ბორიელო, ლონგო და მარტინსი ესპანეთში ითამაშებენ
პრიმერა დივიზიონის რამდენიმე გუნდი წინა ხაზის გაძლიერებას ეშურება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ლა ლიგაში საინტერესო ახალწვეულები გამოჩნდნენ.

მაგალითად, მილანის "ინტერის" ახალგაზრდა ფორვარდი სამუელ ლონგო, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი "ვერონაში" გაატარა, კარიერას "ლევანტეში" გააგრძელებს და ვალენსიურ კლუბში ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება. 22 წლის ლონგომ "ვერონაში" სულ ორი მატჩი ითამაშა, მაგრამ ერთი გოლის გატანა მაინც მოასწრო. შეგახსენებთ, რომ ფორვარდი შარშან "ესპანიოლში" ირიცხებოდა, სადაც თავი 3-ჯერ (18 შეხვედრაში) გამოიჩინა. თუ დოკუმენტები დროულად გაფორმდა, ლონგოს უკვე მომდევნო ტურში, "ბარსელონასთან" თამაშის შანსი ექნება.

შეტევის გაძლიერება სურს "ელჩესაც", რომელიც მარკო ბორიელოს გადაბირებას აპირებს. ვალენსიელებს ლეო ბაპტიშტაოს იჯარით აყვანა სურდათ, მაგრამ ბრაზილიელი "ბეტისში" აღმოჩნდა, რის შემდეგაც "ელჩეს" ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება იტალიელზე გადაიტანეს, რომელსაც "რომაში" სათამაშო პრაქტიკა აკლია (11 თამაში, 1 გოლი). 31 წლის ფორვარდით "ვესტ ჰემიც" არის დაინტერესებული, მაგრამ თავად იტალიელს პირინეებზე ურჩევნია თამაში.

ერთბაშად ორ მოთამაშეს აკვირდება "ხეტაფე". მადრიდელებს ჩიპრიან მარიკას და ადრიან კოლუნგას სახით ორად-ორი ფორვარდი ჰყავთ, თანაც ესპანელს თვალი გუნდიდან წასვლაზე უჭირავს. ჟურნალისტების ცნობით, "ხეტაფეს" ხელმძღვანელები ტიევის და ობაფემი მარტინსის ტრანსფერებზე ფიქრობენ.

ახალგაზრდა ფრანგს "ესპანიოლში" თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა და მას "მალაგაც" აკვირდება, მუდამ ახალგაზრდა (ჯერ კიდევ 29 წლისაა!) მარტინსი კი "სიეტლ საუნდერსის" ფეხბურთელია, რომლის რიგებშიც შარშან 8 გოლი (21 თამაშში) გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ლუჩანო სპალეტი: მადრიდის "ატლეტიკო" დიდი გუნდია
გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ უგუნდოდ არიან
"შანხაი შენჰუას" სტადიონზე, სადაც კარლოს ტევესი თამაშობს, ხანძარი გაჩნდა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრანსფერ ONLINE. 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
რუმინეთი VS საბერძნეთი - ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია
ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური: "ბარსას" წაუგებელი სერია და პრობლემა მარცხნივ [VIDEO]
კლაუდიო პისარო "შალკეში", მარიკას ნაცვლად?
მარკო ბორიელომ კლუბი ვერ იპოვა, მაგრამ იბიცაზე ლამაზმანებთან ისვენებს
როგორ იშოვა მადრიდის "ატლეტიკომ" 60 მილიონი არაფერში
შესანიშნავი შვიდეული: მათ ყველა ტოპჩემპიონატში გაიტანეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ჩელსის" ლაბირინთებში: მატიჩი და სალაჰი, მატას და ესიენის ნაცვლად
ᓓᓠᓘᓑᓚᓘᓜᓒᓘ: ᓭᓐᓛᓔ, ᓚᓣᓘᓡ!
ბორიელოს შემდეგ კასანო და გალიანი - ესპანური კლუბი იტალიელებს იწვევს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ნეაპოლელები "რომას" კუდზე
ᓡᓔᓠᓘᓐ A-ᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓓᓐ ᓒᓐᓓᓐᓤᓐᓡᓔᓑᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კანადური და ვაშინგტონური დერბი
"ხეტაფეს" რუმინელ ფეხბურთელს გვარის შეცვლა მოუხდა, რადგან ის ესპანურად "გეის" ნიშნავს