უხმაურო შაბათი და დაძაბული კვირა
"მონპელიეს" არც როლან კურბისის დაბრუნება შველის და არც არაფერი. "სტად დე ლა მოსონზე" მაქს-ალენ გრადელის გოლი ერთადერთი გამოდგა და მასპინძლების მოუგებელი სერია ლიგა ერთში 10 შეხვედრამდე გაიზარდა (პლუს ვერმოგებული მატჩი თასზე). რაც შეეხებათ "მწვანეებს", შესაძლოა ისინი მე-4 ადგილზეც მოგვევლინონ, თუ "ევიანს" გადადებულ შეხვედრაში აჯობებენ.

პსჟ-მ ზედმეტი დაძაბვის და თავის ატკიების გარეშე იმარჯვა. პარიზელებმა რენში პირველი ტაიმი ტიაგო მოტას გოლით მოიგეს, რომელიც რომენ ალესანდრინისა და ჟან-არმელ კანა-ბიიკის შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმის დებიუტში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარკო ვერატის მონადირებული პენალტი გაიტანა.

კანა-ბიიკი და ალესანდრინი შეცდომის გამოსწორებას ყველანაირად ცდილობდნენ. ამ წყვილმა პირველ ნახევარშიც შექმნა კარგი მომენტი და ბოლო-ბოლო, 67-ე წუთზე გარჯა დაუფასდათ - ალესანდრინიმ გაიტანა და სხვაობა შეამცირა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია განსაკუთრებით არ დაძაბულა და ბოლო წამებზე იბრას გამოდევნებულმა ედინსონ კავანიმაც გაიტანა და საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო

კიდევ უფრო ადვილად მოიგო "მონაკომ", რომელსაც ისევ არ ჰყავდა რადამელ ფალკაო და ამან კოლუმბიელის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორების ახალი ტალღა ააგორა. სამაგიეროდ, მისი თანამემამულე ჯეიმს როდრიგესი ისევ თავისუფლად დანავარდობდა მეტოქის საჯარიმოში და თანაგუნდელებს მომენტებს უქმნიდა.

ანგარიში მალევე გახსნა "ლიონიდან" დამატებულმა 18 წლის ტალანტმა ანტონი მარტიალმა. მასაც და ტაიმის მიწურულსაც ლეივინ კურზავას როდრიგესმა გაატანინა და შეხვედრაც ასე დასრულდა. მეორე ტაიმში კლაუდიო რანიერის გუნდი ისვენებდა.

"სტად დე ლა ბუჟუარ-ლუი ფონტენოზე" მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. "ნანტს" ესმოდა, რომ ვერმოგება შეიძლებოდა მე-4 ადგილის დაკარგვად დაჯდომოდა და იდეაში "იადონები" ინდომებდნენ კიდეც, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ალენ კაზანოვამ დაამტკიცა, რომ ძალიან საშიში გუნდი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.

მისმა "ტულუზმა" ჯერ ეტიენ დიდოს გოლით შეძლო დაწინაურება, მერე კი ჟან-დანიელ აკპა-აკპროს მიერ გატანილი გოლით სხვაობა გაზარდა. ერთადერთი, რაც მიშელ დერ ზაქარიანის შეგირდებმა მოახერხეს, ელ ჰაჯი პაპე მისონ ჯილობოჯის სახელ-გვარივით გრძელ-შორეული დარტყმით გატანილი ლამაზი გოლი იყო.

"ევიანი" დიდ უპირატესობას ფლობდა "რეიმსთან" საშინაო შეხვედრაში და 75-ე წუთზე დამსახურებულადაც გავიდა წინ. ჯონათან მენსამ კლუბის მაისურით პირველი და ნანატრი გოლი გაიტანა. თუმცა პასკალ დუპრაზის გუნდს კიდევ ერთხელ არ გაუმართლა და ბოლოს მაინც გაუშვა - ფლოიდ აიიტემ, რომელიც სტუმართა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო, გათანაბრება შეძლო.

კიდევ უფრო გართულდა გამოკვეთილი აუტსაიდერების საქმე. კორსიკაზე "აიაჩომ" "გედის სიმღერა" შემოგვთავაზა და ვენსან აბუბაქარის მორიგი გოლით დაწინაურებულ "ლორიანს", რომელსაც 5 მატჩი არ გაეშვა გოლი, კი გაუთანაბრა, მაგრამ... შეცვლაზე 10 წუთის შემოსულმა გაუბრწყინებელმა ვარსკვლავმა ჟერემი ალიადირმა ბრეტონელებს მიჯრით მე-5 გამარჯვება მოუტანა.

წააგო "სოშომაც", მონბელიარელები ასევე კოშმარულ ფორმაშიმყოფ "ნიცასთან" უპრინციპულესი დუელი დათმეს. კლოდ პუელს ნიცელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხოვრება ერიკ ბოტეაკმა გაუხანგრძლივა და გუნდს საკუთარ "ალიანს რივიერაზე" მიჯრით 7 წაგების მერე მოაგებინა, რითაც კლუბი უკვე 9 ქულით მოწყდა გასავარდნ ზონას და 10-ით ჩამორჩება იმ ადგილს, რომელზეც წინა სეზონში გავიდა, ანუ მეოთხეს.

დაძაბული კვირა

დრამატიზმით გაჯერებული მატჩები იყო კვირას. ყველაფერი "შაბან-დელმაზე" დაიწყო, სადაც "ბორდო" "ვალანსიენს" მასპინძლობდა. სტუმრებმა ბევრი იფაფხურეს, რადგან ესმოდათ, რომ ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში უსაფრთხო ზონამდე 2 ქულაღა იქნებოდა დარჩენილი, მაგრამ ვალანსიელები ტონგო დუმბიას თავურით დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრები ჯერ კიდევ ზეიმობდნენ, "ლილთან" მოგებული მატჩის გმირი ლანდრი ნგემო მეტოქის საჯარიმოში რომ შეიჭრა და პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი გოლად ჟუსიმ გარდასახა.

წესით, "ვალანსიენი" ისევ წინ უნდა გაჭრილიყო, როდესაც ჟან კრისტოფ ბაებეკმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ყველაფერი გააფუჭა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ეოგი ეტისი ენზა-იამისიმ. მას სედრიკ კარასომ აუღო და ჟირონდელები გადაარჩინა.

"ბორდომ" მეტოქე მალევე დასაჯა და ნიკოლა მორის-ბელაიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. მასპინძლებმა მესამედაც იხეირეს. თავი შეცვლაზე გამოსულმა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა შეიკ დიაბატემ გამოიჩინა, მაგრამ მსაჯმა მას გზად თამაშის წესს დარღვევა დააბრალა და გოლი გაუუქმა. ამასობაში, ფრანსის ჟიიოს ბიჭებმა მიყოლებით მეოთხედ იმარჯვეს და ხუთეულში დაიდეს ბინა.

"ბასტია" სენსაციურად დაწინაურდა "ლილთან", მაგრამ რენე ჟირარის შეგირდებმა უცბადვე დააყენეს ყველაფერი თავის ადგილას. კორსიკელთა მეკარე მიკაელ ლანდროს რაც შეეძლო, აკეთებდა, რათა მისი ყოფილი გუნდისგან არ გაეშვა, მაგრამ სალომონ კალუ შეუჩერებელი გახლდათ. კოტდივუარელმა 5-წუთიან მონაკვეთში ლამაზი დუბლი გაახერხა და საბოლოოდ, ამ მატჩში მეტი გოლი აღარც გასულა.

სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ "ლილმა" გაუშვა, მაგრამ არ წააგო. სამწუხაროა ის, რომ მოგვიანებით ლანდრო შესაცვლელი შეიქნა. იმედია, ლიგა 1-ში ჩატარებული მატჩების მხრივ აწ უკვე რეკორდსმენის ტრავმა სერიოზული არ გამოდგება.

ლიგა 1. XVIII ტური

მონპელიე-სტ. ეტიენი 0:1

გოლი: 0:1 გრადელი (75)

რენი-პსჟ 0:1

გოლები: 0:1 ტიაგო მოტა (19), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (52-პენ.), 1:2 ალესანდრინი (67), 1:2 კავანი (90+1)

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, დინი - მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი - ლავეცი (75. რაბიო), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

აიაჩო-ლორიანი 1:2

გოლები: 0:1 აბუბაქარი (39), 1:1 არაში (44), 1:2 ალიადირი (73)

ევიანი-რეიმსი 1:1

გოლები: 1:0 მენსა (74), 1:1 აიტე (90)

გენგამი-მონაკო 0:2

გოლები: 0:1 მარტიალი (4), 0:2 კურზავა (42)

მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ტულალანი, მოუტინიო (62. კონდოგბია), ობადი, ჯ. როდრიგესი (70. ოკამპოსი) - მარტიალი, რივიერი (85. ჟერმენი)

გაძევება: მარტინს-პერეირა (23. გენგამი)

ნანტი-ტულუზი 1:2

გოლები: 0:1 დიდო (55), 0:2 აკპა აკპრო (71), 1:2 ჯილობოჯი (82)

ნიცა-სოშო 1:0

გოლი: 1:0 ბოტეაკი (24)

ბორდო-ვალანსიენი 2:1

გოლები: 0:1 დუმბია (55), 1:1 ჟუსი (58-პენ.), 2:1 მორის-ბელაი (73)

ლილი-ბასტია 2:1

გოლები: 0:1 ჟენესი (3), 1:1 ს. კალუ (17), 2:1 ს. კალუ (22)

ლიონი-მარსელი 2:2

გოლები: 1:0 ლაკასეტი (17), 2:0 გომისი (44), 2:1 ჟინიაკი (45+1), 2:2 ტოვენი (79)

ლიონი (4-4-2): ვერკუტრი - მიგელ ლოპეში, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი, გრენიე, გურკუფი (76. ფერი) - ლაკასეტი, გომისი (68. ბენზია)

მონაკო (4-3-3): მანდანდა - ფანი (77. აბდალა), დიავარა, ნკულუ, მენდი - ლემინა, ტოვენი, შეირუ - პაიე (77. ხალიფა), ჯ. აიუ (56. იმბულა), ჟინიაკი

ბომბარდირები: 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 10 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)

მომდევნო ტური

20 დეკემბერი.

მონაკო-ვალანსიენი;

21 დეკემბერი.

სტ. ეტიენი-ნანტი, ბასტია-მონპელიე, ნიცა-ევიანი, რეიმსი-აიაჩო, სოშო-რენი, ტულუზი-გენგამი;

22 დეკემბერი.

მარსელი-ბორდო, ლორიანი-ლიონი, პსჟ-ლილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საფრანგეთის თასი. 1/16-ფინალი: ფალკაო მუნდიალს გამოტოვებს
ლა ლიგა. სტატისტიკა: რონალდო, მესი და სხვები
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
ჯეიმს როდრიგესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ზამთარში დატოვოს
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ფრანგი მწვრთნელი: აზარი ორთქმავალი კი არა მატარებლის ბოლო ვაგონია
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ესპანეთი. ლა ლიგა XVIII ტური: მადრიდის "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
"ჩელსის" სამი არჩევანი - ბლანი, სარი და ახლა უკვე ზიდანიც?
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
მადრიდის "რეალი" I წრის ჩემპიონია
საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტურის წინ: ყველაზე ტკბილი ლუკმა
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
FIFA Ballon d'Or 2014: კრიშტიანო რონალდო სამგზის გამარჯვებულია [VIDEO+PHOTO]
კრიშტიანო რონალდო - ჯილდოების შემგროვებელი
ᓡ