 1964 წელს თბილისის "დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობასთან ასოცირდება. არადა, ამ დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი მოხდა, რომლითაც ქართველები არგენტინაში გაიცნეს.

"Dinamo Tbilisi cup winner cup 1981"-ის დამფუძნებლებმა 1961 წლის 18 ნოემბერს ბუენოს-აირესში გამართული არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრასთან დაკავშირებით საინტერესო დოკუმენტური მასალები აღმოაჩინეს.

საბჭოთა ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა, რაც არგენტინულმა და ევროპულმა მედიამ დიდ სენსაციად მონათლა. საბჭოთა ნაკრები მაშინ პოპულარული 4-2-4 სისტემით თამაშობდა. მიხეილ მესხი მარცხენა ფლანგის თავდამსხმელი იყო, სლავა მეტრეველი კი მარჯვნიდან უტევდა - ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო.

ორივე გოლი (24-ე და 25-ე წუთებზე) როსტოვის სკა-ს თავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა, მაგრამ მედიამ მაინც ქართველები გამოარჩია - პირველი გოლი მესხის გადაცემით გავიდა. მეორე კომბინაციაც მესხმა წამოიწყო, საგოლე გადაცემა კი მეტრეველმა გააკეთა.

მესხმა არგენტინელები სისწრაფით, გამძლეობითა და კარის მუდმივი დაბომბვით მოხიბლა. ადგილობრივმა მიმომხილველებმა ის "ქართველ გარინჩად" მონათლეს. რუსებმა კი თავად აღიარეს არა რომელიმე მოსკოველი მოთამაშე, არამედ მეტრეველიც და, განსაკუთრებით, მესხი - ინდივიდუალური ოსტატობის უმაღლესი დონე აჩვენაო.

50 მილიონი მესხის სანაცვლოდ

"პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა", - თქვა მიხეილ მესხზე არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ სსრკ-ის ნაკრებთან თამაშის შემდეგ.

პირველი ევროპული გუნდი, რომელთანაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო, საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო. მის შემადგენლობაში მესხი და სლავა მეტრეველი ბრწყინავდნენ.

...მათ "რივერ პლეიტის" სტადიონ "მონუმენტალზე" მისული 110 000 არგენტინელი ქომაგი საუცხოო თამაშით გააოცეს და მატჩის შემდეგ ოვაციაც დაიმსახურეს.

მატჩის წინ ადგილობრივი პრესა, ფეხბურთელები, მწვრთნელები დიდი ანგარიშით გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ. 4:1 - ჟესტიკულაციით ანიშნა ტელეკამერის წინ მომავალი მატჩის ანგარიში ერთ-ერთმა არგენტინელმა ფორვარდმა. მისმა თანაგუნდელმა მცველმა ერთი აწეული თითი ჩააწევინა - ჩვენზე ცუდად ფიქრობ, ამ ერთსაც არ გავუშვებთო. პატარა ბიჭებმა კი, რომლებიც საბჭოთა ფეხბურთელებს დასდევდნენ, ხუთივე თითი გაშალეს - 5:0!

მასპინძლების მოურიდებელმა თავდაჯერებამ საბჭოური გუნდი სერიოზულად "დაქოქა" და მთავარ მწვრთნელ გავრილ კაჩალინს ამოცანა გაუიოლა - მოთამაშეებისთვის მომავალი მატჩისთვის დამატებითი განწყობის შექმნა საჭირო აღარ იყო...

მაყურებელი ფეხბურთზე მიდიოდა და შოუზე მოხვდა. ის, რასაც ფლანგებზე (განსაკუთრებით - მარცხენაზე) საბჭოთა "შოუმენები" აკეთებდნენ, მრავლისმნახველ არგენტინელებს მანამდე არ ენახათ.

ფოტოზე: გარინჩა და მიხეილ მესხი

"მესხი "თანამგზავრია". ის სიმეონესთვის კოშმარად იქცა. საოცრად სწრაფი, ეშმაკურ დრიბლინგს ფლობს და ძალიან სახიფათოა", - გაოცებული იყო არგენტინელი ჟურნალისტი.

"მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო "დამნაშავე" ორ გოლში, რომელმაც რუსებს მოაგებინა", - წერდა პოპულარული "ელ გრაფიკო".

მატჩის შემდეგ წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ.

საბჭოთა გარემარბების საოცარმა თამაშმა ადგილობრივ პუბლიკას განწყობა შეუცვალა. მესხი-მეტრეველის თითოეულ მოქმედებას ყიჟინა და ტაში მოსდევდა.

როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს "ეკვეთა". მეტრეველს, რომელიც მოედანზე ცოტა ხნით შეფერხდა, მაისური გახადეს და სასუვენირო ნაკუწებად აქციეს. მესხმა თავისი საფირმო დრიბლინგი მატჩის შემდეგაც "გამოიყენა" და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ოსტატურად მიიმალა. პონედელნიკს პოლიციამ წრე შემოარტყა და მოედნიდან ისე გაიყვანა.

...ადგილობრივი პრესის ყურადღების ცენტრში მესხი, მეტრეველი და იაშინი მოექცნენ. არგენტინელი კოლეგების აზრი გაიზიარა ფრანგმა ჟურნალისტმა ფრანსუა ტებომ, რომელიც ბუენოს-აირესში თამაშის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა.

მრავლისმნახველმა ფრანგმა საბჭოთა ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა...

იხილეთ ვიდეო

18.11.1961. არგენტინა - სსრკ 1:2 (ამხანაგური მატჩი)

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• nukri basilaZe

გარდასულ ფეხბურთს ახლაც გვაგონებს,გათელილი აქვს ბუცით მინდორი,მიხეილ მესხი ბურთს კვლავ აგორებს,შუბლზე აცხია უფლის მირონი,ქარიშხალივით დაქრის მინდორზე,მას ხომ ფეხბურთის ღმერთი აბოდებს, მიხეილ მესხი იბრძვის დიდგორზე მისი თამაში ელვას გვაგონებს,დაიქუხებს და ელვარებს მეხი,მოედანი კი ბრწყინავს ცის სწორზე,გარღვევაზეა მიხეილ მესხი,მცველები ყველა ყრია მინდორზე,ხმა ეროსისა ჟრუანტელს მოგგვრის გულშემატკივართ ზღვა ხმა ღელდება,შეტევაზეა მიხეილ მესხი და მისი გოლი ბადეს ეხვევა,ცეკვა ქართული,ცეცხლი ქართულად,მისთვის აქ არის ახლა დიდგორი,მეტოქეები მიწას გართხმულან დაგლეჯილი აქვთ ბუცით მინდორი,ისმის გუგუნი ფინტავს მესხურად,ფინტების,ფინტთა,ფინტის მესია,მცველები ბურთის ძებნით გართულან,ფინტების მეფე,მეფე მესხია,ისევ ფინტები დაკვლავ შეტევა,მეტოქის გუნდი არევაზია,გული საგულეს აღარ ეტევეა,მიხეილ მესხი გარღვევაზეა.

• tamazi

GIVI ცOXELMA KI Aღ GAAGDO YIFIANI, DღOEBIტ GAUსVA DABAL LIGAსI ღADGAN MIშI FIძ. MOMძADEBA Aღ IYO შAKMAO DONEძE DA MAსIN ჟEღ VEღ შჟOBDA MIშI AMPLUIშ MOტAMAსEEBშ DINAMOსI

• akhali

,,მივაკვლიეთ "დინამოს" თამაშების დიდ არქივს, მაგრამ უდიდეს თანხას გვთხოვენ, მარტო 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს ფინალზე" - 100 ათას ევროს,, -ვინ ითხოვს?ვინ მიისაკუთრა?და რა უფლებით?ფირებიც პრივატიზაციაში მოხვდნენ და ახალგამოჩეკილმა კაპიტალისტებმა მიისაკუთრეს?.

• forca roma

გიორგი ჭიაბრიშვილს,1981 წლის ფეხბურთელებში ყველა მაგარი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი მაინც ყიფიანი იყო, რომელიც სხვათაშორის ჩოხელმა გააგდო გუნდიდან, მისი ფიზიკური მონაცემების გამო და შემდეგ კაჩალინმა, თუ იაკუშინმა დააბრუნა (გდე კნიაზო, ასე ეძახოდნენ იუნიორთან ნაკრებიდან); მესხი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ამასთან ერთად სხვებისგან განსხვავებით არ იყო ჰომოსოვეტიკუსი (თუნდაც იმავე ყიფიანისგან); ის იყო ქართული სულის როგორც გამიგია; ჩვენი ტრაგედია სწორედ ჰომოსოვეტიკუსობაა, რაც ძალუმად იგრძნობა ფეხბურთში და საპირისპიროდ არის რაგბიში;

• mm

შეუძლებელია მესხი ახსენო დატანში ჟრუანტელმა არ დაგიაროს, ან არ გაგახსენდეს მისი თაობის Fეხბურთელები. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ. 64 და81 წლები საქართველოს ისტორიის დიდებაა.გავუფრთხილდეთ ამ საუნჯეს და მათ ვინც ის ულამაზესი წუთები აჩუქა საქართველოს.

• თავისუფალი აზრი

საქმე იმაშია, რომ როდესაც მიხეილ მესხის თამაშს უყურებ, იმ შავ-თეთრ კადრებშიც რწმუნდები, რომ ამ ადამიანმა ფეხბურთი ხელოვნების რანგში აიყვანა. დღემდე იხსენებს მაშინდელი ხალხი (თან რა ემოციებით !!) რა ხდებოდა სტადიონზე როცა დიდი მიშა თამაშობდა, არც მალავენ რომ სტადიონზე დიდი მიშას ლამის ფიზიკის კანონების საწინააღმდეგო ფინტების სანახავად დადიოდნენ, არგენტინელებს რო თამაშით გააოცებ მეტი რაღა გინდა !! :) ეს მართლა ლეგენდარული კაცი აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ახალი შემართებით და სულისკვეთებით ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა ( არც რაიმე თანამდებობა ისურვა და არც სხვა „პატივი-დიდება’’) და ალბათ ბევრი ახალგაზრდის თუ ძველგაზდის ოცნება აასრულა როცა საკუთარი ხელით საფეხბურთო სკოლა „ავაზა’’ ააშენა და სათავეშიც ჩაუდგა. ამ სკოლაში რამდენი თაობა აღიზარდა და როგორი წარმატებით ეს ყველამ კარგად იცის. ამის პარალელურად ის რაც 2007 წელს სკოლასთან დაკავშრებით მოხდა, ჯერ სკოლის გაყიდვა, შემდეგ სახელის გადარქმევა, რბილად რომ ვთქვათ დიდი უსამართლობა იყო პირადად მიშა მესხის ნამოღვაწარის წინაშე, მიშას ნაირი ლეგენდა მე-20 საუკენეს ბევრი არ ყოლია, რამდენჯერ საქართველოს სავიზიტო ბარათიც ყოფილა ამ კაცის სახელი გვარი, ამის საპასუხოდ მომხდარი ამბავი ძალიან სამწუხაროა, ლეგენდებს ასე არ უნდა ვექცეოდეთ !!

• kaxeli

კარგია სტატიის ავტორი მესხს რომ იხსენებს, იქნებ მცველებიც გაეხსენებინათ,იცის დღევანდელმა ახალგაზრდობამ რატომ დატოვა დიდი ფეხბურთი გივი ჩოხელმა 26 წლისამ ? სსრკ ნაკრების პირველმა ქართველმა კაპიტანმა ,ევროპის ჩემპიონმა,და კაცმა რომელსაც თავისი დიდი კაცობისთვის თელავში ხალხმა ძეგლი დაუდგა.

• 123

არგენტინა-საბჭოთა კავშირი 1961 წელი. მიმოხილვა

• datiko48

1961-ში თბილისში ჩამოვიდა"ბაია"ბრაზიული გუნდი,2 ნომრად თამაშობდა ნაკრების მცველი,მიშამ გაუკეთა მისი ფინტი ორჯერ,ხოლო მესამეჯერ გამოეკიდა მცველი,აიყვანა ხელში და ჩაიხუტა[მიშაზე მაღალი იყო გაცილებით]მთელი სტადიონი ვიცინოდით,ეს იყო "ლოკომოტვზე"ვაკეში.

• chico

გიორგი მართლა აღარ არსებობს "ავაზა"და მის ნაცვლად ქუთაისის"ტორპედო-ვისოლი"-ა თბილისში???

• გიორგი ჭიაბრიშვილი

მართლა დიდი ფეხბურთელები იყვნენ მესხი და მეტრეველი. ისინი 1960 წელს ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ. 1981 წლის 13 მაისი ყველას გვახსოვს ჩივაძე, შენგელია, დარასელია, გუცაევი, სულაქველიზე, რა ფეხბურთელები გვყავდა....

• gio

mixeil mesxma pexburtidan wasvlis shemdeg sakutari skola "avaza"chamoayaliba,romelsac gardacvalebamde sataveshi edga da bevri sasaxelo pexburteli agzarda.skola mixeil mesxis saxels atarebda,mixeil saakashvilma ki 2007wels 5000larad achuqa "visols",romelmac saswrapod sheucvala skolas saxeli da dgesdgeisobit mas hqvia qutaisis "torpedo-visoli".ai rogor eqcevian legendebs saqartveloshi.ra pexburtze unda vilaparakot amis shewmdeg?

• გიორგი

მიხეილ მესხმა ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ საკუთარი სკოლა "ავაზა" ჩამოაყალიბა,რომელსაც გარდაცვალებამდე სათავეში ედგა და ბევრი სასახელო ფეხბურთელი აღზარდა.სკოლა მიხეილ მესხის სახელს ატარებდა,მიხეილ სააკაშვილმა კი 2007წელს 5000ლარად აჩუქა "ვისოლს",რომელმაც სასწრაფოდ შეუცვალა სკოლას სახელი და დღესდღეისობით მას ჰქვია ქუთაისის "ტორპედო–ვისოლი".აი როგორ ექცევიან ლეგენდებს საქართველოში.რა ფეხბურთზე უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?

• giorgi

მიხეილ მესხმა ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ საკუთარი სკოლა "ავაზა" ჩამოაყალიბა,რომელსაც გარდაცვალებამდე სათავეში ედგა და ბევრი სასახელო ფეხბურთელი აღზარდა. სკოლა მიხეილ მესხის სახელს ატარებდა,მიხეილ სააკაშვილმა კი 2007წელს 5000ლარად აჩუქა "ვისოლს",რომელმაც სასწრაფოდ შეუცვალა სკოლას სახელი და დღესდღეისობით მას ჰქვია ქუთაისის "ტორპედო–ვისოლი".აი როგორ ექცევიან ლეგენდებს საქართველოში. რა ფეხბურთზე უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?

• mamuka

ილია გენაცვალე, მიწაში ჩარგულ პატარა მცენარეს გვერდით სარს რისთვის ჩაურჭობენ ხოლმე ხომ იცი....

• ilia

mesxi, metreveli, gucaevi, kipiani, hengelia, daraselia, axlo carsulidan kinkladze, dzmebi arveladzeebi da a.h.es kartuli fexburtis istoriaa. momavali ar chans. sad vedzebot problema? ai am kitxvas , roca gacemen pasuxs fexburtis ,,maebi,, mere vilaparakot axal mesxebze, metrevelebze, gucaevebze, da a.h. chveni txovnaa nu damarxaven, kartul fexburts.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ

მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!

"კავკასიელებო, თქვენი დედა..." - როგორ წაართვეს თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა

გულშემატკივრის ხმა: რამ მოგვიყვანა ამ დღემდე?

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]

როგორც პელე - გამოცემა sports.ru-მ რევაზ ჩელებაძეს წერილი მიუძღვნა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა