ფრანსისკ პირველის საყვარელი გუნდი ჩემპიონი გახდა
"სან ლორენსო" არგენტინის ჩემპიონია! ხუან ანტონიო პიცის გუნდი 2007 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდა, თავად ყოფილმა ფეხბურთელმა კი სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ბოლო ტურის წინ მართლაც უნიკალური სიტუაცია იყო: პირველობის შანსი ოთხ გუნდს ჰქონდა და ოთხეული სწორედ ერთმანეთს ხვდებოდა. "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ლანუსის" შეხვედრის გამარჯვებულს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლების მიღება შეეძლო, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პარალელურ მატჩში ან "ველეს სარსფილდი" მოიგებდა, ან შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა. პირდაპირ ტიტულის მოგების შანსი კი "ველესს" და "სან ლორენსოს" ჰქონდათ.

ორივე შეხვედრა ერთდროულად დაიწყო და არც არის გასაკვირი, რომ პირველ ტაიმში გუნდები არ რისკავდნენ. შედეგად, საკმაოდ მოსაწყენი 45 წუთი და ორი 0:0 მივიღეთ. აი, შეხვედრების მეორე ნახევარში კი სულ სხვა სურათი იყო. მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე მოთამაშე გუნდებს ფრე არაფერში აწყობდათ და ამიტომაც იყო, რომ გუნდებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და მაყურებელმა ოთხი გოლის გარდა, კიდევ არაერთი საგოლე მომენტი იხილა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩემპიონი "ხოსე ამალფიტანიზე" უნდა გარკვეულიყო.

"სან ლორენსო" ფრთხილობდა. პირველ ტაიმში პიცის გუნდმა რამდენიმე მომენტი კი შექმნა, მაგრამ მეორე ნახევარში "წმინდანები" დაცვაში ჩასხდნენ, რის გამოც კინაღამ დაისაჯნენ... მატჩის გადამწყვეტი მომენტი 89-ე წუთზე დადგა, როდესაც სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად, ბურთი აგუსტინ ალიონეს 11-მეტრიანის ნიშნულთან მიუვიდა.

19 წლის ფეხბურთელმა ძლიერად დაარტყა კიდეც - გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ სებასტიან ტორიკომ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი კატასტროფისგან იხსნა.

ამ ეპიზოდის სიტყვებით ზუსტად გადმოცემა საკმაოდ რთულია, რადგან ტორიკომ მართლაც არანორმალურად რთული ბურთი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ალიონემ ძელსაც გაარტყა. ასე რომ, "სან ლორენსო" გადარჩა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა გუნდის ლეგენდა ლეანდრო რომანიოლი: "მას შემდეგ, რაც აქ დავბრუნდი, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ სწორედ ამ უარყოფითი ფაქტების ხარჯზე მივაღწიეთ ამ წარმატებას. თასის ფინალში განცდილი მარცხი ძალიან მწარე იყო, თუმცა ახლა ამაზე აღარ ვფიქრობთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ტიტული მოვიპოვეთ," - განაცხადა 2001 წლის 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა.

32 წლის რომანიოლი "სან ლორენსოში" 1998-2004 წლებში თამაშობდა, მეორედ კი გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა. "ენგანჩე" გუნდთან ერთად მეორედ გაჩემპიონდა, პირველი ტიტული კი 2001 წელს (კლაუსურა) მოიგო.

ბედნიერი იყო "სან ლორენსოს" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ფრანსისკ პირველი, რომელსაც 17 დეკემბერს დაბადების დღე აქვს - რომის პაპი 77 წლის გახდა და მან აღნიშნა, რომ დაბადების დღეზე ამაზე უკეთეს საჩუქარზე ვერც კი იოცნებებდა. მისი საყვარელი გუნდის წევრები მასთან შესახვედრად არგენტინიდან 16 დეკემბერს გაემგზავრნენ და დღეს, იუბილესთან ერთად, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს საკუთარ ჩემპიონობასაც მიულოცავენ.

სამოყვარულო ჩემპიონატების ჩათვლით, "სან ლორენსომ" ისტორიაში მე-15 ტიტული მოიპოვა და ის მხოლოდ ერთით ჩამორჩება "რასინგსა" და "ინდეპენდიენტეს" (16-16). მეორე ადგილზე "ბოკა ხუნიორსია" (30), პირველზე კი "რივერ პლეიტი" (35).

აქვე აღვნიშნოთ, რომ ტორნეო ინისიალში გამარჯვებით "სან ლორენსომ" მომავალი წლის ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის საგზური მიიღო. მის გარდა, არგენტინას ამ ტურნირზე წარადგენენ: "ველეს სარსფილდი" (2012/13 სეზონის ჩემპიონი), "ნიუელს ოლდ ბოისი" (2013 წლის ტორნეო ფინალის გამარჯვებული), "არსენალი" (2012/13 სეზონის არგენტინის თასის მფლობელი) და "ლანუსი" (2013 წლის კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული).

ეს უკანასკნელი საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელური "კარაკასის" ბარიერის გადალახვას ეცდება, დანარჩენი ოთხი გუნდი კი ასპარეზობას პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.

ნიუელსი-ლანუსი 2:2

გოლები: 1:0 პ. პერესი (53), 1:1 გოლტცი (55), 2:1 ისკიერდოსი (67-საკ. კარში), 2:2 ხ. პერეირა დიასი (74)

ველესი-სან ლორენსო 0:0

საბოლოო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. სან ლორენსო 19 9 6 4 29-17 33

2. ლანუსი 19 8 7 4 32-18 31

3. ველესი 19 8 7 4 24-16 31

4. ნიუელსი 19 8 7 4 27-21 31

5. არსენალი 19 7 9 3 22-19 30

6. ბელგრანო 19 8 5 6 28-20 29

7. ბოკა 19 8 5 6 25-24 29

8. ატლ. რაფაელა 19 8 5 6 25-25 29

9. ესტუდიანტესი 19 6 9 4 16-14 27

10. როსარიო 19 7 5 7 22-24 26

11. ხიმნასია 19 6 8 5 21-24 26

12. ტიგრე 19 7 4 8 20-21 25

13. არ. ხუნიორსი 19 7 4 8 17-19 25

14. გოდოი კრუსი 19 6 6 7 17-17 24

15. ოლიმპო 19 6 5 8 19-25 23

16. ოლ ბოისი 19 5 7 7 19-19 22

17. რივერი 19 5 6 8 12-14 21

18. კილმესი 19 5 6 8 14-23 21

19. რასინგი 19 4 4 11 12-24 16

20. კოლონი 19 3 3 13 8-25 6*

შენიშვნა: "კოლონს" -6 ქულა

ბომბარდირები: 9 - მაურო მატოსი (ოლ ბოისი), სესარ პერეირა (ბელგრანო); 8 - ემანუელ ჟიგლიოტი (ბოკა ხუნიორსი), იგნასიო პიატი (სან ლორენსო), დიეგო ვერა (ატლეტიკო რაფაელა); 7 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), სანტიაგო სილვა (ლანუსი).

ასისტენტები: 6 - როდრიგო დეპეტრისი (ატლეტიკო რაფაელა), ხუან სანჩეს მინიო (ბოკა ხუნიორსი); 5 - ხავიერ კამპორა (ოლ ბოისი), ხუან მანუელ მარტინესი (ბოკა ხუნიორსი), მატიას პერეს გარსია (ტიგრე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: მთავარი მატჩების მოლოდინში

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ᓞᕘᓠᓕᓔᓚᕐᓓ ᓓᓐ 26 ᓬᕚᓘᓡ ᓨᓔᓛᓓᓔᓒ
ᓐᓜᓮᓔᓚ ᓙᓝᓠᕔᓐ "ᓐᓢᓚᓔᓢᓘᓙᓝᓨᕘ" ᕒᕐᓓᓐᓓᓘᓡ
ᓔᓠᓗᓘ ᓤᓝᓢᓝᓡ ᓘᕡᓢᓝᓠᓘᓐ: 1996 ᓬᓚᓘᓡ "ᓑᓐᓠᓡᓔᓚᓝᓜᓐ" - 13 ᕛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘᕡ ᓒᓣᓜᕓᓘ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVII ტური: ლიდერთა კოშმარი
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIX ტური: მთავარი მატჩების მოლოდინში
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XIV ტური: არანორმალური ტური
"ᓕᓐᓚᓔᓜᓡᓘᓐ": ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ, ᓐᓮᓐᓚᓘ "ᓦᓐᓛᓣᓠᓔᓑᓘ"
ხუან ანტონიო პიცი: რუსებს არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XV ტური: დაძაბული ფინიშის მოლოდინში
კამერუნი-ჩილე 0:2 - სანჩესს 32 წუთიც ეყო [VIDEO]
"ᓠᓘᓕᓔᓠ ᓞᓚᓔᓘᓢᓘ" ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕐ
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. XVIII ტური: საოცარი ბოლო ტურის მოლოდინში
საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი მიზანი რუსეთის ნაკრების დამარცხებაა
ᓐᓠᓒᓔᓜᕢᓘᓜᓐ. ᓢᕝᓠᓜᕔᕝ ᕤᕘᕜᓐᓚᓘ. XVII ᓢᕣᓠᓘ: ᓡᕐᓜᓐᓮᓐᕝᓑᓐ "ᓛᕝᓜᓣᓛᕔᕜᓢᓐᓚᓖᕔ"