ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 7 ქულა და 1 პასი მიითვალა
დუდა სანაძის "სან დიეგომ" არასაკონფერენციო მატჩების სერია სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის ძლევით დასრულა.

სრუდენტური ლიგის სპეციფიკა ასეთია: 33 კონფერენციის დაახლოებით 500-ამდე საუნივერსიტეტო გუნდი სეზონის დასაწყისში მატჩების გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა გუნდებთან ატარებს, რის შემდეგაც იწყება უშუალოდ საკუთრი კონფერენციის შეხვედრები. სანდიეგოელებმა სეზონის დაწყებიდან 13 არსაკონფერენციო მატჩი გამართეს, საიდანაც 9 მოიგეს.

ბოლო არასაკონფერენციო მატჩში "სან დიეგომ" იოლი გამარჯვება მოიპოვა. იუტელებმა სანაძის გუნდს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 52:67 დამარცხდნენ.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 7 ქულა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

"სან დიეგო" "ვესთ ქოუსთის" კონფერენციაში ირიცხება, სადაც ცნობილი სტუდენტური გუნდებიდან "გონზაგა" ასპარეზობს.

გონზაგელებს 10 მოგება და 1 მარცხი აქვთ, ლიდერი კი ყველა მატჩის მომგები "სეინთ მერია". თუმცა ეს შედეგები მოთელვით ხასიათს ატარებდნენ, ნამდვილი ბრძოლები კი, რომელთა გათვალისწინებითაც კონფერენციაში ადგილები გათამაშდება, ახლა იწყება.

რაც შეეხება მთვარ სატურნირო მიზანს, თითოეული გუნდი სტუდდენტური ლიგის ფინალურ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის, რაც არა კონკრეტული შედეგებით, არამედ მწვრთნელების, ჟურნალისტების და სპეციალისტების ყოველკვირეული გამოკითხვების დაჯამებით მოიპოვება.

ჯერჯერობით გამოკითხვებში "გონზაგა" ლიდერობს, რომელიც სრულიად ამერიკის საუკეთესო გუნდების 25-ეულში შედის. სტუდენტური ლიგის ფინალურ ეტაპში, იგივე "მარტის სიგიჟეში" 64 გუნდი მონაწილეობს და ზემოთნახსენები 500-ამდე გუნდი სწორედ იქ მოსახვედრად იბრძვის.

კონფერენციის მატჩებს "სან დიეგო" "პეპედრინთან" (28 დეკემბერი) და "ლოიოლასთან" (30 დეკემბერი) მატჩებით გახსნის.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძის 19-მა ქულამ "სან დიეგოს" ვერ უშველა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა