სიდნი სემი მომავალი სეზონიდან გელზენკირხენში ითამაშებს
"შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ამას წინათ განაცხადა, მიუნხენის "ბაიერნს" გერმანიის ჩემპიონობა უკვე მივულოცეო, რითაც, ფაქტობრივად, ისედაც გამოცხადებული კაპიტულაცია ოფიციალურად დაადასტურა, მაგრამ გელზენკირხენულ კლუბში შეფს ყველა როდი ეთანხმება. პრინციპში, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს იმ ფეხბურთელის ვინაობა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგას ვერ მოიგებს - დიახ, ეს თავზეხელაღებული კევინ-პრინს ბოატენგია. 26 წლის "ბოა" "ბაიერნის" კრიზისზე ოცნებობს!

მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" "შალკეს" 16 ქულით (!) უსწრებს, კევინი თავის ძმას, ჟერომ ბოატენგს, რომელიც "ბაიერნის" მცველია, ჩემპიონობას ჯერ არ ულოცავს.

"მერე რა, რომ მიუნხენელები მნიშვნელოვნად წინ არიან - მილოცვას ჯერ არ ვაპირებ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გამორიცხული არაფერია. ხომ შეიძლება, რომ "ბაიერნს" წამყვანი ფეხბურთელები დაუშავდეს ან უბრალოდ, ჩავარდნა დაეწყოს?" - აცხადებს ბოატენგი, თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ რეკორდმაისტერს კრიზისი დაეწყება, ნამდვილად არ აქვს იმის იმედი, რომ ჩემპიონი "შალკე" გახდება: "ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი შეიძლება მხოლოდ მესამე ან მეოთხე ადგილი იყოს".

"შალკემ" სემი დაიბევა!

სამაგიეროდ, გელზენკირხენელებს გაისად ექნებათ ამბიციური მიზნები. სწორედ ამას მოწმობს "შალკეს" მორიგი ტრანსფერი, რომელიც 8 იანვარს დადასტურდა, განხორციელებით კი ზაფხულში განხორციელდება: მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "შალკე" ლევერკუზენის 25 წლის შემტევით, სიდნი სემით გაძლიერდება.

ამ უკანასკნელმა გელზენკირხენულ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2018 წლამდე აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკე" "ლევერკუზენს" 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის - სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი სემის ლევერკუზენულ ხელშეკრულებაში.

"ფარმაცევტები" სემის (7 გოლი და 5 პასი ამ სეზონში) შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ მისი გადაბირება "ვოლფსბურგს" და ინგლისურ კლუბებსაც სურდათ.

აქვე გეტყვით, რომ "შალკეს" ახალწვეულის, "ბაიერნიდან" არენდით აყვანილი 23 წლის მცველის, იან კირხჰოფის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა - კირხჰოფი რამდენიმე კვირა დაისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა
ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 2 აგვისტო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჭირვეული ვარსკვლავი კევინ-პრინს ბოატენგი: მთელ ფულს ქალებში, კლუბებში და მანქანებში ვხარჯავდი
ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას გეგმავს
ტოპ-ლიგები. ტურის ფაქტები: ენრიკესა და რანიერის ასები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
შესანიშნავი შვიდეული: მათ ყველა ტოპჩემპიონატში გაიტანეს
"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: ლევა კისის წინააღმდეგ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მთავარი როლი მარიო გიოტცეს?
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: რაფინირებული რაფინია
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური: ვინ გააჩერებს "ბაიერნს"?
გელზენკირხენის "შალკეში" წმენდა დაიწყო
სილვიო ბერლუსკონის შავი სია - ვინ წავა "მილანიდან"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? "ჩელსის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ხოსეპ გვარდიოლა: რაც "ბაიერნში" ვარ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო [VIDEO]