გალინარის წელს ვერ ვნახავთ
მოგიყევით იმის შესახებ, რომ "მაიამი ჰიტს", NBA-ს ჩემპიონის რანგში, ვიზიტი ჰქონდა თეთრ სახლში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.

მეორე დღეს კი ფლორიდელები "ვაშინგტონს" შეხვდნენ და მოულოდნელად, პირწმინდად დათმეს შეხვედრა. მარტო პირველი მეოთხედი მაიამელებმა 18:43 წააგეს. სწორედ დროის ამ მონაკვეთში იყო დედაქალაქელთა ფანტასტიკური სპურტი - 20:0! ამ შოკიდან ერიკ სპოელსტრას შეგირდები ბოლომდე ვერ გამოვიდნენ, ხოლო "ვაშინგტონის" უპირატესობა ერთ მომენტში 34 ქულასაც კი აღწევდა. "ჰიტმა" მთლიანად ჩააგდო შეხვედრა დაცვაში: 48 წუთში მხოლოდ ერთი დაფარება შეასრულა; აგრეთვე, მეტოქეს თამაშიდან ტყორცნების 54.7 პროცენტის რეალიზაციის საშუალება მისცა.

ამ მატჩს "მაიამისთვის" მხოლოდ ერთი დადებითი მომენტი ჰქონდა: ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა 2007 წლის დრაფტის პირველი ნომერი გრეგ ოდენი. ეს ის კალათბურთელია, რომელიც "პორტლენდმა" შვიდი წლის წინ კევინ დურანტს ამჯობინა.

ორივე მუხლის ტრავმებითა და გაუთავებელი ოპერაციებით გაწამებულმა კალათბურთელმა 2009 წლის 5 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, 8 წუთი დაჰყო მოედანზე და ერთ-ერთი საუკეთესოც გახდა "მაიამის" რიგებში. მან ექვსი ქულა დააგროვა, ორჯერ ჩატენა ბურთი კალათში და მარგი ქმედების დადებითი კოეფიციენტი დააფიქსირა. "ჰიტის" მოთამაშეებიდან მხოლოდ ბატიე დაიკვეხნის ასეთი კოეფიციენტით.

"მაიამიმ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, რაც პირველად მოხდა 2012 წლის გაზაფხულის შემდეგ.

"ბოსტონ სელტიქსმა", როგორც იქნა, შეწყვიტა ცხრამატჩიანი წაგებათა სერია - ეს "ტორონტოსთან" საშინაო მატჩში მოხდა. "სელტიქსის" ფორვარდმა ჯარედ სალინჯერმა 25 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. საინტერესოა, რომ მე-19 მოხსნის შემდეგ "ბოსტონის" ტრავმირებულმა გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ურჩია პარტნიორს, ტაბლოსთვის შეეხედა და კიდევ ერთი მოხსნის აღება ეცადა უნიკალური ორმაგი დუბლის დასაფიქსირებლად.

"ბოსტონის" ბოლო კალათბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში მინიმუმ 20 ქულა და მოხსნა დააგროვა, 2007-08 წლების სეზონში კევინ გარნეტი იყო. ახლა ეს კალათბურთელი "ბრუკლინში" თამაშობს, რომელიც ერთი მოგებით უსწრებს "ბოსტონს" და პლეი ოფის ზონაში ბოლო პოზიცია უკავია.

თუ "ბოსტონმა" შეძლო თავისი წარუმატებელი სერიის შეწყვეტა, "ორლანდომ" ეს ვერ მოახერხა - ფლორიდულმა კლუბმა ასევე მეცხრე შეხვედრა წააგო, როცა შინ დამარცხდა "ჩიკაგოსთან". მასპინძლებს ვერ უშველა დებიუტანტ ვიქტორ ოლადიპოს 35-მა ქულამ. ჟაკ ვონის შეგირდები 58 (!) წუთის განმავლობაში არაფერს უთმობდნენ "ხარებს", სამი ოვერტაიმის თამაში აიძულეს მეტოქეს, მაგრამ მესამე დამატებით დროში მაინც მოუწიათ დანებება.

16 იანვარს კიდევ რამდენიმე სერია გაგრძელდა: "ნიუ ორლეანმა"და "მილუოკიმ" მეშვიდე მატჩი წააგეს ზედიზედ, "ლეიკერსმა" ფინიქსში აიყვანა თავისი წაგებების სერია ექვსამდე; სამაგიეროდ, დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "სან ანტონიო" ექვსი მატჩია არ მარცხდება.

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც "კლიპერსმა" სირენამდე ოთხი წუთით ადრე გააბათილა 17-ქულიანი ჩამორჩენა "დალასის" წინააღმდეგ. მატჩის გმირი გახდა ჯეი ჯეი რედიკი (33 ქულა - NBA-ს პირადი რეკორდი). შეხვედრის დასრულებამდე 34 წამით ადრე მან მორიგი სამქულიანით (9-დან 7 შორეული ტყორცნა ჩააგდო) მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. რამდენიმე წამში რედიკს დირკ ნოვიცკის წინააღმდეგ მოუწია თავის დაცვა. გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მეორე "ნომერი" მეოთხეს მეურვე, მაგრამ ამან გაამართლა. ლეგენდარულმა გერმანელმა ბურთი ვერ ჩააგდო, საპასუხოდ კი ჯამალ კროუფორდმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და "კლიპერსი" წინ გაიყვანა.

მილუოკი-მემფისი 77:82

10:20, 25:22, 25:16, 17:24

მილ: ნაითი (27), ლ. სანდერსი (10+12 მოხსნა), კ. ბატლერი (10).

მემ: ჯეიმს ჯონსონი (15), კონლი (15), ედი დევისი (14), კუფოსი (10).

ორლანდო-ჩიკაგო 125:128 (3ო)

20:26, 29:20, 31:27, 21:28, 10:10, 8:8, 6:9

ო: ოლადიპო (35+8 პასი), ჯ. ნელსონი (31+10 პასი), ტ. ჰარისი (22+16 მოხსნა), გ. დევისი (17), ო'ქუინი (12).

ჩ: ნოა (26+19 მოხსნა), ბუზერი (23), ჯ. ბატლერი (21), ოგასტინი (19), სნელი (15), დანლივი (11).

ფილადელფია-შარლოტი 95:92

24:27, 29:18, 19:23, 23:24

ფ: ე. ტერნერი (23), კარტერ-უილიამსი (20), ჰოიესი (17+14 მოხსნა), ტ. იანგი (11).

შ: კ. უოკერი (26), ე. ჯეფერსონი (24), სეშენსი (11), მაკრობერტსი (10).

ვაშინგტონი-მაიამი 114:97

43:18, 26:30, 17:29, 28:20

ვ: უოლი (25), ბილი (19), ნენე (19), ტ. ბუკერი (13+11 მოხსნა), გორტატი (12), უებსტერი (11), არიზა (10).

მ: ბოში (26), ლ. ჯეიმსი (25+8 მოხსნა+7 პასი), კოული (15).

ბოსტონი-ტორონტო 88:83

23:25, 22:16, 28:15, 15:27

ბ: სალინჯერი (25+20 მოხსნა), ბრედლი (20), ჯეფ გრინი (13), ჰემფრიზი (12), პრესი (0+10 პასი).

ტ: დეროზანი (23), ლოური (18+12 პასი), სალმონსი (13).

მინესოტა-საკრამენტო 108:111

23:24, 24:34, 26:25, 35:28

მ: ლავი (27+11 მოხსნა), კევ. მარტინი (14), პეკოვიჩი (14), ბარეა (14), შვედი (13), კ. ბრიუერი (12).

ს: გეი (33), ა. ტომასი (26), კაზინსი (20+11 მოხსნა), დერიკ უილიამსი (16).

ნ. ორლეანი-ჰიუსტონი 100:103

30:19, 26:26, 25:29, 19:29

ნ-ო: ე. გორდონი (35), ე. დევისი (24), ჯ. სმიტი (10), ბ. რობერტსი (10).

ჰ: ჰარდენი (26), ტ. ჯონსი (25), პარსონსი (17), ლინი (13), დ. ჰოვარდი (12+11 მოხსნა), მოტეიუნასი (10).

სან ანტონიო-იუტა 109:105

28:25, 22:20, 31:24, 28:36

ს-ა: კანტერი (25), ლეონარდი (15), ბელინელი (15), დანკანი (15), ჯინობილი (13), ეირსი (10).

ი: კანტერი (25+11 მოხსნა), ბერკსი (20), ფეივორსი (19+12 მოხსნა), რ. ჯეფერსონი (15), ტ. ბერკი (17+11 პასი).

ფინიქსი-ლეიკერსი 121:114

26:27, 28:31, 34:24, 33:32

ფ: ჯერ. გრინი (28), მარკიფ მორისი (24), ფრაი (20), გ. დრაგიჩი (18+10 მოხსნა+7 პასი), პი-ჯეი ტაკერი (15).

ლ: პ. გასოლი (24), უ. ჯონსონი (22), კამანი (18), მიქსი (14), მარშალი (10+13 პასი).

პორტლენდი-კლივლენდი 108:96

26:27, 28:23, 23:25, 31:21

პ: ოლდრიჯი (32+18 მოხსნა), ლილარდი (28), მეტიუზი (15).

კ: დენგი (25), ირვინგი (21), უეიტერსი (18), ტ. ტომპსონი (10+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-დენვერი 116:123

32:35, 26:30, 24:26, 34:32

გ-ს: ლი (28+11 მოხსნა), ს. კარი (24), კ. ტომპსონი (21), ჰ. ბარნსი (15), დ. გრინი (11), ბოგუტი (10+10 მოხსნა).

დ: ნ. რობინსონი (24), ტ. ლოუსონი (22+11 პასი), უ. ჩენდლერი (22), ფოიე (21), ჰიქსონი (13+24 მოხსნა), მოზგოვი (10).

კლიპერსი-დალასი 129:127

30:32, 42:30, 28:36, 29:29

კ: რედიკი (33), მ. ბარნსი (25), გრიფინი (23), ჯამ. კროუფორდი (16), დ. კოლისონი (13+10 პასი), ჯ. დადლი (10).

დ: ნოვიცკი (27), დალემბერი (20), კალდერონი (16), მერიონი (14), მ. ელისი (13+13 პასი).

ხუმრობა არ გამოუვიდა

ძვირად დაუჯდა მოედანზე სულელური ხუმრობა "ნიუ იორკ ნიქსის" მცველ ჯეი არ სმიტს. მან სერიოზული ჯარიმა მიიღო იმის გამო, რომ მატჩის მსვლელობისას თასმები გაუხსნა მეტოქე კალათბურთელს. სმიტი კლუბისგანაც დაისაჯა: ბოლო ოთხ მატჩში ორჯერ სათადარიგოთა სკამზე დარჩა და ერთი წუთითაც არ გასულა მოედანზე. ამასთან, მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბოლო მატჩში "შარლოტთან", რომელიც "ნიქსმა" წააგო, მაიკ ვუდსონმა ყველა კალათბურთელი გამოიყენა, გარდა სმიტისა.

ჯერჯერობით კლუბის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საკალათბურთო პრესა კი ვარაუდობს, რომ შორს არ არის ცნობა სმიტის გაცვლასთან დაკავშირებით.

გალინარის წელს ვერ ვნახავთ

"დენვერის" ფორვარდმა დანილო გალინარიმ განაცხადა, რომ ვერ მოასწრებს ამ სეზონის ბოლომდე აღდგენას. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა მუხლის ტრავმა გასული წლის აპრილში მიიღო და ჯერაც აღდგენით კურსს გადის.

"ამ მომენტისთვის დავასრულე აღდგენითი პროცესის ყველაზე მოსაწყენი ნაწილი. კუნთების ტონუსი დაბრუნდა და სატრენაჟორო დარბაზში ისეთ სიმძიმეებს ვეწევი, რაც ადრე არასოდეს გამიკეთებია. ბურთთან ერთად ვმუშაობ, ბევრს დავრბივარ, მაგრამ ახლა ფსიქოლოგიური მიმართულებით მჭირდება მუშაობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც მუდმივად ვიფიქრებ ჩემს მუხლზე. არ ვაწესებ მოედანზე დაბრუნების თარიღს. ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

გამოვტოვებ თუ არა მთელ სეზონს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს იდეაც მომდის თავში, მაგრამ შეიძლება უფრო ადრე დავბრუნდე", - განაცხადა გალინარიმ.

აშიქი და ლინი რჩებიან

როგორც Sporting News-ი იტყობინება, "ჰიუსტონის" გენერალური მენეჯერი დერილ მოური, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს მიმდინარე სეზონში თურქი ცენტრის, ომერ აშიქის სხვა კლუბში გაშვებას. ამის მიზეზი ბანალურია - თურქს ბარძაყის ტრავმა აქვს და დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამიტომაც ახლა მისი საბაზრო ღირებულება დაბალია.

ასევე არ აპირებს "ჰიუსტონი" გამთამაშებლის, ჯერემი ლინის გაშვებას, არადა, ცოტა ხნის წინ ამ კალათბურთელს "ბრუკლინში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ამავდროულად, "ჰიუსტონი" მზად არის, გაცვალოს თავისი ლიტველი ფორვარდი დონატას მოტეიუნასი, რომლის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ "ბოსტონი" და "დალასი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რევანში კალიფორნიაში

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
[ევრობასკეტი 2017] საფერავია, ქართული!
ეტორე მესინა: მარკოიშვილს შვილივით ვუყურებ
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მოგება მინუს 23-ის შემდეგ
მშვიდი მკვლელი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აღმოსავლეთის ღირსებას "ინდიანა" იცავს
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
"მილუოკი" სერიაში დაწინაურდა და საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა [VIDEO]
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა - სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
"მილუოკი" ზაზა ფაჩულიას "ჰიუსტონში" უშვებს?
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: წაუგებელი "ინდიანა" და გაცოცხლებული "ბოსტონი"
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
მეტოქეები: უკრაინამ და იტალიამ "ტრენტინოს თასი" გაითამაშეს
დეანდრე ჯორდანმა "დალასი" "გადააგდო"
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია - "ლეიკერსი" "მინესოტასთან" დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" დასავლეთის პირველია
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
საქართველოს ნაკრების მეტოქეს ევრობასკეტზე NBA-ს კალათბურთელი ვერ დაეხმარება
ევრობასკეტი 2015: თითქმის სენსაციების ორი ტური
"ბრუკლინს" ჯერემი ლინი მთელი სეზონით დააკლდება
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓡᓞᓣᕠᓡᓘ"
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია "დეტროიტისგან"
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა