სუმო. ჰაცუ ბაშო. 12-26 იანვარი. I დღე
12 იანვარს ტოკიოში დაიწყო წლის პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო. იაპონიის სუმოს ასოციაციამ ბაშოს დაწყების წინ უსიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ სუმოს ფანებს - ამიერიდან, სუმოს ლაივ-ტრანსლაცია ინტერნეტში ფასიანია და 120 დოლარი ღირს.

ბაშო დიდი დანაკლისით დაიწყო, მუხლის ტრავმის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი, რომელმაც წინა ბაშოზე მეექვსედ მოიგო იმპერატორის თასი.

მარცხით დაიწყო წელიწადი გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ელიტაში აღარ არის ყველაზე მძიმე რიკიში. 199-კილოგრამიანმა ქართველმა ვერ მოიხელთა მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე, სამაგიეროდ, იაპონელმა იყოჩაღა ბოლოსკენ და ჩვენებური დოჰიოს რკალს მიღმა გაიყვანა.

მეორე დღეს გაგამარუს მეტოქე კიდევ ერთი მე-11 მაეგაშირაა - შოტენრო.

სამწუხაროდ, ბაშო კვლავ ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გარეშე დაიწყო. მძიმე ტრავმის გამო ქართველმა ორი ბაშო უკვე სრულად გამოტოვა და როგორც ჩანს, არც იანვარში იქნება. ლევანი მაკუშიტას მე-15 ნომერია და ის კიდევ უფრო უკან დაიხევს რეიტინგში.

I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-კისენოსატო (სუკუინაგე), ოკინოუმი-კაკურიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჩიოტაირიუ (იორიკირი), გოეიდო-იკიოი (სუკუინაგე), კოტოოშუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), იოშიკაძე-გაგამარუ (ოშიდაში).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, კაკურიუ-ჩიოტაირიუ, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-მიოგირიუ, კოტოოშუ-იკიოი, გაგამარუ-შოტენრო.

ასევე იხილეთ:

ქართველი გაგამარუ ელიტის ყველაზე მძიმე რიკიში აღარ არის

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძეს სეკივაკეობის შანსი გაუჩნდა
სუმო. კიუშუს ბაშო: თეიმურაზ ჯუღელის დადებითი, ლევან გორგაძის უარყოფითი
ქართველები: 10 წელი სუმოს ელიტაში
სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: თეიმურაზ ჯუღელის ოქროს ვარსკვლავი
სუმო. კიუშუს ბაშო: ქართველმა კომუსუბიმ კომუსუბისთან ვერ ივარგა
სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძემ ძლიერები მოილია
სუმო. კიუშუს ბაშო. ლევან გორგაძეს წაგების უფლება აღარ აქვს
სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძემ კვლავ იმარჯვა
სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძე იბრძვის, თეიმურაზ ჯუღელმა მიზანს მიაღწია
მნიშვნელოვანი მარცხი ნოემბრის ბაშოზე