ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"თიბისი თსუ"-ს ბანკმა დაფინანსება შეუწყვიტა

"თიბისი თსუ"-ს ბანკმა დაფინანსება შეუწყვიტა

გულდასაწყვეტი და მტკივნეულია "თიბისი ბანკის" მიერ წამოწყებული პატრიოტული საქმის გადამწყვეტ ფაზაში მიტოვება
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს.

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესოა.

სეზონის წინ გათამაშების წესდებაში განხორციელებულმა ცვლილებამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა პირველი ლიგაც.

აქ გამარჯვებული ავტომატურად იღებს უმაღლესი ლიგის საგზურს, მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში უპირისპირდება უმაღლესი ლიგის მეცხრეადგილოსანს.

2014 წელს განსაცდელით შეხვდა პირველი ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფის უპირობო ლიდერი "თიბისი თსუ". არადა, ლაშა თავბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა "ერთი ამოსუნთქვით" განვლო გათამაშების პირველი ეტაპი.

გასულ 12 ტურში ყველა შეხვედრა მოიგო, 8 მატჩში პრემიალური ქულის აღება მოახერხა და 57 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას. ის 8 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტ თბილისის "დინამოს".

"თიბისი თსუ" პირველ ლიგაში ყველაზე სანახაობრივ რაგბის თამაშობს. ისინი შეტევაშიც შედეგიანები არიან (575 გატანილი ქულა) და ამასთან ერთად, საუკეთესო დაცვის დემონსტრირებასაც ახდენენ - განვლილ 12 ტურში მეტოქეთაგან მხოლოდ 79 ქულა მიიღეს.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, პრობლემები მაინც მოზღვავდა.

გუნდის არსებობის ისტორია 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც "თიბისი" ბანკმა გადაწყვიტა, საკუთარი რაგბის გუნდი შეექმნა. ხუთი წლის განმავლობაში მოყვარული მორაგბეებით დაკომპლექტებული კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა 2012 წლიდან სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა.

სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდა მწვრთნელთა დუეტით (ლაშა თავბერიძე, ლადო კილასონია) შეიცვალა - დაფინანსებამ და პროფესიონალიზმმა იმატა, რამაც ახალი, ძლიერი სარაგბო გუნდის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი.

"თიბისი"-მ გასულ სეზონში იოლად მოიგო პირველი ლიგის გათამაშება, თუმცა უმაღლესი ლიგის საგზური მაინც ვერ ირგუნა. ის ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან თბილისის "ყოჩებთან".

კლუბმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოახერხა მოთამაშეთა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და კვლავინდებურად ლიდერობს გათამაშებაში, თუმცა გადამწყვეტი ეტაპის წინ, როდესაც უკანასკნელი ნაბიჯია გადასადგმელი და უმაღლესი ლიგის საგზური უკვე ნათლად ჩანს - გუნდის მთავარმა ფინანსურმა დონორმა "თიბისი ბანკმა" უარი განაცხადა დაფინანსებაზე და კლუბი ბედის ანაბარად დატოვა.

რეალურად, გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელსაც ატარებს, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანოსაგან ჯერჯერობით არანაირი მხარდაჭერა არ იგრძნობა, არც მორალური და მით უმეტეს, არც ფინანსური.

ორიოდე თვის წინათ, როდესაც საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, სტუდენტებს ელემენტარული ინფორმაციაც არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნივერსიტეტს სარაგბო გუნდი ჰყავს.

გულდასაწყვეტი და მტკივნეულია "თიბისი ბანკის" მიერ წამოწყებული პატრიოტული საქმის გადამწყვეტ ფაზაში მიტოვება, მაშინ, როდესაც გუნდს რეალურად გააჩნია მშვენიერი შანსი, მოიპოვოს უმაღლესი ლიგის საგზური და მომავალი სეზონიდან ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს.

მიუხედავად გაჭირვებისა, პირველი ლიგის მოგებისთვის დაგეშილი გუნდი კვლავინდებურად განაგრძობს წვრთნას, მოთამაშეთა უმეტესობას ხშირად ვარჯიშზე სასიარულოდ ფინანსური სახსრებიც არ გააჩნია, თუმცა მუხლჩაუხრელ შრომას და მონდომებას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

იმედია, არც "თიბისი თსუ"-ს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• შაკო

მათხოვარი ბანკია მაგარი, სამარცხვინო ფუ მაგათი. ვაფშე გასაუქმებელია

• dzirs tbc banki

მაგარი ბანძი ბანკია თიბისი, ამაზე ბანძი ბანკი მე არ მინახავს, აი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ბანძები არიან , ამათ ბანძი ....

• mgezavi

TBC arasaimedo, gadamgdebi bankia. Magisgan es mosalodneli iko.

• პაატა

სირცხვილი თი ბი სი ბანკს!!! მაგარი არასანდო ბანკია. თსუ - ს ბიჭებო უნდა ახვიდეთ უმაღლესში.

• GiorgiG83

ამაზე ერთსაც დავამატებ - ჩემი, შენი და ჩვენნაირების ჯიბიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი სპორტული გადაცემების რედაქცია უნდა გავხადოთ იძულებული ქრთული რაგბი გააშუქოს. კეთილი ვანებებინოთ ბ/ნ მინაშვილს ყოველი ტურის შემდეგ 5-10 წუთიანი რეპორტაჟი მაინც დაუთმოს განვლიილ ტურს, მოსალოდნელ მოვლენებს, განვლილ მოვლენებს, სრულიად უფუნქციო და არარენტაბელური მე-2 არხი გავხადოთ ვალდებული ტურის 1-2 მატჩი გადასცეს პირდაპირი ეთერით, ამისთვის კი საჭიროა მე, შენ და ჩვენნაირებმა - რამდენიმე ათეულმა ათასმა მინიმუმ ნაკრების თამაშებზე პირთამდე გავავსოთ სტადიონები, ყოველ კლუბს ხომ ყავს ერთგული გულშემატკივარი, მათი რაოდენობა მაინც იყოს რამდენიმე არა ასეული არამედ იქნებ 1-2 ათასი მაინც... აი აიმ მერე საქმე უკეთ წავა - ხოდა ჩვენც გავხადოთ ვალდებულები

• GiorgiG83

აბსოლუტური გულგრილობა -ს ცნობილია, რომ არგენტინაში რაგბის განვითარების პროგრამის ფარგლებში ყველა ის ინვესტორი, რომელიც არგენტინულ რაგბის დააფინანსებს სარგებლობენ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებით გარკვეული ვადით - პროგრესი სახეზეა მსგავსი მიდგომები სანამ ჩვენთანაც არ იქნება პრობლემას მასიურად ვერ მოგვარდება, რაც გინდა აკეთოს ან ფედერაციამ ან კლუბებმა, არც ის არის კარგი, რომ მარტო 1-2 კლუბს ყავდეს ფინანსურად ძლიერი პატრონი. მარტო ენთუზიაზმი საქმეს კი ვერ უშველის - ენთუზიაზმმა 20 წელი ატარა ქართული რაგბი, დღეს ენთუზიზმს გასაძლიერებლად და გვერდში დგომისთვის როგორც მორალური ისე ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება სწორი მენეჯმენტი, მეთოდოლოგიური მიდგომა, პიარი, პროფესიონალიზმი და ფინანსები - მენეჯმენტი არ მოიკოჭლებს, მეთოდოლოგიური მიდგომაც არ არის გასაკრიტიკებელი, პიარის მხრივ მუშაობა მეტია საჭირო, პროფესიონალიზმის მომატება არ იქნებოდა ურიგო აი ფინანსებში კი გვიჭირს ...

• GiorgiG83

შენი გულისტკივილი არც ჩემთვის არის უცხო მეგობარო, კარგად მესმის შენი. იმედი ვიქონიოთ, რომ როგორც რკინიგზა, ვითიბი (ფონდი ქართუ და სახლემწიფო ხომ ყველა კლუბს) და სხვა იშვიათI გამონაკლისი ასევე მოისურვებენ თავიანთი მოგების ნაწლის მაინც კარგ საქმეში ჩადებას მაგალითსითვის: სარაგბო თუ საფეხბურთო კლუბები მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა (შპს აიპ და სხვა) ისევე იბეგრება წყლის გადასახადით როგორც ქარხნები, რომლებსაც წყალი საწარმოოდ სჭირდებათ სპორტში კი წყალი საჭიროა გაზონის შესანახად და ვარჯიშისა და თამასშის შემდგომი შხაპისთვის - ეგ მარაზმი არ არის? განა ამ შეღავათის გაკეთება თბილისის წყალს არ შეუძლია? ან იმ დევნილების დროულად დაკმაყოფილება რომლებიც ზოგიერთი კლუბის ბაზაზე ცხოვრობენ და ამიტომ ამ კლუბების ინფრასტრუქტურა მიუხედავია ფონდი აქთუს აღთქმული გვერდში დგომის მიუხედავად - განა განსახლეის სამნისტროს არ შეუძLია ამ საკითXის მგვარება? ასე, რომ ეგ საკითხი კომპლექსური და ჯერ ძნელად მოგვარებადია, საკმარისი ნების უქონლობის გამო მეც შენსავით, რომ ვგულშემატკივრობ ამიტომ მაწუხებს ეს არც ისე უმნიშვნელო დეტალები

• zura

მართალია საქართველოს ჩემპიონატში 1 ლგაში ვთამაშობ და ეს გუნდი ჩემი გუნდის მოწინააგმდეგეა მოედანზე მაგრამ თი ბი სი ბანკს სირცხვილი ესეთი უპასუხისმგებლო უგულო არაქართული და არაადამიანური საქციელისთვის. იმ ჯიგარ ბიჭებს კიდევ წარმატებებს ვუსურვებ!

• ნინო

სირცხვილი ტიბისი ბანკს ამ გუნდის წარმატება მხოლოდ შესანიშნავი ბიჭების და მწვრთნელების დამსახურებაა თიტოეულ მათგანს მაღალი ანაზღაურების მაგივრად დაფინანსება შეუწყვიტა ყველას მოვუწოდებ აბ ნანკთან აღარ დაიჭიროს საქმე საკმაოდ საშიშია მასთან ურთიერთობა. სირცხვილი მამუკა ხაზარაძეს

• Jorika palavadze

აიაა სიმონ მოგიგებთ სიმონ

• giorgig83–ს

მე ქართული რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ყურადღებით ვადევნებ თვალს სპორტის ყველა სახეობაში მიმდინარე პროცესევს და ძალიან კარგად ვივი სად რა ხდება. გეთანხმებით, რობ ვითიბი ბანკი აფინანსებს ლოკომოტივს და ეს კარგია, მაგრამ როცა მე ვწერ აბსოლუტურ გულგრილობას, თუ დაკვირვებით წაიკითხავთ ჩემს პირველ შეტყობინებას, მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. იმ კოლოსალური მოგებიდან, რაც აქვთ საქართველოში მოღვაწე ბანკებს და ამ შემთხვევაში ვითიბი ბანკს, მათ მიერ დახარჯული თანხა წვეთია ოთხივე ოკეანეში ერთად გაერთიანებული და არა ზღვაში. ყველა ბანკმა ერთად ქართულ სპორტში (ყველა სახეობაში ერთად) ყოველწლიურად 100 მილიონი აშშ დოლარი მაინც რომ დახარჯოს (ანუ აჩუქოს ქართულ სპორტს), მერწმუნეთ სპორტის ისეთ სახეობებში მოვიპოვებთ მედლებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთვის უცხო ხილია, აღარაფერს ვამბობ სპორტის იმ სახეობებზე, რომლებიც ჩვენთვის ტრადიციული და პრიორიტეტულია (ძიუდო, ჭიდაობა, კალათბურთი, ძალოსნობა და ასე შემდეგ). ფეხბურთზე არაფერს არ ვამბობ, რადგან მას ეს თანხა ცალკე უნდა. წელიწადში 100 მილიონი დოლარი საქართველოში მოღვაწე წამყვანი თუ ცნობილი ბანკების შესაძლებლობებისათვის კი ნამდვილად არაფერს არ წარმოადგენს. აი ამას ვგულისხმობ მე აბსოლუტურ გულგრილობაში. პატივისცემით, "აბსოლუტური გულგრილობა"-73

• GiorgiG83

tbc-tsu -ს წარმატებები ბიჭებო, ნებისმიერის აღმასვლა მხოლოდ საერთო საქმეს წაადგება!!!

• giorgig83

აბსოლუტური გულგრილობა -ს მე ნამდვილად არ ვაპირებ საბანკო სექტორის ანდაც სახელმწიფო ორგანეობის სპორტისადმი (განსაკუთრებით რაგბისადმი) დამოკიდებულება რაიმე ფორმით გავამართლო ან შევალამაზო, მარგამ... არ გეთანხმები, რადგან არის გამონაკლისი - წლებია ლოკომოტივის გულშემატკივარი ვარ და ამ კლუბს ბოლო 3 თუ 4 წელიწადია ვითიბი ასპონსორებს - ეს ფაქტი დანამდვილებით ვიცი რადგან საკმაოზე მეტი შეხება მაქვს ამ კლუბთან, თუმცა 100 % ით გეთანხმები რომ ეს და ასეთი ალბათ კიდევ 1-2 შემთხვევა არ არის საკმარისი ასევე ვითიბი ასპონსორებს ბავშვთა სარაგბო გუნდს 100 % ით გეთანხმები რომ ვითიბიზე უფრო მდიდარი ბანკები (საქ ბანკი, თიბისი) ასევე რომ 2-2 გუნდს ასპონსორებდნენ და სხვებიც მინიმუმ თითო გუნდს უკეთესი იქნებოდა ასე ხელის ერთი მოსმით არ ვისაუბროთ - სიმართლე არ უნდა დაიმალოს :) თუმცა თიბისის ამ ფაქმა ძალიან გამწყვიტა გული, დიდი ანტი რეკლამა გამოუვიდათ

• tbc-tsu

mainc avalt umagles ligashi

• აბსოლუტური გულგრილობა

საქართველოში არსებული ყველა ბანკი აბსოლუტურად გულგრილია ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების მიმართ. ყველა მათგანი სხვადასხვა ევროპული და მსოფლიო საფინანსო თუ საბანკო ორგანიზაციებისაგან ძალიან მინიმალურ წლიურ პროცენტად იღებენ კოლოსალურ სესხებს, აქ კი მაქსიმალურად დიდ საპროცენტო განაკვეთება აწესებენ მოსახლეობისათვის და აქვთ უზარმაზარი მოგება. მიუხედავად ამისა არცერთი მათგანი არ აფინანსებს თუნდაც შეღავათიანი პირობებით სოფლის მეურნეობას (რომელიც ეკონომიკის მთავარი დარგია, რადგან ჯერ კუჭია ყველაფერი და მერე სხვა დანარჩენი), განათლებას და სპორტს, სპონსორობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. საქართველოს არცერთი ბანკი არ ემსახურება ქვეყნის და ერის განვითარებას და გამრავლებას!!!

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები

დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა

ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚ

უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა

"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში

TOP 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე მსოფლიოში

სამტრედია-საბურთალო 3:0 - დამაჯერებელი ლიდერი, წარუმატებელი დაბრუნება

ᓡᕐᕥ᠐ᓠᓗ᠕᠔

ჩემპიონატის ფინიში გაწერილია - საჩემპიონო ფინალი 3 და 11 დეკემბერს

უმაღლესი ლიგა. XIII ტური: "ტორპედო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა: "თიბისი თსუ" ისევ უძლეველია

უმაღლესი ლიგა. XI ტური: ბათუმის "დინამომ" "ზუგდიდი" გაანადგურა

რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა

რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]

დილა-დინამო (ბთ) 0:0 - ზავის ზღვისპირული სიყვარული [VIDEO]

Sportall.ge-ს გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია