კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი დაიმტვრა
ცუდად დასრულდა "დეტროიტთან" გუშინდელი შეხვედრა "პიტსბურგის" ფორვარდ ევგენი მალკინისთვის. რუს ვარსკვლავს სამი ქულა ჰქონდა მოპოვებული, მისი გუნდი კი მშვიდად იგებდა შეხვედრას, მაგრამ მესამე პერიოდში შაიბისთვის ბრძოლის დროს, ცუდად შეეჯახა "დეტროიტის" კარის უკან ბარიერს და ზურგით დაეცა ყინულზე.

როგორც ჩანს, დარტყმა მარცხენა ფეხზე მოვიდა და როგორც მალკინის სახის გამომეტყველებიდან ჩანდა, ტრავმა სერიოზული უნდა იყოს. რუსმა სცადა წამოდგომა და თავისი ფეხით მოედნიდან გასვლა, მაგრამ ისევ დაეცა. ბუნებრივია, მალკინმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ყველაფერი სამედიცინო შემოწმება გაარკვევს, თუმცა რუსულ პრესაში შიშობენ, რომ ამ დაზიანებამ მალკინს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლაში.

ჰოკეის ეროვნული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "ბოსტონ ბრუინზის" ფორვარდი შონ ტორნტონი, თუმცა ამერიკული პრესა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სასჯელი არასაკმარისია "ხულიგანი" ჰოკეისტისთვის.

გასულ კვირას, "პიტსბურგთან" მატჩის დროს, ტორნტონმა ყინულზე დააგდო "პინგვინების" მცველი ბრუქს ორპიკი და წაქცეულს რამდენჯერმე ძლიერად ჩასცხო თავში. ორპიკი სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევა და კისრის არეში ხერხემლის მალების დაზიანება დაუდგინეს. ასევე, პიტსბურგელს მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა აღენიშნება.

ამასობაში, "ტამპა ბეის" ლიდერი სტივენ სტემკოსი, რომელმაც 11 ნოემბერს ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო, პირველად გამოჩნდა ყინულზე ერთთვიანი შესვენების შემდეგ. ეს ინფორმაცია კლუბის "ტვიტერზე" გამოქვეყნდა, ამასთან, არაფერს წერენ ფორვარდის აღდგენითი პროცესის მსვლელობაზე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის კანადელმა ერთ-ერთ მატჩში ფეხი მოიტეხა. სტემკოსმა ადრე განაცხადა, რომ თებერვალში გეგმავს ოფიციალურ მატჩებში დაბრუნებას, ამასთან, კანადაში ჯერ ისევ აქვთ იმედი, რომ სტივენი შეძლებს სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას.

13 დეკემბერი

პიტსბურგი-ნიუ ჯერსი 3:2

3:0, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 დუპუი-5 (კუნიტცი-15, კროსბი-28), 2:0 კონერი-2 (ბ. სატერი-7, ვიტალე-7), 3:0 მენა-4 (დესპრე-3, ენგელანდი-3), 3:1 ელიაში-7 (ვოლჩენკოვი-5, ბერნიე-5), 3:2 ზუბრუსი-5 (იაგრი-15, ზეიჯაკი-7).

ფლორიდა-ვაშინგტონი 3:2 (ბ)

0:0, 2:2, 0:0, 0:0, 4:3

გოლები: 1:0 ოლსენი-3 (კოპეცკი-4, იუბერდო-8), 1:1 ბექსტრიომი-8 (გრაბოვსკი-18), 2:1 ბარკოვი-5, 2:2 ჯ. უორდი-10 (მ. იოჰანსონი-18, ბექსტრიომი-26).

ბულიტები გაიტანეს: ფერი (ვაშინგტონი), იუბერდო (ფლორიდა), ბექსტრიომი (ვაშინგტონი), ბოიესი (ფლორიდა), გრაბოვსკი (ვაშინგტონი), ბიუგსტადი (ფლორიდა), კოპეცკი (ფლორიდა).

ვანკუვერი-ედმონტონი 4:0

0:0, 1:0, 3:0

გოლები: 1:0 დ. სედინი-11 (გარისონი-16, კესლერი-9), 2:0 კასიანი-6 (ბუტი-4, გარისონი-17), 3:0 ჰიგინსი-9 (კესლერი-10, სანტორელი-14), 4:0 ვაიზი-3 (ი. უებერი-1, გარისონი-18).

14 დეკემბერი

ბაფალო-კალგარი 1:2 (ო)

0:0, 0:0, 1:1 0:1

გოლები: 1:0 მოულსონი-11 (გირგენსონსი-8, ერჰოფი-8), 1:1 ბირონი-1 (კ. ბატლერი-5, ბეკლუნდი-9), 1:2 სტაიანი-6 (ბირონი-4).

ოტავა-ლოს ანჯელესი 2:5

0:3, 1:0, 1:2

გოლები: 0:1 დ. კინგი-8 (ჯ. კარტერი-7, მუზინი-11), 0:2 ჯ. კარტერი-9, 0:3 კოპიტარი-10 (ვოინოვი-11, დ. კინგი-5), 1:3 კორვო-3 (კონაჩერი-6, სპეცა-18), 2:3 ე. კარლსონი-9 (ტარისი-19, ვირჩიოკი-10), 2:4 სტოლი-4 (დაუტი-11, მუზინი-12), 2:5 კოპიტარი-11 (დ. კინგი-6, ჯ. კარტერი-8).

ვინიპეგი-დალასი 4:6

1:2, 2:3, 1:1

გოლები: 0:1 სეგუინი-16 (გონჩარი-7), 1:1 ჰალიშჩუკი-3 (შაიფელი-9, ფროლიკი-10), 1:2 ნიჩუშკინი-5, 2:2 ველერი-10 (ო. იოკინენი-13, ბაფლინი-17), 2:3 ჯეიმი ბენი-8 (სეგუინი-13, გონჩარი-8), 3:3 ველერი-11 (ლიტლი-17), 3:4 ჯეიმი ბენი-9 (სეგუინი-14, გონჩარი-9), 3:5 სეგუინი-17 (გონჩარი-10, ჩიასონი-9), 3:6 სკევიური-1 (რუსელი-7, დილონი-6), 4:6 ო. იოკინენი-8 (ტორნბურნი-3, სეტოგუჩი-10).

ტორონტო-ჩიკაგო 7:3

1:1, 4:1, 2:1

გოლები: 1:0 ჰოლანდი-4 (ჯ. ლუპული-8, რეიმონდი-11), 1:1 პ. კეინი-18 (მარიან ჰოსა-15, კიტი-27), 2:1 დ'ამიგო-1 (კულემინი-5, გუნარსონი-3), 3:1 ჰოლანდი-5 (რეიმონდი-12, ჯ. ლუპული-9), 3:2 პ. კეინი-19 (ჰიალმარსონი-11), 4:2 კულემინი-4 (მაკლემანი-3, დ'ამიგო-1), 5:2 ჯ. ლუპული-9 (გარდინერი-10, რეიმონდი-13), 6:2 ჯ. ლუპული-10 (ჰოლანდი-2, რეიმონდი-14), 6:3 საადი-12 (ლედი-12, ტეივზი-17), 7:3 კესელი-17 (კადრი-12, გუნარსონი-4).

დეტროიტი-პიტსბურგი 1:4

1:2, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 კრონვალი-4 (აბდელკადერი-10, ალფდერსონი-17), 1:1 კროსბი-17 (ი.იოკინენი-11, მალკინი-31), 1:2 მალკინი-9 (ი.იოკინენი-12), 1:3 მაატა-2 (კუნიტცი-16, მალკინი-32), 1:4 კროსბი-18 (ვიტალე-8, კონერი-1).

ნიუ ჯერსი-ტამპა ბეი 3:0

0:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ბრუნერი-7 (გელინასი-10, ფეინი-2), 2:0 ზუბრუსი-6 (იაგრი-16), 3:0 ზუბრუსი-7 (იაგრი-17, ჟიდლიცკი-12).

აილენდერსი-მონრეალი 0:1 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 პასიორეტი-12 (დეშარნე-8).

კოლამბუსი-სტ ლუისი 3:4 (ო)

3:1, 0:1, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 ტარასენკო-10 (ბოუმისტერი-21, როი-14), 1:1 ანისიმოვი-9 (კომო-5), 2:1 ტიუტინი-3, 3:1 რ. იოჰანსენი-12 (დუბინსკი-15, ჯ. ჯონსონი-5), 3:2 ტარასენკო-11 (პიეტრანჯელო-16, მოროუ-4), 3:3 კ. სტიუარტი-7 (მოროუ-5, ი. კოული-3), 3:4 ბექსი-16.

ნეშვილი-სან ხოსე 3:2

1:0, 1:0, 1:2

გოლები: 1:0 ნისტრიომი-6 (ბერლტი-2, სტალბერგი-6), 2:0 იოსი-2 (კ. სმიტი-10, სპალინგი-6), 2:1 დ. ბოილი-6 (ირვინი-6, მარლო-17), 3:1 სტალბერგი-4 (შ. უებერი-9), 3:2 მარლო-15 (დ. ბოილი-11, ჯ. ტორნტონი-30).

ფინიქსი-კაროლინა 1:3

1:0, 0:1, 0:2

გოლები: 1:0 ბისონეტი-1 (მერფი-2, ჰალპერნი-3), 1:1 გერბე-7 (ე. სტაალი-18, გლისონი-1), 1:2 სკინერი-12 (ე. სტაალი-19), 1:3 ე. სტაალი-9 (ჯ. სტაალი-7).

კოლორადო-მინესოტა 1:2 (ბ)

0:0, 1:0, 0:1, 0:0, 1:2

გოლები: 1:0 ტელბოტი-3 (სერიჩი-7, ჯ. მიტჩელი-8), 1:1 ნიდერაიტერი-6 (რ. სუტერი-18, პომინვილი-8).

ბულიტები გაიტანეს: დუშენი (კოლორადო), პარიზე (მინესოტა), მ. კოივუ (მინესოტა).

ვანკუვერი-ბოსტონი 6:2

1:0, 2:1, 3:1

გოლები: 1:0 ჰანსენი-5, 1:1 რ. სმიტი-8, 2:1 ბუტი-4 (რიჩარდსონი-7), 3:1 ჰიგინსი-10 (კესლერი-11, სანტორელი-15), 4:1 ი. უებერი-1 (ჰ. სედინი-22, დ. სედინი-19), 5:1 ჰ. სედინი-9 (დ. სედინი-20, ბიეკსა-11), 6:1 ტანევი-3 (სანტორელი-16, რიჩარდსონი-8), 6:2 რ. სმიტი-9 (ბოიჩაკი-6, საიდენბერგი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგო" გოლების მანქანაა

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯონ ტავარესის გაბრწყინება
მსოფლიოს თასი: დიდი ჰოკეის მოლოდინში
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
სტემკოსი გამოირიცხა
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓞᓘᓜᓒᓕᓘᓜᓔᓑᓘ" ᓡᓢᓔᓜᓚᓘᓡ ᓗᓐᓡᓘᓓᓐᓜ ᓒᓐᕐᓫᓔᓕᓔᓡ
სოჭი 2014: NHL სოჭის ბოიკოტს არ გამორიცხავს
NHL-ში ლოკაუტს ელიან
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარს" ვარსკვლავი გამოაკლდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება
NHL. ᓠ᠔ᕒ
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᕘᕜᓯᓔᕠᓡᓘ" ᓗᓘᓗᕥᕛᓘᓡ ᓒᓐᕜᓬᓘᓠᓣᓚᓘᓐ