საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასტარტო მატჩში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და დაძაბული პაექრობა 75:83 დათმეს
წლეულს, 15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მეორე სეზონი.

B ჯგუფში 6 გუნდი იბრძვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ესენი არიან: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ტრადიციულად - მგუ), ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ხპი), კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (კპი), როსტოვის სამხრეთ ფედერაციის უნივერსიტეტი (რსფუ) და როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (რსეუ).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასტარტო მატჩში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და დაძაბული პაექრობა 75:83 დათმეს.

განმეორებით შეხვედრაში ნიკოლოზ დერიუგინის შეგირდები სარევანშოდ იყვნენ განწყობილნი, მაგრამ...

ორთაბრძოლას ამჯერად რუსეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. მეტოქეები მოედანზე ასეთი ხუთეულებით გავიდნენ: მგუ - სტრეკი, ვოლკონსკი, ნოვიკოვი, კურიშკინი, მარკინი; სტუ - ლომინაშვილი, ჯიქია, ცირეკიძე, მათიაშვილი, ლობჟანიძე.

მოსკოველთა პირველი იერიში სტრეკინმა დააგვირგვინა. მალევე მარკინმა ოთხამდე გაზარდა ანგარიში. მერე კურიშკინის ტყორცნა აღმოჩნდა ზუსტი - 6:0.

მართალია, ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელებიც გამოცოცხლდნენ, მაგრამ პირველ ათწუთიან მონაკვეთში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ლომონოსოველებს, რომლებსაც 35 ქულის მოგროვების საშუალება მისცეს, თავად კი მხოლოდ 12 ქულას მოუყარეს თავი. მეორე მეოთხედიც მასპინძლებისა იყო.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და ორივე მეოთხედი მოიგეს, თუმცა პირველი ტაიმის დანაკლისი ვერ აინაზღაურეს და 87:103 დამარცხდნენ. თბილისელთაგან 27-27 ქულით საუკეთესოები იყვნენ ლომინაშვილი და ახვლედიანი, ხოლო მოსკოველთაგან დოროდნოვი (20) და მარკინი (19) გამოირჩნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 17 დეკემბერს როსტოვში სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებს დაუპირისპირდება. თბილისში მათი პირველი წრის მატჩი სტუ-მ 99:81 მოიგო. 18 დეკემბერს კი დერიუგინის შეგირდები როსტოვშივე სამხრეთ ფედერაციის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდებიან. მასპინძლები რევანშის აღებას შეეცდებიან, რადგან საქართველოს დედაქალაქში პირველი წრის ორთაბრძოლა 71:90 დათმეს.

მგუ-სტუ 103:87

(35:12, 26:20, 19:25, 23:36)

მგუ: რომან სტრეკინი (11), დენის ვოლკონსკი (15), ალექსეი დოროდნოვი (20), ივან მასლენიკოვი (8), ალექსეი დემენტიევი (3), ედუარდ მელიქიანი (4), პაველ ნოვიკოვი (4), იგორ იარემენკო, პაველ კურიშკინი (6), დმიტრი დობრინინი (2), ფიოდორ მარკინი (19), არტიომ ვასილენკო (6).

სტუ: ბექა ღუდუშაური, დავით გურაბანიძე, ავთანდილ ლომინაშვილი (27), ლევან გრძელიძე, ბექა ჯიქია (8), გიორგი ცირეკიძე, რიჩარდ მათიაშვილი (8), რევაზ დიდია , ლევან იოსებაშვილი, ბაქარ გაბისიანი (2), ირაკლი ახვლედიანი (27)7 საბა ლობჟანიძე (15).

სატურნირო მდგომარეობა 17 დეკემბრისთვის:

ა გ თ მ წ ბ % ქ

1. მგუ 10 8 2 821-749 80 18

2. ხკი 7 6 1 538-425 86 13

3. სტუ 7 4 3 559-540 57 11

4. კპი 8 3 5 530-531 38 11

5. რსფუ 7 2 5 541-606 29 9

6. რსეუ 7 0 7 484-622 0 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა